კოჭბაანის მეორე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოჭბაანის ეკლესია.

კოჭბაანის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის ზედა სასაფლაოზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ძეგლი მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, რომლისგანაც შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევარი და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე. სხვა დანარჩენი კედლები მთლიანადაა დანგრეული, ისე რომ გასუფთავების გარეშე მათი კვალი არც კი ჩანს, ასევე შომორჩენილია აფსიდის სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლი. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით 2013 წლამდე ეკლესიის აღმოსავლეთ და კედლის სამხრეთ ნახევარიც შემორჩენილი იყო, თუმცა მას იქვე მგომი ხე დაეცა და დაანგრია.

ეკლესიიის შემორჩენილი კედლები მოზრდილი ზომის და დამუშავებული ქვიშაქვის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით არის ნაგები. აღმოსავლეთ ფასადის წყობაში ქვიშაქვის ლოდიცაა ჩაყოლებული.

ლიტერატურა

რედაქტირება