ადგილის დედა (კოჭბაანი)
კოჭბაანის ადგილის დედის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის ჩრდილოეთ-დასავლეთით, 800-900 მეტრის მოშორებით, ნასოფლარ ბოტკოს ტერიტორიაზე. მიეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, 9,5 მეტრი 6,8 მეტრზე, სამხრეთიდან და დასავლეთიფან ეკლესიას თითო მინაშენი ეკვრის, სამხრეთ მინაშენი თანამედროვეა და ძველ ეკლესიასთან წყობით არის დაკავშირებული. დასავლეთ მინაშენი კი გვიანდელია.
საშენ მასალად გამოყენებულია სრულიად დამუშავებული ნატეხი ქვა და რიყის ქვა. ეკლესიიის გარე პერამგისათვის უმთავრესად გამოყენებულია მოზრდილი ზომის, ნატეხი ქვები, რომელთა შორის დარჩენილი არეები დუღაბით არის ამოვსებული. იგივე მასალაა გამოყენებული შიგნითა კედლების ქვედა ნაწილების წყობაშიც. კედლის ზემოთა ნაწილებში კი მათ რიყის ქვა და წვრილი ნატეხი ქვა ენაცვლება. კედლების გული ქვის ნამტვრევებითა და დუღაბით შედგება. მოგვიანებით აღდგენილი ნაწილებიც მთლიანად ნატეხი ქვისაა.
ეკლესია ძალზედ დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარის უმეტესი ნაწილი. თითქმის მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ კედელი. გარედან ჩამოშლილია სამხრეთ კედლის საპირე წყობის ზედა ნაწილი. მთელს სიმაღლეზეა გაბზარული აღმოსავლეთ კედელი. ინტერიერში ყრია კამარის ნანგრევები და ჩრდილოეთ კედლის ჩამონგრეული ქვები. ასევე დანგრეულია ორივე მინაშენის გადახურვა და კედლების ნაწილი.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, ერთი სამხრეთიდან და ერთიც დასავლეთიდან. ორივე კარი როგორც გარედან, ისევე შიგნიდან თარაზულადაა გადახურული. მოგვიანებით დასავლეთ კარის სამხრეთ წირთხლზე კედელი მიუშენებიათა იგი იმდენად დაუპატარავეს მ ადამიანის გატევაც კი პრობლემური გახდა.
დარბაზი თითქმის კვადრატულია, სიგრძე 5,65 მეტრი, სიგანე 5 მეტრი. აღმოსავლეთით ეკლესიას ერთვის ნახევარ წრიული აფსიდი, რომლის ღერძზეც გაჭრილია მაღალი, გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელი. მისი გარეთა ღიობი მთლიანადაა განახლებული. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში ერთი მცირე ზომის, ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. ასევე მსგავსი ფორმის იყო კამარაც, რომლის სამხრეთ გვერდის დიდი ნაწილი კვლავ შემორჩენილია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში, კონქის თაღთან ახლოს თიხის ჭურჭელია ჩადგმული. კამარა ეყრდნობოდა საბჯენ თაღს, რომელიც გადაყვანილი იყო გრძივი კედლების შუაში მოწყობილ მარტივ პილასტრებზე.
საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო სარკმელი ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. სამხრეთ სარკმელი გადახურულია შეისრული თაღით. სარკმლის გარეთა გადახურვა და გვერდების ზედა ნაწილები ჩამოშლილია. ჩრდილოეთ სარკმლიდან მხოლოდ თაღია შემორჩენილი.
ეკლესიის განივი ფასადები მახვილი ფრონტონითაა დასრულებული, რაც ეკლესიის თავისებურების ნაწილია. აღმოსავლეთ ფრონტონის წვერთან მოთავსებულ, მომრგვალებული ფორმის ქვაზე ამოკაწრულია „აყვავებული“ და ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულება. ორივე ფრონტონის წვერს ლავგარდანი აქვს შერჩენილი. იგი ხუთსაფეხურიანია და აგებულია ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურებით გამოყვანილი რიგების მონაცვლეობით.
ეკლესია დაბურული ყოფილა კრამიტით. ინტერიერში აღმოჩნდა ბრტყელი, გვერდებდაკეცილი კრამიტი. რომელიც მხატვრულადაა გაფორმებული.
ეკლესიას გარშემოუყვება ნატეხი ქვით ნაშენი, მრუდხაზოვანი გალავანი, რომლისგანაც სამხრეთ და დასავლეთ ლედ;ებოს ნანგრევებია შემორჩენილი.
სამხრეთ მინაშენი
რედაქტირებასამხრეთ მინაშენი ეკლესიაზე გაცილებით მოკლეა. იგი უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, მინაშენის შიგნითა ზომებია, სიგრძე 3,55 მეტრი და სიგანე 2,41 მეტრი. გარეთა შესასვლელი, დასავლეთიდან, მიწითაა დაფარული. კარი ორივე მხრიდან თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთ კედლის შიაში შეისრულთაღოვანი სარკმელია. გარედან სარკმლის თაღი ნახევარწრიულია. შიგნიდან, არკმლის სამხრეთით, პატარა, ოთხკუთხა ნიშაა. მინაშენი შიგნიდან გადახურული იყო დამბრეცი კამარით, რომლის ნაწილი ეკლეიის სამხრეთ კედელზეა შემორჩენილი.
დასავლეთ მინაშენი
რედაქტირებადასავლეთ მინაშენი ეკლესიის დასავლეთ ფასადს მთელ სიგრძეზე გაუყვება. შესასვლელი მას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ორივე კარ გარედან მოზრდილი ქვითაა გადახურული. შიგნიდან კი ხის ძელით. მინაშენი ეკლესიასთან დაკავშირებულია ვიწრო, ძლიერი შემაღებული, შეისრული თაღით გადახურული გადასასვლელით. შიგნით მინაშენს ერთიანი კამარა ეხურა, რომელიც ეკლესიაზე მიშენებულ კედლებზე იყო დაყრდობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 117-119.