ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეოსი (ძვ. ბერძნ. Ἠώς Ēṓs) — განთიადის ქალღმერთი და ტიტანიდა ბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც ყოველდღე თავისი სახლიდან ამოდიოდა ოკეანოსთან.

ეოსი

ეოსი, ეველინ დე მორგანი (1895)
განთიადის ქალღმერთი
მითოლოგია: ძველბერძნული
ბერძნული წარწერა: Ἠώς, Ēṓs
სხვა კულტურებში: Ushas, ავრორა და Ēostre
სქესი: მდედრობითი
გავლენის სფერო: გარიჟრაჟი
წარმოშობის ქვეყანა: ძველი საბერძნეთი
მამა: ჰიპერიონი
დედა: თეია
და-ძმა: ჰელიოსი და სელენე
მეუღლე: Astraeus, Cephalus და Tithonus
შვილები: ანემოი და ასტრაეა
მსგავსი არსებები: ავრორა
ატრიბუტები: დიადემა, ვარდი, ცხენი, მანტია
გამოსახულებები

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება „ეოსი“, მიღებულია სიტყვიდან „აემი“, რაც ნიშნავს ქროლას. მეცნიერთა განმარტებით კი „ვარდისფერთითებიანი“ (როდოდაქტილოს) მომდინარეობს იქიდან, რომ საბერძნეთსა და მცირე აზიაში გამთენიისას აღმართულია ფერად სხივთა სვეტები, რომლებიც ხუთი სხივოსანი თითის იერსახეს ქმნიან. რომაელების წარმოდგენით კი ეოსს ზაფრანისფერი სამოსი აცვია და მიაგელვებს ეტლს თავისი ძმის, ჰელიოსის წინ. სავარაუდოა, რომ ეოსის რომაული ორეული ავრორა ნაწარმოებია სიტყვებისგან „აურაჰორა“. ჰომეროსის მიხედვით ეოსი არის განთიადის, საერთო განათების, მაგრამ არა მთელი დღის ქალღმერთი. მოგვიანებით, ტრაგიკოსებთან ხდება მისი გაიგივება ჰემარასთან — დღის ქალღმერთთან, რომელიც ჰესიოდეს მიხედვით ნიქსის (ღამის) და ერებოსის (წყვდიადის) ასულია.

ეოსის მშობლებისა და წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მით განსხვავებული ამბავს გვიყვება. ზოგ მითში მისი ძმაა ჰელიოსი, და კი სელენემთვარის ქალღმერთი. მზისჰელიოსის და ღამის — ნიქსის, ან ტიტან ჰიპერიონის და ტიტანიდა თეიას, ან ეოსფორის (ფოსფორის), ფრთოსანი ასული.

მითოლოგია

რედაქტირება

ოქროსტახტიანი ეოსი ოკეანის აღმოსავლეთით ცხოვრობს. სატრფიალო თავგადასავალთა ქსელშია გახვეული, მაგრამ საკმაო დროს პოულობს, რომ ყოველ დილით ადამიანებს გათენება აუწყოს. ორცხენშებმული ეტლით ან თეთრფაფარიანი მზის რაშით ჩაიქროლებს ცის ტატნობზე და თავისი ძმის — ჰელიოსის მობრძანებას აუწყებს ქვეყნებს. მის გამოჩენაზე ყველა ვარსკვლავი ირევა და ქრება, მხოლოდ ცის ვარსკვლავი ესალმება ქალღმერთს.

განთიადის ქალღმერთი

რედაქტირება

ლეგენდის მიხედვით, განთიადის ქალღმერთი ეოსი თითქმის ყოველთვის იყო აღწერილი ვარდისფერი თითებით ან ვარდისფერი მკლავებით, რადგან იგი ხსნიდა ზეცის კარიბჭეს იმისთვის, რომ მზე ამოსულიყო. [1] ჰომეროსის გადმოცემით, მისი ზაფრანის ფერის სამოსი არის შემკული ან ნაქსოვი ყვავილებით; [2] ვარდისფერი თითებით და ოქროსფერი ხელებით, იგი გამოსახულია ძველ-ბერძნულ ვაზებზე, როგორც მშვენიერი ქალი, შემკული ტიარით ან დიადემით და ფრინველის დიდი, თეთრი, ბუმბულის ფრთებით. ეოსი ვარსკვლავიერი ნიავის ქროლაზე იღვიძებს და უკავშირდება ვარსკვლავ-კაცს — ასტეროსს, შობს მისგან ქარებს — არგესტესს, ზეფიროსს, ბორეასსა და ნოტსს, აგრეთვე ჰეოსფოროსს და სხვა ვარსკვლავებს.

