ოთარაანი
ოთარაანი — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის თემი). მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, თბილისი-გომბორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 920 მეტრი, საგარეჯოდან 43 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ოთარაანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | კოჭბაანი |
კოორდინატები | 41°51′06″ ჩ. გ. 45°08′31″ ა. გ. / 41.85167° ჩ. გ. 45.14194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 920 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 19[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 89,5 % აზერბაიჯანელები 10,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სოფელში შემონახულია განვითარებული შუა საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა. აქედან ერთ-ერთი, ჩრდილოეთის ეკლესია, სწორკუთხედითაა დასრულებული; როგორც ჩანს, იგი თავდაპირველად სამსხვერპლოს დანიშნულებას ასრულებდა. ბაზილიკას დასავლეთ მხარეს ყრუ გარსშემოსავლელი აქვს.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 19 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 8 | 3 | 5 |
2014[1] | 19 | 9 | 10 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 505.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II