ოქროსფერი ხრაშუნა

ოქროსფერი ხრაშუნა[1] (ლათ. Russula aurea) — სოკოს სახეობაა ხრაშუნა სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ აზიას.

ოქროსფერი ხრაშუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Russula aurea Pers., 1796

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა,[2] თუმცა შედარებით იშვიათად გვხვდება. იზრდება ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ტყეებში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1796 წელს.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus auratus With., 1801, nom. illeg.
  • Agaricus aureocitrinus Krombh., 1845
  • Agaricus aureus (Pers.) Pers., 1801
  • Agaricus citrinus Krombh., 1845, nom. illeg.
  • Russula aurata Fr., 1838
  • Russula esculenta Pers., 1796
  • Russula variecolor J.Blum, 1954

ქუდის დიამეტრი — 4-9 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებრია, შემდეგში გაბრტყელებული და ოდნავ ჩაჭყლეტილი, სიბერეში გლუვი და სუსტად დახაზული კიდეებით, ნარინჯისფერი, ღია-ოქროსფერი ან წითელი, ცენტრში თითქმის მუდამ ყვითლად არის შეფერილი.

ჰიმენოფორი — ხშირი ან საკმაოდ მეჩხერი, ზოგჯერ განტოტვილი, თითქმის თავისუფალი, ღია ჟანგმიწისფერი. ხშირად ყვითელი კიდეებით.

ფეხი — მთლიანი, ცილინდრული, ნორჩობაში საკმაოდ მკვრივია. ხაოიანი ან წვრილქერცლიანი ზედაპირით, როგორც წესი თეთრი, იშვიათად ლიმნისფერ-ყვითელი ელფერით, ასაკთან ერთად მურა ფერს იღებს.

რბილობი — მკვრივი, სიბერეში დარბილებული, თეთრი, კანქვეშ ხშირად ღია-ყვითელია, განსაკუთრებული სუნის გარეშე და მოტკბო გემოთი.

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები 7,5-10×6-8,5 მკმ, თითქმის მრგვალი.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

იზრდება ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ტყეებში. მიკორიზას ქმნის წიფელთან, იშვიათად ნაძვთან, მუხასთან, თხილთან,[4][5] ცაცხვთან და სხვ. უპირატესობას ანიჭებს კირიან ნიადაგს. იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად.

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას (აშშ), ჩრდილოეთ აფრიკასა (მაროკო) და ჩრდილოეთ აზიას (იაპონია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა).

სეზონი — ივლისიდან ოქტომბრამდე.[6] [7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 262, ISBN 978-9941-8-4547-5.
  2. Yagiz D, Afyon A, Konuk M, Helfer S (2006). "Contributions to the Macrofungi of Bolu and Düzce Provinces, Turkey" (PDF). Mycotaxon. 95: 331–34. Archived from the original (PDF) on 2011-05-21. Retrieved 2008-08-10.
  3. Persoon, Observationes mycologicae, Seu descriptiones tam novorum, quam notabilium fungorum (1796) vol. I:101 .
  4. Roger Phillips (2006). Mushrooms. Pan MacMillan. p. 19. ISBN 0-330-44237-6.
  5. Nilson S, Persson O (1977). Fungi of Northern Europe 2: Gill-Fungi. Penguin. p. 118. ISBN 0-14-063006-6.
  6. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 372-373, ISBN 3-405-11774-7
  7. Rose Marie și Sabine Maria Dähncke: „700 Pilze in Farbfotos”, Editura AT Verlag, Aarau - Stuttgart 1979 și 1980, p. 506, ISBN 3-85502-0450