ფანეროზოური ეონი
ფანეროზოური ეონი, ფანეროზოური დრო (ბერძ. phaneros — აშკარა და zoe — სიცოცხლე) — დედამიწისა და მისი ორგანული სამყაროს განვითარების დროის უდიდესი მონაკვეთი (ეონი), რომელიც მოიცავს პალეოზოურ, მეზოზოურ და კაინოზოურ ერებს. დაიწყო 570 მლნ. წლის წინათ. გამოყო ამერიკელმა გეოლოგმა ჯ. ჩედუიკმა 1930 წელს, რომელმაც დედამიწის მთელი გეოლოგიის ისტორია გაყო კრიპტოზოურ (კამბრიულისწინა დრო) და ფანეროზოურ ეონებად. შესაბამის ეონში წარმოქმნილი ქანების ერთობლიობას ეწოდა კრიპტოზოური ეონიტემა (კამბრიულისწინა წყებები) და ფანეროზოური ეონოტემა.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 218.