ტრაპიზონის სამოქალაქო ომი ან სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაში — 1340–1349 წლებში არსებული კონფლიქტთა სერია, ტრაპიზონის იმპერიის სამეფო ტახტისთვის. ტრაპიზონის სამოქალაქო ომში რამდენიმე ფრაქცია ჩამოყალიბდა: პირველი იყო დედოფალი ირინა პალეოლოგოსი, რომელსაც ამიძანტარების კლანი და ბიზანტიის იმპერატორი, ანდრონიკე III უჭერდა მხარს; მოწინააღმდეგეთა პარტიას წარმოადგენდა ადგილობრივი არქონტები (ერისთავები), სებასტოს ჭანიხიტის მეთაურობით, რომელიც ასევე სქოლარების საიმპერატორო გვარდიას მხედართმთავრობდა; მესამე პარტიას წარმოადგენდა ანა დიდი კომნენოსი, რომელიც ლაზი არისტოკრატიის მხარდაჭერით სარგებლობდა.[1]

სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაში
THE EMPIRE OF TREBIZOND (1300).svg
ტრაპიზონის იმპერიის საზღვრები 1300-იან წლებში.
თარიღი 1340-1349
მდებარეობა ქალაქი ტრაპიზონი და ლაზიის თემი
შედეგი ალექსი III დიდი კომნენოსი-ს იმპერატორად კურთხევა
მხარეები
ამიძანტარები
(ლაზური პარტია)
სქოლარები
(ბერძნული პარტია)
მეთაურები
ირინა პალეოლოგოსი
ანა დიდი კომნენოსი
იოანე III კომნენოსი
მიხეილ კომნენოსი

ისტორიარედაქტირება

ბასილის სიკვდილირედაქტირება

1340 წლის 6 აპრილს, ბასილი დიდი კომნენოსის სიკვდილის შემდეგ, იმპერიის მმართველობა ხელში ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკე III-ის (1328–1341) არაკანონიერმა შვილმა, ირინა პალეოლოგოსმა ჩაიგდო ხელში. ირინა პალეოლოგოსი ბასილის კანონიერი ცოლი, ეჭვმიტანილი იყო იმპერატორ ბასილის მკვლელობაში.[2] როგორც ჩანს, ის წინასწარ ემზადებოდა ამგვარი მოვლენების განვითარებისთვის და მისი ერთგული პარტიის მეშვეობით მალევე იმპერატორად ეკურთხა. ის მისი მომხრე ამიძანტარების და სხვა ცნობილი არისტოკრატების მეშვეობით შეეცადა იმპერიაში ძალაუფლების კონსოლიდაციას. ამიძანტარების დაწინაურებამ სქოლარების უკმაყოფილობა გამოიწვია, რომელსაც დიდი ხნის უთანხმოება აკავშირებდა ამიძანტარების ჯგუფთან. ორივე მხარე ცდილობდა იმპერატორისთვის საკუთარი პოლიტიკურ-სოციალური შეხედულებები მოეხვია თავს.[3] საბოლოოდ სქოლარების კლანი აუჯანყდა იმპერატორს. სქოლარებს მიზომატები, დორანიტები, კავასიტები და იმპერიის სხვა ცნობილი საგვარეულოები შეუერთდა. სწორედ ამგვარ ვითარებში იმპერატორის მხარი დაიკავა ამიძანტარების საგვარეულომ.

 
შუასაუკუნოვანი ტრაპიზონის დაგეგმარება

აჯანყებულებს წარმოადგენდა ადგილობრივი არქონტები, სებაბასტოს და მეგას სტრატოპედარხის ჭანიხიტის მეთაურობით, რომლებიც საკუთარ თავს ადგილობრივი უფლებების მცველებს უწოდებდნენ, მათვის მიუღებელი იყო ახალი დედოფალი ირინა, რომელსაც ეს უკანასკნელები აღიქვამდნენ როგორც კონსტანტინოპოლელ დამპყრობელს — თავიდან აჯანყებულები წმ, ევგენიოს მონასტერში გამაგრდნენ, რომელიც თანდათან მთავარ ციხესიმაგრედ გადაიქცა. ამავე დროს, იმპერატორმა ამიძანტარების მეშვეობით კონტროლი ქალაქის ნავსადგურსა და ციტადელზე დაამყარა. აჯანყება საბოლოოდ 1340 წლის 2 ივლისს დასრულდა, როდესაც ლიმნიის მეგადუქსი იოანე ევნუხი, მანუელ II-ის მკვლელი, იმპერატორის დასახმარებლად კონსტანტინოპოლიდან ტრაპზონში ჩამოვიდა. ის საიმპერიო არმიას შეუერთდა და ერთობლივი ძალებით ცეცხლში გახვიეს ევგენიოსის მონასტერი. სქოლარები დამარცხნენ, მათი ლიდერები მაშივნე დაატყვევეს და ლიმნიის ციხეში გაგზავნეს, მომდევნო წელს ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

ნათელი გახდა, რომ ქმრის გარეშე, რომელიც საიმპერატორო გვირგვინს დაიკავებდა, ირინა ვეღარ შეძლებდა პოზიციების დიდი ხნით შენარჩუნებას; ამ მოტივით ირინა ცოლად გაყვა მისი იმპერიის ერთ-ერთ მეგას დომესტიკოსს. ამის შემდეგ ის შეუდგა მისი მოწინააღმდეგეების შეპყრობას. სწორედ ეს მოვლენა გახდა მიზეზი მისი ძველი მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებმაც თავის დროზე შეძლეს ევგენიოსის კატასტროფისთვის თავი დაეღწიათ, ხელში აეღოთ იარაღი და იმპერია ახალ დაპირისპირებაში გაეხვიათ.

