სულიკო ჟღენტი
(გადამისამართდა გვერდიდან ჟღენტი, სულიკო)
სულიკო ჟღენტი (დ. 22 ივნისი, 1925, სოფელი სამება, ოზურგეთის მაზრა — გ. 3 თებერვალი, 2000) — ქართველი საბჭოთა კინოდრამატურგი. საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). ღირსების ორდენის კავალერი.
სულიკო ჟღენტი | |
---|---|
სულიკო ჟღენტის ძეგლი ბათუმში | |
დაბადების თარიღი |
22 ივნისი, 1925 სამება |
გარდაცვალების თარიღი | 3 თებერვალი, 2000 (74 წლის) |
დაკრძალულია | დიდუბის პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ |
განათლება | საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
პროფესია | კინოდრამატურგი |
ჯილდოები |
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1925 წლის 22 ივნისს სოფელ სამებაში, 1954 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად სკოლაში, სადაც ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას, გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებსა და მოთხრობებს. დაწერილი აქვს უამრავი სცენარი. გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირებასცენარის ავტორია ფილმებისა
რედაქტირება- 1959: „სეინერები ზღვაში გადიან“ (დოკუმენტური ფილმი)
- 1960: „ადამიანი და ფოლადი“ (დოკუმენტური ფილმი)
- 1961: „ჭიაკოკონა“ (რეჟ. იური ქავთარაძე)
- 1961: „ბურთი და მოედანი“ (რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე)
- 1964: „ჯარისკაცის მამა“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 1969: „ღიმილის ბიჭები“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 1969: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე)
- 1971: „წუთისოფელი“ (რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე)
- 1972: „ნერგები“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 1974: „ციმბირელი პაპა“ (რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი)
- 1977: „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ (რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი, იოზეფ მედვედი)
- 1978: „ჩემი მეგობარი ძია ვანია“ (რეჟ. ვალერიან კვაჭაძე)
- 1979: „მეცამეტე გოჭი“ (რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი)
- 1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 1982: „ყველა კომეტა როდი ქრება“ (რეჟ. დევი აბაშიძე)
- 1986: „ახალი არკადია“ (რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი)
- 1987: „ფესვები“ (რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე)
- 1987: „პლიაჟის ავაზაკი“ (რეჟ. ნანა მჭედლიძე)
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 2008: „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“
გადაღებულია ფილმში
რედაქტირება- 1981: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (ვაჟა) (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი)
ჯილდოები
რედაქტირება- 1967: საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1995: ღირსების ორდენი
- ლენინური პრემიის ლაურეატი საუკეთესო სცენარის შექმნისათვის
- მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი საუკეთესო სცენარის შექმნისათვის
- 1970, 1972, 1973 — საკავშირო კინოფერტივალების პრემიების ლაურეატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 263.