კოჭბაანის ეკლესია კვირია

კოჭბაანის ეკლესია კვირია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, სიგრძე 4,7 მეტრი, სიგანე 3,3 მეტრი. კედლების სიგრძე 0,85 მეტრი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ქვა არ არის შერჩული და წყობებიც უსისტემოა. შიგნით კედლების წყობაში შედარებით წვრილი ქვაა გამოყენებული. კელდების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით.

ჩამოშლილია შენობის სახურავის საფარი. დაწეულია შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე, რის გამოც აღმოსავლეთ კედლი მთლიან სიმაღლეზეა გახეთქილი დაბზარულია დასავლეთ და სამხრეთ კედლები. სამხრეთ კედლის საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია, მთლიანადაა ჩამოშლილი ლავგარდანი.

ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი შეისრული თაღითაა გადახურული. ღიობი შიგნიდან გადახურულია ხის ძელით.

ეკლესიის აფსიდა ნახევარწრიულია და დარბაზის გრძივი კედლებიდან გამოყოფილია მოკლე მხრებით, რომებსაც კონქი ეყრდნობა. აფსიდში გაჭრილია გარეთკენ შევიწროვებული სარკმელი, რომელიც მოზრდილი ქვითაა გადახურული და ოდნავ დახრილი რაფა აქვს. სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია, ქვემოთ კი ოთხკუთხა ტრაპეზის ნაშთია დარჩენილი.

შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა შესასვლელის წირთხლებზე და და თაღის ნაწილზე შემორჩენილია ნალესობის კვალი.

ფასადები დასრულებული იყო ნატეხი ქვებით გამოყვანილი ლავგარდინით. ამჟამად მისგან მხოლოდ ორი ქვაა შემორჩენილი. ორივე ჩრდილოეთ ფასადზეა, ერთმანეთის გვერდიგვერს.

ეკლესიას ფიქლის სახურავი ქონია.

ლიტერატურა

რედაქტირება