კაინოზოური ჯგუფი
კაინოზოური ჯგუფი (ერა) (ბერძ. καινός (kainos) — ახალი და ζωή (zoe) — სიცოცხლე) — დედამიწის ქერქის შრეთა სტრატიგრაფიული სკალის ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფი, რომელიც შეესაბამება გეოლოგიური წელთაღრიცხვის უახლეს ერას და მოიცავს თანამედროვე ეპოქასაც. სახელი უწოდა ინგლისელმა გეოლოგმა ჯ. ფილიპმა 1841 წელს. იყოფა პალეოგენურ,ნეოგენურ და ანთრიპოგენურ (მეოთხეულ) სისტემებად (პერიოდებად). კაინოზოური ჯგუფის ხანგრძლივობა 60-70 მლნ. წელია. ამ დროის მანძილზე ჩანმოყალიბდა კონტინენტებისა და ოკეანეების განაწილების დღევანდელი სახე, ალპურ გეოსინკლინურ (ნაოჭა) სარტყელში წარმოიქმნა მთები, რასაც თან ახლდა გაძლიერებული ვულკანური მოქმედება.
კაინოზოური ერის დასაწყისში დედამიწის ჰავა დღევანდელთან შედარებით უფრო თბილი. შემდგომში, ხმელეთის ფართობის გაზრდისა და მთათა სისტემების წარმოქმნის შედეგად, ჰავა უფრო ცივი გახდა და ანთროპოგენში დაიწყო გამყინვარება. ფლორამ ნეოგენურ პერიოდში თითქმის თანამედროვე ხასიათი მიიღო კაინოზოური ერის დასაწყისისათვის ამოწყდა ქვეწარმავალთა ზოგიერთი ჯგუფი და განვითარება დაიწყო ხერხემლიანთა უმაღლესმა კლასმა - ძუძუმწოვრებმა, აგრეთვე ძვლიანმა თევზებმა, ფრინველებმა. ანთროპოგენური ორგანულმა სამყარომ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია - გაჩნდა ადამიანი.
სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა
რედაქტირებაჯგუფი (ერა) | სისტემა (პერიოდი) | სექცია (ეპოქა) | ≈ ასაკი (მლნ. წ. წ.) |
---|---|---|---|
კაინოზოური ჯგუფი | მეოთხეული სისტემა | ჰოლოცენი | დღეს–0,011784 |
პლეისტოცენი | 0,011784–1,8 | ||
ნეოგენი | პლიოცენი | 1,8–5,3 | |
მიოცენი | 5,3–23 | ||
პალეოგენური სისტემა | ოლიგოცენური | 23–33,9 | |
ეოცენი | 33,9–55,8 | ||
პალეოცენი | 55,8–65,5 | ||
მომდევნო | მომდევნო | მომდევნო | უფრო ძველი |
კაინოზოური ჯგუფში სასარგებლო წიაღიასეულიდან უმნიშვნელოვანესია ნავთობი და აირი, აგრეთვე მურა ნახშირი, მანგანუმი, ქვამარილი, კალიუმის მარილი, ბოქსიტები, ფოსფორიტები, საშენი მასალები და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
- სალუქვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 320.