მიხეილი (ტრაპიზონი)

მიხეილ დიდი კომნენოსი (ბერძ. Μιχαήλ Μέγας Κομνηνός; დ. 1285 – გ. 1355 წლის შემდეგ) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 13441349 წლებში.

მიხეილ დიდი კომნენოსი
Μιχαήλ Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
მმართ. წლები: 1344
მმართ. დასასრული: 1349
წინამორბედი: იოანე III
მემკვიდრე: ალექსი III
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1285
გარდ. თარიღი: 1355 წლის შემდეგ
მამა: იოანე II
დედა: ევდოკია პალეოლოგოსი

მიხეილ კომნენოსი იყო ტრაპიზონის იმპერატორ იოანე II-ისა და ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ VIII-ის ქალიშვილ ევდოკია პალეოლოგოსის უმცროსი შვილი. 1297 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ ევდოკია დაბრუნდა კონსტანტინოპოლში მიხეილთან ერთად. კონსტანტინოპოლში მიხეილ კომნენოსი დაქორწინდა გიორგი აკროპოლიტის შვილიშვილზე.

1341 წლის 30 ივლისს მიხეილი ტრაპიზონური არისტოკრატიის მოთხოვნით ტრაპიზონის სამოქალაქო ომში ჩაერთო და ბიზანტიის იმპერატორ იოანე VI კანტაკუზენის მხარდაჭერით, კონსტანტინოპილიდან ტრაპიზონის იმპერიაში ჩავიდა. ტრაპიზონელმა წარჩინებულებმა და მეტროპოლიტმა აკაკიომ მიხეილს ზეიმით შეეგებნენ, სადაც მან ერთგულების ფიცი არისტოკრატებისა და იმპერიის ზოგიერთი მოხელისგან მიიღო. რის შემდეგ ისინი საიმპერატორო სასახლეში კორონაციისთვის ემზადებოდნენ. გამთენიისას კი ყვეალფერი რადიკალურად შეიცვალა, ანა ხუტლუს მომხრეებმა მიხეილი და მისი მომხრეები დაატყვევეს.

ანა კომნენოსი 1342 წელს ტახტიდან ჩამოაგდო მიხეილის შვილმა იოანე III-მ, რომელიც სუსტი მმართველი აღმოჩნდა. მან არანაირ ზომებს არ მიმართა მამის გასათავისუფლებლად. 1344 წელს ნიკეტას სქოლარესმა ციხიდან გაათავისუფლა მიხეილ დიდი კომნენოსი და მასთან ერთად დაბრუნდა ტრაპიზონში. იოანე III გამოკეტეს წმინდა საბას მონასტერში და ტახტზე ადის მიხეილ კომნენოსი.

1349 წლის 13 დეკემბერს ნიკეტას სქოლარესმა ტახტიდან ჩამოაგდო მიხეილი და სამეფო ჩააბარა ბასილის შვილს, რომელიც ტახტზე ადის ალექსი III-ის სახელით. მიხეილი წმინდა საბას მონასტერში განამწესეს. 1351 წელს კი კონსტანტინოპოლში გააგზავნეს. 1355 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იოანე V-მ გაათავისუფლა და ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით ტრაპიზონში დაბრუნდა, თუმცა უშედეგოდ და კვლავ ბიზანტიის დედაქალაქში გაბრუნდა. მის შესახებ ამის შემდეგ აღარაფერია ცნობილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება