ტრაპიზონის ალყა (1461)

ტრაპიზონის ალყა
ბიზანტია-ოსმალეთის ომების ნაწილი

ტრაპიზონის დაგეგმარება.
თარიღი

14 სექტემბერიდან - 1461 წლის 15 აგვისტომდე

[1]
მდებარეობა ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია
შედეგი ოსმალეთა გამარჯვება და ტრაპიზონის იმპერიის დაცემა.
მხარეები
ტრაპიზონის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
დავით კომნენოსი მეჰმედ II
ველი მაჰმუდ-ფაშა
ძალები
უცნობია 60,000 მხედარი
80,000 ქვეითი
200 გალერა
10 საბრძოლო ხომალდი[2]

ტრაპიზონის ალყაოსმალთა იმპერიის სულთან მეჰმედ II-ის მეთაურობით, ტრაპიზონის იმპერიის წინააღმდეგ გამართული ექსპედიციის ფარგლებში, ამავე სახელით ცნობილი იმპერიის დედაქალაქ ტრაპიზონის ალყაში მოქცევა და შედეგად ტრაპიზონის იმპერიის დაცემა. ალყა რომელიც 1460 წლის 14 სექტემბერიდან - 1461 წლის 15 აგვისტომდე გრძელდებოდა,[1] ნაწილი იყო ოსმალეთის იმპერიის ვრცელი დაპყრობითი კამპანიისა, რომელიც კოორდინირებული თუ დამოუკიდებელი პატარ-პატარა სახმელეთო და საზღვაო მანევრირებებისაგან შესდგებოდა. ტრაპიზონელი მმართველები იმედებს ქრისტიან მოკავშირეებზე ამყარებდა, რომლებსაც დახმარება უნდა აღმოეჩინათ მათვის, იმ შემთხვევაში თუ ოსმალეთი ოდესმე შეეცდებოდა ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობას, თუმცა მსგავსი ფაქტის წინაშე დამდგარ იმპერატორ დავით კომნენოს, დახმარება არავისგან არ მიუღია.

ოსმალთა იმპერიის სახმელეთო კამპანია, რომელიც თავდაპირველად მიზნად სინოპის სამთავროს დაპყრობას ისახავდა ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ეს ლაშქრობა გაუდაბურებული მთების გადალახვით, სხვადასხვა ოპონენტებთან რამდენიმე მცირე შეტაკებებით და ქალაქ ტრაპიზონის ალყით დასრულდა. ოსმალთა ლაშქარი კარგად გამაგრებულ ქალაქს ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც იქამდე ბლოკავდნენ, სანამ იმპერატორი დავით კომნენოსი არ დასთანხმდა ქალაქ ტრაპიზონის დათმობას შემდეგ პირობებზე: მისი მცირე სამფლობელოს სანაცვლოდ, დავითი მიიღებდა ვრცელ სამფლობელოებს ოსმალეთის იმპერიის სხვა მხარეში, სადაც მისი ოჯახი და სასახლის წევრები მშვიდად იცხოვრებდნენ. ტრაპიზონელი მოქალაქეებისთვის ეს შეთანხმება საბედისწერო აღმოჩნდა, სულთანმა ტრაპიზონის მოსახლეობა სამ ჯგუფად დაჰყო; შედეგად ერთი ნაწილი კონსტანტინოპოლში გადაასახლეს, მეორე ჯგუფი სულთნის მონებად გამოცხადდა, ხოლო უკანასკნელ ჯგუფს ნება მიეცა მშვიდად ეცხოვრათ ტრაპიზონის მიდამოებში, თუმცა არა ქალაქის კედლებს შიგნით.

  1. 1.0 1.1 This is the date determined by Franz Babinger, "La date de la prise de Trébizonde par les Turcs (1461)", Revue des études byzantines, 7 (1949), pp. 205-207 doi:10.3406/rebyz.1949.1014
  2. John Freely, The Grand Turk: Sultan Mehmed II, Conqueror of Constantinople and Master of an Empire (New York: Overlook Press, 2009), p. 67