კავასიტები (ბერძ. Καβασίτες) — ბერძნულ-ლაზური წარმოშობის არისტოკრატიული საგვარეულო ტრაპიზონის იმპერიაში; ხალდიის (მესოხალდია) პროვინციიდან.[1]

XIV საუკუნეში კავასიტების საგვარეულო ტრაპიზონის იმპერიაში ერთ-ერთ უმდიდრეს მემამულეებად ითვლებოდნენ. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ იმპერიაში არსებულ შიდა სამოქალაქო დაპირსიპირებებში, თანამშრომლობდნენ სხვა ფეოდალურ საგვარეულოებთან, როგორებიც იყვნენ: სქოლარები, დორანიტები, კომახიტები, მიზიმატები და ჭანიხიტები. მათი აქტიურობა მიზნად ისახავდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდას და იმპერიის მაშტაბით სოციო-პოლიტიკური ბალანსის ჩამოყალიბებას. 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ, კავასიტები ყოფილი იმპერატორის ოჯახის წევრებთან და ტრაპიზონის სხვა არისტოკრატიული საგვარეულოების წარმოამდგენლებთან ერთად კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, სადაც ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მა (მმართ. 1444–1481) მათ სერესში მამულები უბოძა.

ისტორია რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ კავასიტები იმპერატორის წინააღმდეგ ხშირ აჯანყებებს აწყობდნენ, ისინი იმპერიის საზღვრების მთავარი დამცველის როლში გვევლინებიან და მას თურქმანი თუ სხვა საგარეო მტრებისგან თავგანწირულად იცავენ. 1355 წელს ხალდიის დუქსი, იოანე კავასიტი ხერიანას ათავისუფლებს თურქმანებისგან. კიდევ ერთი იოანე კავასიტი, დიდი დუქსი და ყოფილი დიდი ლოგარიასტესი, რომელიც მიხეილ დიდი კომნენოსის (მმართ. 1341, 1344–1349) მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა, მიხეილ ჭანიხიტთან ერთად გენუელების წინააღმდეგ კაფასთან საზღვაო შეტაკებაში იღუპება.

კავასიტები ფართოდ იყვნენ ჩართული ტრაპიზონის სამოქალაქო ომში, რომელიც ირინა პალეოლოგოსის (მმართ. 1340–1341) მმართველობის პერიოდში დაიწყო. ტრაპიზონური არისტოკრატია, ამ პერიოდში ორ ჯგუფად არი წარმოდგენილი: სქოლარები, რომლებიც ლოიალურები იყვნენ კონსტანტინოპოლის მიმართ და ამიძანტარები. ამ ვითარებაში 1340 წელს, კავასიტების ოჯახი მიზიმატებთან, დორანიტებთან და კომახიტებთან ერთად სქოლარებს მიემხრო და დედოფალ ირინა პალეოლოგოს წინააღმდეგ აჯანყებას შეუერთდა. ისინი წმ. ევგენიოსის მონასტერში გამაგრდნენ, რომელიც აჯანყებულების ცენტრად გადაიქცა. საიმპერატორო ჯარებმა აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს და მეამბოხეები ლიმნიის ციხეში დაატყვევეს. წყაროში ნახსენებია ლეონ კავასიტი და დიდი დუქსი იოანე კავასიტი, თუმცა მათი როლი და ბედი ამ აჯანყებაში უცნობია. არაფერია ცნობილი ასევე მათ შესახებ ანა ანახუტლუს (მმართ. 1341–1342) დამხობასთან დაკავშირებით, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ანას მოწინააღმდეგე, მიხეილ დიდი კომნენოს. წმ. ევგენიოსის მონასტერში დამარცხების შემდეგ, საგვარეულოს სახელი პოლიტიკურ ასპარეზზე სწორედ მიხეილის ტახტზე ასვლის შემდეგ ბრუნდებიან. როგორც ჩანს ისინი დაუპირისპირდნენ მიხეილის წინამორბედს, იოანე კომნენოს (მმართ. 1342–1344). როდესაც მიხიელი ტახტზე დაბრუნდა, მან სხვა საგვარეულოებთან ერთად კავასიტების საგვარეულოც დააწინაურა. ლეონ კავასიტმა მეგას დომესტიკოსის თანამდებობა, ხოლო დიდმა დუქსმა, იოანე კავასიტმა დიდი ლოგარიასტესის თანამდებობა მიიღო. 1345 წლის ნოემბერში, იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, ლეონ კავასიტი და სხცა ფეოდალები, მათ შორის ნიკიტა სქოლარი იმპერატორის ბრძანებით დაატყვევეს.

