მამუკა ლორია (დ. 1 მარტი, 1955, თბილისი — გ. 27 იანვარი, 2021)[1]ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდოს „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატი.

მამუკა ლორია
დაბადების სახელი მამუკა ლორია
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1955 (1955-03-01) (69 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი, 2021 (65 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985-2021
მშობლები მამა: აბესალომ ლორია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ბანკის მოხელე (პ. ტრავერსი, „მერი პოპინსი“, რეჟისორი — ნ. ხატისკაცი), ჭიპი ჭიპურტანიძე (მ. ჯავახიშვილი „კვაჭი კვაჭანტირაძე“, რეჟისორი — ა. ვარსიმაშვილი), ლევანი (ი. სამსონაძე „ბედნიერი ბილეთი“, რეჟისორი — გ. ანთაძე), სტუმარი (ფ. გარსია ლორკა „სისხლიანი ქორწილი“, რეჟისორები — მ. სვირავა, ლ. წულაძე), პეტრე (მ. ჯავახიშვილი „მუსუსი“, რეჟისორი — გ. ჟორდანია), მეცამეტე (ა. ჩეხოვი „პალატა 16“, რეჟისორი — დ. ანდღულაძე), სოგრატი (დ. კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“, რეჟისორი — ა. ენუქიძე), ჯარისკაცი (შექსპირი „მაკბეტი“, რეჟისორი — რ. სტურუა), მოძღვარი (ხ. ლევინი „პირდაღებული“, რეჟისორი — დ. საყვარელიძე), მუნჯი (გრ. რობაქიძე „ლამარა“, რეჟისორი — რ. სტურუა), ჯეონკა (კ. გოცი „ქალი-გველი“, რეჟისორები — რ. სტურუა, დ. საყვარელიძე), შალვა (ბ. ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“, რეჟისორი — რ. სტურუა), ხელოსანი (დ. კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“, რეჟისორები — რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი), სარკიანი მსახური (ო. ჭილაძე „წათეს წითელი წაღები“, რეჟისორი — გ. ლორთქიფანიძე), პოლიციელი (ა. ნოტომი „მტრის ნიღაბი“, რეჟისორი — რ. სტურუა), კინა-ლოკო (ა. სულაკაური „სალამურა“, რეჟისორები — რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია), მცველი (ო. უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“, დამდგმელი რეჟისორი — რ. სტურუა, რეჟისორი — დ. მღებრიშვილი), მისანი (უილიამ შექსპირი „იულიუს კეისარი“, რეჟისორი — რობერტ სტურუა), მონაწილეა სპექტაკლისა „იაკობის სახარება“. გადაღებულია ფილმებში: „თოვლის ბაბუა“ (მ. ანთაძე, 1986, ნაცარქექია), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (თ. ფალავანდიშვილი, 1990), „თვინიერი“ (ს. ვარსიმაშვილი, 1991), „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად“ (მ. წურწუმია, 1992), „გარიგება“ (ზ. კოლელიშვილი, 1993), „დაბადების დღე“ (ვ. ვარაზი, 1994), „მორევი“ (რ. გიორგობიანი, 1996), „უნამუსო“ (გ. ხარებავა, 1977), „ძვირფასო მ.“ (ო. შამათავა, 2000), „ჯვართოსანი“ (ნ. გიუნაშვილი, 2008) და სხვ. რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისათვის „მაკბეტი“.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისათვის „მაკბეტი“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გარდაიცვალა მსახიობი მამუკა ლორია. პირველი არხი (27 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2021.