ხრაშუნა სოკოები
ხრაშუნა სოკოები (ლათ. Russula) — ქუდიანი სოკოების გვარი. საქართველოში ცნობილია 40-ზე მეტი სახეობა. მათგან თითქმის ყველა იჭმება. უმრავლესობას კაშკაშა ფერი აქვს. იზრდებიან როგორც ფოთლოვან, ასევე წიწვოვან ტყეში და ქუდიან სოკოთა შორის ყველაზე ფართოდ არიან გავრცელებული. ხრაშუნა სოკოებს განეკუთვნება მტრედიო, ხახვილო, ღვინიო, წითლიო და სხვა.
ხრაშუნა სოკოები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბღავანა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Russula | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 507.