პორტალი:ძველი რომი
ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება
რედაქტირება
ძველი რომის პორტალიპიროსთან ომები იყო ომების სერია ძვ. წ. 280 - ძვ. წ. 275 წლებში რომაელებს, "დიდ საბერძნეთს", სამნიტებს, ეტრუსკებს და კართაგენს შორის. ომი თავდაპირველად დაიწყო რომსა და ბერძნულ ქალაქ ტარენტუმთან კონფლიქტით. ტარენტუმელებმა კი დახმარება ეპიროსის მეფეს პიროსს სთხოვეს, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე გამოჩენილი ბერძენი მხედართმთავარი იყო. დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში მალევე ჩაერთვნენ სხვა ბერძნული ქალაქებიც. რომაელებისგან კი არაერთგზის დამარცხებულმა სამნიტებმა და ეტრუსკებმა ისარგებლეს სიტუაციით და ჩაერთვნენ ომში ბერძნების მხარეზე. პიროსის მიზანი კი იყო მდიდარი სიცილიის დამორჩილება, რომელიც კართაგენის კოლონია იყო. ამ მიზეზით კართაგენელებიც აღმოჩნდნენ ომში ჩაბმული რომაელთა მხარეს. ამის მიუხედავად რომი და კართაგენი ომში მჭიდრო მოკავშირეებს არ წარმოადგენდნენ, ფაქტობრივად ისინი პიროსს სხვადასხვა ფრონტზე ებრძოდნენ. პიროსმა იტალიაში რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლები მოიგო, მაგრამ ისეთი დიდი დანაკარგებით, რომ ეს მოგება წაგების ტოლფასი იყო. სწორედ აქედან შემოვიდა გამოტქმა "პიროსის გამარჯვება". (…სრულად)
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი (LVCIVS IVNIVS BRVTVS) (დ. ? ― გ. ძვ. წ. 508), რომის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი კონსული. რომის უკანასკნელი მეფის ლუციუს ტარკვინიუსის დის შვილი. რომის რესპუბლიკის შექმნამდე ქვეყანას მეფეები მართავდნენ. ბრუტუსის წინამძღოლობით აჯანყებულებმა მეფე ტარკვინიუსი მისი ძის მიერ არისტოკრატი ქალის ლუკრეციას გაუპატიურების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და რომიდან გააძევეს. ეს მოვლენა აღწერილია ლივიუსის Ab Urbe Condita-ში რომის ისტორიის პერიოდში, რომლის შესახებაც სარწმუნო წყაროები არ მოიპოვება (ძვ. წ. 390 წელს გაულების მიერ რომის გადაწვით განადგურდა თითქმის ყველა მანამდე არსებული დოკუმენტი). ლივიუსის თანახმად, ბრუტუსს მეფის წინააღმდეგ ამბოხების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ტარკვინიუსის მიერ მისი ძმის, გავლენიანი სენატორის, მკვლელობის მოწყობა, რომელიც ტარკვინიუსს სამეფო ტახტისთვის ეპაექრებოდა. (…სრულად) შესწორება
სხვა პროექტებშიშესწორება
კატეგორიებივერცინგეტორიქსი ნებდება კეისარს. ლაინერ როელის ნახატი.
შესწორება
რომის ექსპანსიაშესწორება
დობილი პორტალები |