კოჭბაანისოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბოტკო, გორანა, იკლივგორანა, ოთარაანი, სასადილო, ხინჭები). ზღვის დონიდან 960 მეტრი, საგარეჯოდან 65 კილომეტრი.

სოფელი
კოჭბაანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი კოჭბაანი
კოორდინატები 41°53′15″ ჩ. გ. 45°07′42″ ა. გ. / 41.88750° ჩ. გ. 45.12833° ა. გ. / 41.88750; 45.12833
ცენტრის სიმაღლე 960
მოსახლეობა 132[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
კოჭბაანი — საქართველო
კოჭბაანი
კოჭბაანი — კახეთის მხარე
კოჭბაანი
კოჭბაანი — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
კოჭბაანი

ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ზაფხულში ლაშქრითურთ ივრის ხეობაში გამოუვლია. მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლისას მეფეს წყალი კოჭებამდე მისწვდენია. „მეფეს კოჭი დაებანაო“, - უთქვამთ და ადგილისათვის კოჭბაანი დაურქმევიათ.

სოფელში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში) მოწმობს, რომ აქ ადამიანი უკვე ბრინჯაოს ხანიდან სახლობდა.

კოჭბაანის მიდამოები, კერძოდ, იალნოს მთები, მოხსენიებულია ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში „ივანე კოტორაშვილის ამბავი“. მოთხრობის მიხედვით, ივანემ სწორედ იალნოს მთის ძირში, ციცაბო კლდის თავზე მდგომ კვირიკეს ეკლესიაში, კომბლით ამოხოცა დამალული ორმოცი ლეკი.

1976 წლიდან 1986 წლამდე აქ მოსახლე ფშაველების თაოსნობით, იმართებოდა სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“, ახალგაზრდების თაოსნობით კი - „ფშავ-ხევსურული ლექსის ზეიმი“.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 132 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 138 67 71
2014[1]   132 74 58

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II