ანა კომნენოსირედაქტირება

კიდევ ერთი ქალი, რომელმაც ტრაპიზონის სამეფო ტახტზე გამოთქვა პრეტენზია, უფრო უკეთესი ლეგიტიმაციით ვიდრე ირინა, იმპერატორი ალექსი II-ის უფროსი ქალიშვილი ანა კომნენოსი იყო, რომელიც აქამდე საზოგადოებისგან გარიყული ცხოვრობდა. ოპოზიციამ შეძლო დაერწმუნებინა ის, რომ თავი დაეღწია სამონასტრო სამოსს და გაქცეულიყო ლაზიაში, სადაც ის იმპერატორად აკურთხეს. 1341 წლის 17 ივლისს, ადგილობრივი ლაზი მეომრებისა და საქართველოს მონარქის გიორგი V-ის (1314–1346) მეშვეობით, დედოფალმა ანამ ტრიუმფით აიღო ტრაპიზონი. ერთი მხრივ ამიძანტარების და მეორე მხრივ ლაზთა და ჭანთა მიერ და ასევე ტრაპიზონის იმპერიის პროვინციელ მოსახლეთა სურვილით ის დედაქალაქში იმპერატორად აკურთხეს.[4] ამიძანტარების მიერ ძალაუფლების გამყარებამ, სქოლარები და სხვა მისი მოწინააღმდეგე ოჯახები ძლიერ შეაშფოთა და ისინი უკვე ახალი იმპერატორის დამხობისთვის ემზადებოდნენ.

1341 წლის 30 ივლისს მიხეილ დიდი კომნენოსი, იოანე II დიდი კომნენოსის მეორე შვილი, ბიზანტიის იმპერატორ იოანე VI კანტაკუზენის მხარდაჭერით, კაპიტან-გენერალ ნიკეტას სქოლარისა და გრიგორი მიზომატთან ერთად, ბიზანტიის სამხედრო ფლოტით, კონსტანტინოპილიდან ტრაპიზონის იმპერიაში ჩავიდა. მიზანი ყოფილი იმპერატორის, ირინას ცოლად მოყვანა და მისი მეშვეობით იმპერიის ტახტის ხელში ჩაგდება იყო.[5] ტრაპიზონელმა წარჩინებულებმა და მეტროპოლიტმა აკაკიომ მიხეილს ზეიმით შეეგებნენ, ახალმა იმპერატორმა ერთგულების ფიცი არისტოკრატიბისა და იმპერიის ზოგიერთი მოხელისგან მიიღო. რის შემდეგ ისინი უკვე მიხიეილის საიმპერატორო სასახლეში კორონაციისთვის ემზადებოდნენ. გამთენიისას კი ყვეალფერი რადიკალურად შეიცვალა, ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში ემზადებოდნენ კონსტანტინოპოლიდან ახლად ჩამოსული ავანტიურისტების გეგმების აღსაკვეთავად. მათ შეძლეს მიხეილის შეპყრობა და მისი უნიეს ციხესიმაგრეში გაგზავნა. ლაზებმა ბიზანტიური ფლოტები დაატყვევეს და სამი დღის შემდეგ ირინა ფრანკების ფლოტით კონსტანტინოპოლში გაგზავნეს. ლაზური არისტოკრატია მთელს იმპერიაში უკვე ერთადერთ ძალას წარმოადგენდნენ და იმპერატორი ანას მეშვეობით ისინი უკვე იმპერიის მართველობაშიც იღებდნენ მონაწილეობას.

