ამისოსი (Amisos) — ძველი ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, თანამედროვე სამსუნის მახლობლად. დააარსეს ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში იონიელმა ბერძნებმა. არქეოლოგიურად შეუსწავლელია. შემთხვევით და არქეოლოგიური დაზვერვებით მოპოვებული მასალები ინახება სტამბოლისა და დასავლეთ ევროპის მუზეუმებში. მითრიდატე VI ევპატორის დროს ამისოსი პონტოს სამეფოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო და ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. დასავლეთ საქართველოში (ვანში) ხშირად პოულობენ ამისოსში მოჭრილ მონეტებს. ბიზანტიელებმა VIII საუკუნეში ამისოსის რაიონს ქალდიის თემი უწოდეს, რადგან იქ ხალდები (ქალდები) ანუ ხალიბები სახლობდნენ. ეს ტერიტორის სხვა მეზობელ რაიონებთან ერთად XIII საუკუნის დამდეგს შევიდა ტრაპიზონის იმპერიაში. თურქეთის ადმინისტრაციული დანაწილების მიხედვით, ყოფილი ტრაპიზონის იმპერიის დასავლეთ რაიონს ეწოდა ჭანიკე (იქ მოსახლე ჭანების გამო). შემდეგში ამ ტერიტორიას თურქებმა სამსუნი უწოდეს.

ლიტერატურა

რედაქტირება