მანუელ II (ტრაპიზონი)
მანუელ II დიდი კომნენოსი (ბერძ. Μανουήλ Β΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1323/1324 – გ. 21 თებერვალი, 1333) — ტრაპიზონის იმპერიის მეთერთმეტე იმპერატორი 1332 წელს , კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ანდრონიკე III-ისა და მისი საყვარლის შვილი.
მანუელ II დიდი კომნენოსი | |
---|---|
Μανουήλ Β΄ Μέγας Κομνηνός | |
ტრაპიზონის 11-ე იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 იანვარი, 1332 |
მმართ. დასასრული: | აგვისტო, 1332 |
წინამორბედი: | ანდრონიკე III |
მემკვიდრე: | ბასილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1323/1324 |
გარდ. თარიღი: | 21 თებერვალი, 1333 |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | ანდრონიკე III |
მმართველობა
რედაქტირებამანუელის რვათვიანი მმართველობის პერიოდში იმპერიას თავს დაესხა ხალიბიის ემირი ბაირამ-ბეგი. ემირის არმიამ მოახერხა ღრმად შესულიყო იმპერიის ტერიტორიაზე, მაგრამ იმპერატორის არმიის შეტევის შედეგად უკან დაიხია. მიუხედავად მანუელის ამ წარმატებისა, მისი მმართველობა მაინც არამტკიცე იყო. პრობიზანტიურმა პარტიამ კონსტანტინოპოლიდან ქვეყანაში სასწრაფოდ დააბრუნა მანუელის ბიძა ბასილი. 1332 წლის აგვისტოში მანუელის მმართველობა დაემხო, თავად იმპერატორი დაატუსაღეს, ხოლო 1333 წლის წარუმატებელი აჯანყების მხარდაჭერისათვის იგი სიკვდილით დასაჯეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991