დორანიტები
დორანიტები (ბერძ. Δωρανίτης) — ბერძნულ-ლაზური წარმოშობის არისტოკრატიული საგვარეულო ტრაპიზონის იმპერიაში; ხალდიის (მესოხალდია) პროვინციიდან, კერძოდ დრეიონადან (კობატა).
მე-14 საუკუნეებში დორანიტების საგვარეულო ტრაპიზონის იმპერიაში ერთ-ერთ უმდიდრეს მემამულეებად ითვლებოდნენ. ამ გვარის წარმომადგენლები დაწინაურდნენ, როგორც საიმპერატორო კარზე ასევე საეკლესიო იერარქიებში. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ იმპერიაში არსებულ შიდა სამოქალაქო დაპირსიპირებებში, თანამშრომლობდნენ სხვა ფეოდალურ საგვარეულოებთან, როგორებიც იყვნენ: სქოლარები, კავასიტები, კომახიტები, მიზომატები და ჭანიხიტები. მათი აქტიურობა მიზნად ისახავდა პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდას და იმპერიის მასშტაბით სოციო-პოლიტიკური ბალანსის ჩამოყალიბებას.[1] მე-15 საუკუნეში დორანიტების შესახებ ცნობები ძალზედ მწირეა, 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ კი ისინი წყაროებში აღარ ჩანან.
ისტორია
რედაქტირებადორანიტები ფართოდ იყვნენ ჩართული ტრაპიზონის სამოქალაქო ომებში, რომელიც ირინა პალეოლოგოსის (მმართ. 1340–1341) მმართველობის პერიოდში დაიწყო. ტრაპიზონური არისტოკრატია, ამ პერიოდში ორ ჯგუფად არი წარმოდგენილი: სქოლარები, რომლებიც ლოიალურები იყვნენ კონსტანტინოპოლის მიმართ და ამიძანტარების ჯგუფი. ამ ვითარებაში 1340 წელს, დორანიტების ოჯახი მიზომატებთან, კავასიტებთან და კომახიტებთან ერთად სქოლარებს მიემხრო და დედოფალ ირინა პალეოლოგოს წინააღმდეგ აჯანყებას შეუერთდა. ისინი წმ. ევგენიოსის მონასტერში გამაგრდნენ, რომელიც აჯანყებულების ცენტრად გადაიქცა. საიმპერატორო ჯარებმა აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს და მეამბოხეები ლიმნიის ციხეში დაატყვევეს. დორანიტების შესახებ არაფერი ისმის ირინა პალეოლოგოსის დამხობადე, რის შემდეგაც ლაზური არისტოკრატიის მეშვეობით და საქართველოს სამეფოს მხარდაჭერით ტახტზე ანა ანახუტლუ (მმართ. 1341–1342) ავიდა, რომელმაც სავარაუდოდ დორანიტები ტყვეობიდან გაანთავისუფლა. ანას მმართველობის პერიოდში ძალზედ დაწინარუდა ამიძანტარების ჯგუფი, რამაც სქოლარების ჯგუფს აჯანყებისაკენ უბიძგა. დიდი ფეოდალები, მათ შორის დორანიტები სქოლარებს მიემხრო. აჯანყებას სათავეში მიხეილ დიდი კომნენოსი ჩაუდგა. 1341 წლის, 30 ივლისს მიხეილ კომნენოსი, ბიზანტიის იმპერიის მხარდაჭერით, ვენეციელთა ფლოტის მეშვეობით და ტრაპიზონის იმპერიის ერთგულ ფეოდალთა ნაწილის დახმარებით ტრაპიზონში ჩამოვიდა. ფეოდალებმა და საეკლესიო იერარქებმა ის იმპერატორად აკურთხეს, თუმცა მეორე დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ანას მომხრეებმა შეძლეს მიხეილის შეპყრობა და მისი უნიეს ციხესიმაგრეში დატყვევება. ნიკიტა სქოლარი, კონსტანტინე დორანიტი, ძმები გრიგორი და მიხეილ მიზომატი და სხვები, ვენეციური ხომალდების მეშვეობით კონსტანტინოპოლში გაიხიზნენ, სადაც ისინი მიხეილის შვილს, იოანე კომნენოს დაუკავშირდნენ და მას ტრაპიზონის იმპერიის ტახტი შესთავაზეს, რაზეც ის დათანხმდა. 1342 წლის სექტემბერს, იოანე და მისი მომხრეები გენუელების ფლოტის მეშვეობით ტრაპიზონში ჩამოვიდნენ. მათ სასტიკი ბრძოლის შემდეგ აიღეს დედაქალაქი. იმპერატორი ანა ტყვედ ჩაიგდეს, შემდეგ კი გაგუდეს. ტრაპიზონის იმპერიის ტახტი იოანე III-მ დაიკავა. სქოლარების კლანი ძალზედ დაწინაურდა, იმპერატორის დახმარებით მათ სასტიკად გაუსწორდნენ მოწინააღმდეგე ფეოდალთა ჯგუფს, მათ შორის ლაზურ არისტოკრატიას და ამიძანტარების ჯგუფს. დორანიტები ფეოდალების იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ყოფილი იმპერატორის მიხეილის ერთგული აღმოჩდნენ. ფეოდალების ერთმა ნაწილმა მიხეილი ციხიდან გაანთავისუფლეს და ის იმპერატორად აირჩიეს. მადლიერების ნიშნად დორანიტები იმპერატორისაგან წყალობით სარგებლოდბენ, კონსტანტინე დორანიტი იმპერის პროტოვესტარიოსი გახდა, ხოლო მისმა შვილმა — იოანემ კი პინკერნესის წოდება მიიღო.
ალექსი III-ის (მმართ. 1349–1390) მმართველობის დროს, დორანიტების პოლიტიკური ძალაუფლება ძალზედ შესუსტდა. ალექსის არ გააჩნდა საკმარისი ბერკეტები რათა იმპერიაში ფეოდალთა შორის არსებული დაპირისპირება აღმოეფხვრა. ის რამდენიმე ფეოდალურ საგვარეულოებს დაუკავშირდა, ხოლო ურჩი ფეოდალები კი სიტუაციიდან გამომდინარე დაატყვევა. ამ პოლიტიკის შედეგად, 1350 წელს,[2] კონსტიატნე დორანიტი და მისი ძმა, მეგას სტრატოპედარხი, თეოდორე დორანიტი (პილელისი) ტყვეობაში აღმოჩნდნენ. პატიომრობა დიდხანს არ გაგრძელდა. როგორც ჩანს მათი ურთიერთობა იმპერატორთან გაუმჯობესების გზას დაადგა, რასაც მოწმობს, 1351 წელს თეოდორე დორანიტის პროტოვესტარიოსად დანიშვნა,[3] იმავე წელს კონსტანტინე დორანიტი ლიმნიის კეფალატიკეონად არის მოხსენიებული. მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა, იმავე წელს დორანიტები იმპერატორ ალექსის წინააღმდეგ შეთქმულებაში ჩაებნენ. თეოდორე დორანიტმა, შვილთან და მის სიძე ქსენიტესთან ერთად, კოულას ციხე დაიკავა, რომელიც ტრაპიზონის აკროპოლისი იყო. კონსტანტინე დორანიტი კი ლიმნიაში გამაგრდა. იმპერატორის მომხრეებმა აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს. მეამბოხეები კენხრინას ციხეში გამოკეტეს, სადაც თეოდორე და საგვარეულოს სხვა წევრები სიკვდილით დასაჯეს.
1371 წელს იმპერატორმა ალექსი III-მ დორანიტების მიმართ გულისხმიერება გამოიჩინა და გასცა ოქროს ბულა, რის მიხედვითაც გიორგი დორანიტს მემკვიდრეობითი უფლებით ხორობა გადასცა, ეს დასახლება დორანიტებს ჯერ კიდევ გიორგის მამას იმპერატორმა ბასილ კომნენოსმა (მმართ. 1332–1340) დაუმტკიცა. ოქროს ბულაში გიორგი მოიხსენიება, როგორც ოიკეიოსი, რაც იმპერატორთან დაახლოებულ პირს ნიშნავს. მას ასევე გადაეცა ამიძანტარიოს წოდება (უმაღლესი სამხედრო ჩინი). ამავდროულად ვაზელონის მონასტრის სულთა მატიანე მას მოიხსენიებს როგორც კრიტეს (მსაჯულს) და „დიდი ეკლესიის“ მეგას ოიკამენოსს. გიორგი დორანიტის საიმპერატორო კარზე დაწინაურება მიგვანიშნებს, ამ საგვარეულოს მიმართ იმპერატორის მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და მათ რეპუტაციაზე: როგორც ჩანს დორანიტებს ეპატიათ იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებები, დაუბრუნდათ მამულები და აღიდგინეს დაკარგული ძალაუფლება, როგორც პოლიტიკურ ასევე საეკლესიო სფეროში. დორანიტების ერთგულება ტრაპიზონის იმპერატორების მიმართ ოსმალების მიერ იმპერიის დაპყრობამდე გაგრძელდა, რასაც ასევე მოწმობს იოანე დორანიტის თანამდებობა, რომელსაც 1433 წლებში, იოანე IV-ის (მმართ. 1429–1458) მმართველობის პერიოდში, პროტოპაპასის წოდება ეკავა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Encyclopaedia of the Hellenic World დაარქივებული 2017-11-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ See Λυμπερόπουλος, B., O Βυζαντινός Πόντος. H αυτοκρατορία της Τραπεζούντας (Athens 1999), p. 138.
- ↑ Bryer, A., “The Estates of the Empire of Trebizond. Evidence for their resources, products, agriculture, ownership and location”, Αρχείον Πόντου 35 (1979), pp. 370-477 [reprinted in Bryer, A., The empire of Trebizond and the Pontos (Variorum Reprints Collected Studies, London 1980)]. F. Bredenkamp places the arrest of members of the Doranites family in June 1351· see. Bredenkamp, F., “The Doranites family of the 14th century Byzantine Empire of Trebizond”, Βυζαντιακά 19 (1999), p. 246.
- ↑ Λυμπερόπουλος, B., O Βυζαντινός Πόντος. H αυτοκρατορία της Τραπεζούντας (Athens 1999), p. 165.