ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
ნეოგენი მიოცენი აკვიტანიური უფრო ახალგაზრდა
პალეოგენი ოლიგოცენი ქატური 23,03–28,4
რუპელური 28,4–33,9
ეოცენი პრიაბონული 33,9–37,2
ბარტონული 37,2–40,4
ლუტეციური 40,4–48,6
იპრული 48,6–55,8
პალეოცენი თენეტური 55,8–58,7
ზელანდიური 58,7–61,1
დანიური 61,1–65,5
ცარცული ზემო ცარცული მაასტრიხტული უფრო ძველი
პალეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

ეოცენი (ძვ. ბერძნ. Ἠώς [Ēṓs] — „განთიადი“ და καινός [kainós] — „ახალი“) — დედამიწის გეოლოგიური ეპოქა, პალეოგენური პერიოდის მეორე ეპოქა თანამედროვე კაინოზოურ ერაში. დაიწყო დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ და დასრულდა 33.9 მილიონი წლის წინ.[2]

სახელწოდება „ეოცენი“ მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან. იგი მიღებულია სიტყვიდან „ეოსი“ (Ἠώς), რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში განთიადის ქალღმერთის სახელწოდებაა, და სიტყვიდან „კაინოს“ (καινός), რაც ნიშნავს „ახალს“. სახელწოდება აღნიშნავს ეოცენში ახალი ფაუნის „განთიადს“, ანუ აღმოცენებას.[3]

ისევე როგორც სხვა გეოლოგიურ ეპოქებში, მოვლენები, რომლებიც განსაზღვრავენ ეოცენის დასაწყისსა და დასასრულს, მკაფიოდ არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია მათი ზუსტი თარიღები. ეოცენის დასაწყისი განსაზღვრა ხანმოკლე კლიმატურმა პერიოდმა, რომლის დროსაც ატმოსფეროში ნახშირბადის 13C იზოტოპის კონცენტრაცია განსაკუთრებით დაბალი იყო, ხოლო საშუალო გლობალური ტემპერატურა 27°C-ს აღწევდა.[4] დასასრული აღნიშნა ეოცენ-ოლიგოცენური გადაშენებამ, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ციმბირის ტერიტორიაზე რამდენიმე დიდი ზომის ბოლიდის ჩამოვარდნასთან.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ICS Timescale Chart.
  2. See:
  3. „Eocene“. Online Etymology Dictionary.
  4. Burke, K. D.; Williams, J. W.; Chandler, M. A.; Haywood, A. M.; Lunt, D. J.; Otto-Bliesner, B. L. (2018). „Pliocene and Eocene provide best analogs for near-future climates“. Proceedings of the National Academy of Sciences. 115 (52): 13288–13293. Bibcode:2018PNAS..11513288B. doi:10.1073/pnas.1809600115. PMID 30530685.
  5. The extinction of the Hantkeninidae, a planktonic family of foraminifera became generally accepted as marking the Eocene-Oligocene boundary; in 1998 Massignano in Umbria, central Italy, was designated the Global Boundary Stratotype Section and Point (GSSP).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეოცენი“-დან