არომატული ხრაშუნა
არომატული ხრაშუნა (ლათ. Russula xerampelina) — სოკოს სახეობა. ქუდი — 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ — გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, ძაბრისებრი, ზოლიან-ბორცვებიანი კიდეებით, დასაწყისში ოდნავ ლორწოვანია, შემდეგ კი — მშრალი, სხვადასხვანაირადაა შეფერილი: მოღვინისფრო, წითელი, ყავისფერი, მომწვანო-მურა, მოშავო-მურა, ცენტრში უფრო მუქია, კანი ადვილად სძვრება. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ — ღია მოყვითალო, ხელით შეხებისას მუქდება.
არომატული ხრაშუნა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Russula xerampelina | |||||||||||||
|
იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყებეა საჭმელად ახალი და დამწნილებული.
არომატულ ხრაშუნას აქვს რამდენიმე სახესხვაობა, რომლებიც ერთმანეთისაგან შეფერილობით განირჩევიან.
ლიტერატურა
რედაქტირებანახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 206, ISBN 99940-856-1-1.