ალექსი III-ის (მმართ. 1349–1390) მმართველობის პერიოდში, კავასიტების საგვარეულო აგრძელებს იმპერიის პოლიტიკაში პროტაგონისტურ საქმიანობას. 1341 წლის იანვარს, პროტოვესტარიოსი ლეონ კავასიტი ალექსის წინააღმდეგ ახალ შეთქმულებაში ჩაერთო, თუმცა ის მალევე დაატყვევეს და მის თანამდებობაზე იმპერატორმა დიდი სტრატოპედარხი თეოდორე დორანიტი (პილელისი) დანიშნა. კიდევ ერთი წარუმატებელი შეთქმულება, რომელიც ორგანიზებული იყო კავასიტებისა[2] და გიორგი სქოლარის მიერ, 1363 წლის 27 ოქტომბერს,[3] კატაბატოსში, მდინარე წმ. გრიგოლის სანაპიროზე იმპერატორის მოკვლას ისახავდა მიზნად. ამ შემთხვევის შემდეგ კავასიტები დაატყვევეს, სხოლარი ამისოსში გაიქცა, ხოლო მიტროპოლიტი ნეფონი, როგორც შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე სუმელას მონასტერში გამოკეტეს.

მე-15 საუკუნეში, ალექსი IV კომნენოსის (მმართ. 1417–1429) მმართველობის პერიოდში, კავასიტების სახლი და სქოლარები მონაწილეობდნენ იყვნენ იმპერატორის მკვლელობაში. როდესაც მისმა შვილმა იოანე კომნენოსმა, შემდგომში ცნობილი როგორც იოანე IV (მმართ. 1429–1460), გადაწყვიტა მამის ტახტიდან ჩამოგდება, მას მხარი კავასიტებმა და სქოლარების ჯგუფმა დაუჭირა. იოანეს სურვილი იმპერატორის დატყვევება იყო, თუმცა არქონტებმა, გადააჭარბეს მათ მოვალეობებს და ტრაპიზონთან ახლოს, ახანტისთან საბრძოლველად გამაგრებული ალექსი IV მოკლეს. იოანემ იმპერატორად კურთხევის შემდეგ, გადაწყვიტა მამის მკვლელები სამაგალითოდ დაესაჯა. წყაროები არაფერს ამბობს თუ კავასიტების საგვარეულოს რომელი წევრი/წევრები მონაწილეობდნენ ალექსის მკლველობაში, ასევე უცნობია მათი ბედი.

1458 წელს, იოანე IV-ის სიკვდილის შემდეგ, კავასიტების საგვარეულო მხარს უჭერდა დავით კომნენოსს (მმართ. 1460–1461), როგორც ტახტის დაკავების მცდელობის პროცესში, ასევე მისი მმართველობის ბოლო წლებამდე, იქამდე სანამ იმპერიას 1461 წელს ოსმალები დაიპყრობდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Γεωργιάδης, Θ. (ed.), Εγκυκλοπαίδεια του Ποντιακού Ελληνισμού. Ο Πόντος. Ιστορία, Λαογραφία και Πολιτισμός 1 (Thessaloniki 1991), p. 171.
  2. Trapp. E. – Beyer, H. – Leontiades, I. (eds), Prosopographisches Lexikon der Palaiologenzeit 5 (Vienna 1981), s.v. “Καβαζίτης Λέων”, p. 2, nr. 10011.
  3. A. Bryer dates the assassination attempt of the emperor on October 26th, 1363; see Bryer, A. – Winfield, D., The Byzantine Monuments and Topography of the Pontos I (Dumbarton Oaks Studies 20, Washington D.C. 1985), p. 327.