კოჭბაანის სამაროვანი
კოჭბაანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანში. განეკუთვნება VI-VII და XIV საუკუნეს. ძეგლი 1965 წელს აღმოჩნდა შემთხვევით. დანგრეული სამარხების ერთ ჯგუფში დაფიქსირდა ბრინჯაოს და მინისთავებიანი ბრინჯაოს საკინძები. მეორე ჯგუფში — მინის სამაჯურები, მინის, ძვლის, ფიანსის და ქალცედინის მძივები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორბენაძე, ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 122.