გეოლოგიური ეპოქა
გეოლოგიური ეპოქა — დედამიწისა და მისი ორგანული სამყაროს ბუნებრივი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი. ეპოქა წარმოადგენს გეოლოგიური პერიოდის ნაწილს და იყოფა საუკუნეებად. ეპოქის განმავლობაში წარმოქმნილი ქანები ერთიანდება სექციაში. ეპოქების აბსოლუტური ხანგრძლივობა სხვადასხვაა: პალეოზოური ერის დასაწყისში დაახლოებით 30 მლნ. წელს უდრის, მეზოზოურ ერაში — 10-20, პალეოგენსა და ნეოგენში — 10 მლნ. წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 171.