სასიყვარულო ურთიერთობები და შვილები

რედაქტირება

უცნაურია, მაგრამ ნაზ ეოსს ადარებდნენ ქარიშხლიან მტაცებელ ჰარპიებს, მათ მსგავსად აცდუნებს და მოულოდნელად იტაცებს ადამიანებს, რათა მათი ბედნიერებით თვითონ ისარგებლოს. ასე შეაცდიანა მეფე ლაომედონტის ძე, ჭაბუკი ტითონი, იგი საყვარლად გაიხადა, ხოლო შემდეგ მერე ზევსს შეევედრა, მისი ქმრისთვის უკვდავება მიენიჭებინა. ზევსმა მას თხოვნა აუსრულა, მაგრამ ეოსს დაავიწყდა, რომ მისთვის მარადიული სიჭაბუკეც ეთხოვა. ტითონი ცოცხლობდა, მაგრამ დაბეჩდა, ძვლები გამოეფიტა, სისხლი გაუშრა და ხმა გაუქრა — მითი მოგვაგონებს სიჭაბუკის ფასს, რაც მრავალს ავიწყდება და ბოროტად იყენებს ენერგიას. საბოლოოდ ეოსმა იგი ჭრიჭინად აქცია. აფროდიტემ ეოსი მტკიცე სიყვარულით და დაუოკებელი ვნებით დასაჯა, რადგან ეოსი დაწვა აფროდიტეს საყვარელ — არესთან. [3] სამაგიეროდ არესიც ეჭვიანობდა აფროდიტეზე და იქცა ტახად, რომელმაც დაგლიჯა ადონისი. [4]

ტითონთან ეოსს ეყოლა ემათიონი და მემნონი, [5]ეთიოპთა ბუმბერაზი მეფე, რომელიც ტროელებს მიეშველა და აქილევსი მოკლა. ეოსი ყოველ დილით დასტირის გმირ შვილს, ცრემლი ბალახზე ეცემა და ნამის სახის გვევლინება. ასევე ეოსმა შეაცდინა ორიონი, მატიოსის ძე კლეიტოსი და ჰიმეტოსის მთის რჩეული ვაჟკაცი, ატიკელი კეფალე, პროკრიდას ქმარი.

ეოსის კულტის არსებობა დადასტურებული არ არის, ან საერთოდ არც არსებობს, და ეს საოცარია ქვეყანაში, სადაც ყოველი ნათელი და გამოჩენილი გმირის კულტი არსებობდა.

ხელოვნებაში გამოხატავენ ჩირაღდნოსან მშვენიერ ქალად, ან ეტლში მჯდომარეს. შესანიშნავია გვიდო რენის „ეოსი“ — რომის ერთ-ერთი სასახლის პლაფონი (პალაცო როსპილიოზი, დაახლოებით 1614 წელი). წითელფიგურიან ანტიკურ ლარნაკზე კეფალეს მისდევს (ძვ. წ. 440, დრეზდენი). ავგუსტის ქანდაკის რელიეფზე გამოსახულია ჰელიოსი, ეოსი, ურანოსი, დილის ნამი (ვატიკანი). V საუკუნიდან ხატავენ უფრთოს, თავზე მზის დისკოთი. ცნობილია ტიეოპოლის ფრესკა, აგრეთვე ოვოიდოსის გადმოცემით, არსებობდა მისთვის მიძღვნილი ორი სალოცავი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 170-171, თბ., 1983
  1. Nonnus: "Eos had just shaken off the wing of carefree sleep (Hypnos) and opened the gates of sunrise, leaving the lightbringing couch of Kephalos." (Dionysiaca 27. 1f, in A.L. Rouse's translation).
  2. Odyssey vi:48 etc
  3. Pseudo-Apollodorus, Bibliotheca 1.4.4
  4. Homer, Odyssey 15.249 ff
  5. Hesiod, Theogony 984ff