იოანე ევნუხი იოანე საჭურისი (ბერძ. Ιωάννης Ευνούχος) — მაღალი თანამდებობის პირი ტრაპიზონის იმპერიაში, რომელიც მე-14 საუკუნის შუა ხანებში მოღვაწეობდა. მისი წარმომავლობა გაურკვეველია, ცნობილია რომ ის არ იყო არისტოკრატიული ოჯახის წევრი. იოანე ტრაპიზონის სამხედრო ოლქის, ვანდის, მეთაური იყო, დუქსის ტიტულს ატარებდა და ლიმნია ეკავა, მასვე ებარა იმპერიის ფლოტი[1]. იოანე ტრაპიზონის იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და პრობიზანტიურ ორიენტაციით გამოირჩეოდა. 1333 წელს მან მახვილით მოკლა მცირეწლოვანი იმპერატორი მანუელ II. იოანე საჭურისი ტრაპიზონის სამოქალაქო ომში გამოდოდა ირინა პალეოლოგოსის მხარეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონის ქრონიკა“ XIV საუკუნე
  • Radic, Radivoj (2003). „John Eunuch“. Encyclopaedia of the Hellenic World, Asia Minor. Foundation of the Hellenic World.
  1. Ιστορία του Ελληνικού έθνους, τομ. Θ’ (Αθήνα 1980), p. 330 (E. Ahweiler – Glykatzi)