იოანე III დიდირედაქტირება

ნიკეტასმა სქოლარების და ბერძნული პარტიის მხედართმთავარმა, რომელიც ბიზანტიასთან ალიანს განიხილავდა როგორც საიმედო გარანტს ტრაპიზონის სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა მოწინააღმდეგეების დამარცხება. ნიკეტას სქოლარმა, კონსტანტინე დორანიტმა, ძმებმა გრიგორი და მიხეილ მიზომატმა და სხვებმა, ვენეციური ფლოტის მეშვეობით კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ, სადაც ისინი იოანე კომნენოს, ყოფილი იმპერატორის მიხეილის შვილს, შეხვდნენ და მას ტრაპიზონის იმპერიის ტახტი შესთავაზეს, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ექსპედიცია ბიზანტიის იმპერიის ყოველგვარი ღია მხარდაჭერის გარეშე განხორციელდა. მათ დაიქირავეს გენუელების ფლოტი და მათ მეშვეობით ტრაპიზონში დაბრუნდნენ. 1342 წლის სექტემბერს ისინი ჩავიდნენ ტრაპიზონში. სასტიკი ბრძოლების შემდეგ, აიღეს დედაქალაქი. იმპერატორი ანა სასახლეში ტყვედ ჩაიგდეს და მის სასარგებლოდ მომავალში შესაძლო ყოველგვარი აჯანყებებისგან თაის დასაზღვევად, ადგილზე გაგუდეს. იოანე III დიდი კომნენოსი 1342 წლის 4 სექტემბერს ტრაპიზონში ჩამოვიდა, სადაც ის ქრისოკეფალოსის ეკლესიაში იმპერატორად აკურთხეს. სქოლარების კლანმა, რომელიც იოანეს თავიდანვე უჭერდა მხარს, ეს მოვლენა სათავისოდ გამოიყენა. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე ლაზი არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ამიძანტარების ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი სიკვდილით დასაჯეს.

მიხეილ დიდი კომნენოსირედაქტირება

არისტოკრატები რომლებმაც იოანე III ტახტზე დასვეს, მის მიმართ უკმაყოფილებას იჩენდნენ. ნიკეტასმა მიხეილი ლიმნიის ციხიდან გაათავისუფლა და 1344 წლის მაისში ის ტახტზე დასვეს, ხოლო იოანე წმინდა საბას მონასტერში გაგზავნა. მადლობის ნიშნად მიხეილმა ნიკეტასს მეგას დუქსის ტიტული უბოძა.

ახალმა იმპერატორმა შიდა პოლიტიკური დაპისიპირების აღმოფხვრის მიზნით ხელისუფლების რეორგანიზაცია სცადა. იმპერიაში არსებული ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფრაქცია, რომელიც მოწინააღმდეგე ლაზების და ბერძნებისაგან შედგებოდა, აქტიურად ცდილობდა ახალი მთავრობის ადმინისტრაციაში ადგილის დაკავებას, რაც მცირე ადგილობრივ კონფლიქტებს ახალისებდა. მიხეილმა ორივე პარტიას ჩამოართვა ძალაუფლება და ძალაუფლების გაიმყარებისთანავე სიკვდილით დასაჯა ყველაზე გამოჩენილი ლაზი პარტიის წევრები, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ბერძენულმა პარტიამ შეიტანა, რომლებმაც საბოლოოდ მოახერხეს იმპერიის ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობების ხელში ჩაგდება.

სქოლარები ტრაპიზონელი მოსახლეობაში არაპოპულარობით სარგებლობდა, რამაც დედაქალაქის და ლაზი მოქალაქეების აჯანყება გამოიწვია. მათ არ სურდათ თავნება არისტოკრატების მართველობის ქვეშ ცხოვრება და მხოლოდ ლეგიტიმური იმპერატორის მართველობას აღიარებდნენ. 1345 წელს იმპერატორმა მიხეილმა, ნიკეტასი და მის მომხრე გრიგორი მიზომატი დაატყვევა და მათი პარტიის სხვა წევრებიც ციხეში გამოამწყვდია. ხნიერმა იმპერატორმა ნიკეტასი ისევ გაათავისულფა და 1349 წლის დეკემბერს თანამდებობაზეც აღადგინა. 22 დეკემბერს, ნიკეტასი იმპერატორის იმპერატორიის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტზე იოანე, ბასილის ძე აიყვანა, რომელიც ალექსი III-ის სახელწოდებით ავიდა ტახტზე.

სქოლიორედაქტირება

  1. (ინგლისური)Zehiroglu, Ahmet M. ; "Trabzon Imparatorlugu" 2016 (ISBN 978-605-4567-52-2) ; pp.159-210
  2. (ინგლისური)Miller, W., Trebizond. The Last Greek Empire (London 1926), p. 46.
  3. (ბერძნული)Λυμπερόπουλος, B., O Bυζαντινός Πόντος. H αυτοκρατορία της Tραπεζούντας (Αθήνα 1999), p. 138.
  4. (ინგლისური)On the historical background of the Laz and the Tzan, see Bryer, A., “Some notes on the Laz and the Tzan (1) (2)”, in Bryer, A., People and Settlement in Anatolia and the Caucasus, 800-1900 (VR, London 1988), pp. 161-168 (=1), 174-195 (=2). They were native inhabitants of the northeastern Pontos, descending from the Colchians and the Macrones. They used to meddle in the political affairs of the Empire of Trebizond.
  5. (ინგლისური)In 1341, Michael Grand Komnenos started from Constantinople as the future husband of Eirene Palaiologina, according to the diplomatic plan of John VI Kantakouzenos. Before he reached Trebizond, the revolt instigated by Anna Anachoutlou, which ended in the forced resignation of Eirene and the ascension of Anna to the throne, had already broken out. See Χρύσανθος, μητροπολίτης Τραπεζούντος (Chrysanthos of Trebizond), "Η Εκκλησία της Τραπεζούντος" Αρχείον Πόντου 4-5, (1933), pp. 241-242.

ლიტერატურარედაქტირება