გეოლოგიური ერა
გეოლოგიური ერა — დედამიწისა და მისი ორგანული სამყაროს ბუნებრივი განვითარების ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი. ერა წარმოადგენს გეოქრონოლოგიური სკალის ყველაზე დიდ ერთეულს, ერა დაყოფილია პერიოდებად. დროის ამ მონაკვეთში წარმოქმნილი ქანები ერთიანდება ჯგუფში. სულ გამოყოფილია 5 ერა: არქეული, პროტეროზოური, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური. ერების აბსოლუტური ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ყველაზე დიდია არქეული და პროტეროზოური ერები რომელთა საერთო ხანგრძლივობა 1,5 მლრდ. წელს აღემატება. სამი უკანასკნელი ერის ხანგრძლივობა შესაბამისად 325; 208; 67 მლნ. წელია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 171.