ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
ნეოგენი მიოცენი აკვიტანიური უფრო ახალგაზრდა
პალეოგენი ოლიგოცენი ქატური 23,03–28,4
რუპელური 28,4–33,9
ეოცენი პრიაბონული 33,9–37,2
ბარტონული 37,2–40,4
ლუტეციური 40,4–48,6
იპრული 48,6–55,8
პალეოცენი თენეტური 55,8–58,7
ზელანდიური 58,7–61,1
დანიური 61,1–65,5
ცარცული ზემო ცარცული მაასტრიხტული უფრო ძველი
პალეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

პალეოცენი (ძვ. ბერძნ. παλαιός [palaiós] — „ძველი“ და ეოცენი, პალეოცენის მომდევნო ეპოქა) — დედამიწის გეოლოგიური ეპოქა, პალეოგენური პერიოდის პირველი ეპოქა კაინოზოურ ერაში. დაიწყო დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ და დასრულდა 56 მილიონი წლის წინ.[2]

ეპოქა მოიცავს დედამიწის ისტორიაში მომხდარ ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. პირველ რიგში აღსანიშნია ცარცულ-პალეოგენური გადაშენება, ვულკანიზმით (Deccan Traps) ან მეტეორის შეჯახებით გამოწვეული მოვლენა, რომელმაც პალეოცენის დასაწყისი განსაზღვრა და სახეობათა 75% გაანადგურა, მათ შორის არამფრინავი დინოზავრების უმეტესობა. ეპოქის დასასრული კი აღნიშნა პალეოცენ-ეოცენის თერმულმა მაქსიმუმმა (PETM). ამ კლიმატური მოვლენის დროს ატმოსფეროსა და ოკეანებში დაახლოებით 2500–4500 გიგატონა ნახშირბადი გამოიყო, რამაც მსოფლიო ტემპერატურისა და ოკეანის მჟავიანობის მკვეთრი მატება განაპირობა.[3] [4]

პალეოცენში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კონტინენტები კვლავ დაკავშირებული იყო სახმელეთო ხიდებით, ხოლო სამხრეთი ამერიკა, ანტარქტიდა და ავსტრალია ჯერ კიდევ არ იყო მთლიანად გამოყოფილი სხვა კონტინენტებისგან.

ცარცულ-პალეოგენურმა გადაშენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პლანეტის ფლორა და ფაუნა. აქამდე ფართოდ გამრავლებული სახეობების უმეტესობა გაქრა, მათი ადგილი კი ახალმა სახეობებმა დაიკავა. საშუალო მსოფლიო ტემპერატურამ 24–25°C-ს მიაღწია, პოლუსებზე გაქრა მუდმივი ყინულოვანი საფარველი. არსებულ ტყეებში ფლორის მრავალფეროვნებამ საგრძნობლად იკლო, ტყის ბინადრები იყვნენ პატარა სახეობები, რომლებიც სწრაფად ვითარდებოდნენ და ითვისებდნენ ახლად დაცარიელებულ დედამიწას. სწორედ პალეოცენში დაიწყეს ძუძუმწოვრებმა სწრაფად განვითარება და ხმელეთზე გაბატონება, ღია ოკეანებსა და რიფებში კი სხივფარფლიანი თევზები დომინირებდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ICS Timescale Chart.
  2. International Chronostratigraphic Chart. International Commission on Stratigraphy (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 30, 2014. ციტირების თარიღი: 29 April 2015.
  3. http://www.cugb.edu.cn/uploadCms/file/20600/20131028144132060.pdf
  4. Fortey, Richard (1999). Life: A natural history of the first four billion years of life on Earth. Vintage, გვ. 238–260. ISBN 978-0-375-70261-7. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პალეოცენი“-დან