ლიმნია (ბერძ. τα Λιμνία), აგრეთვე ცნობილი როგორც ლიმანიტრაპიზონის იმპერიის უკიდურეს დასავლეთში არსებული ადმინისტრაციული ერთეული. მოიცავდა შავი ზღვის სამხრეთ ზღვისპირეთს, მდინარე ირისის (იეშილ-ირმაქი) შესართავთან არსებულ მომიჯნავე ტერიტორიას. XII-XIII საუკუნეენბში ლიმნია ტრაპიზონის იმპერიის საყრდენ ტერიტორიას წარმოადგენდა, რომელიც თექვსმეტ საიმპერატორო ციხესიმაგრეს მოიცავდა.[1] 1297 წელს ლიმნიაში ტრაპიზონის იმპერატორი იოან II დაიღუპა.[2] XIV საუკუნის ბოლოს ლიმნია თურქ-სელჩუკების[3] ხელში გადავიდა და ის უკანასკნელად 1580 წელს ორტელიუსის რუკაზე ფიქსირდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bryer, "Greeks and Türkmens: The Pontic Exception", Dumbarton Oaks Papers, 29 (1975), p. 128
  2. ყაუხჩიშვილი, ს., მიქელ პანარეტოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 171.
  3. Bryer, "Greeks and Türkmens", p. 129