ფეოდოსია (უკრ. Феодосія) — ქალაქი უკრაინაში, შავი ზღვის სანაპიროზე. მდებარეობს ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე, სიმფეროპოლიდან 116 კმ. ნავსადგური, რკინიგზის სადგური. 2001 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 97,721 ადამიანი. ივანე აივაზოვსკის სახელობის სურათების გალერეა.

ქალაქი
ფეოდოსია
უკრ. Феодосія
რუს. Феодосия
THEODOSIA 01.jpg
დროშა გერბი
Feodosia city flag.gif Feodosia city COA2016.gif

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
კოორდინატები 45°02′56″ ჩ. გ. 35°22′45″ ა. გ. / 45.04889° ჩ. გ. 35.37917° ა. გ. / 45.04889; 35.37917
პირველი ხსენება 355 BCE
ფართობი 35.2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 50
ოფიციალური ენა ყირიმელი თათრების ენა, უკრაინული ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 97,721 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 298100–298175
ოფიციალური საიტი https://feo.rk.gov.ru/ru/index და http://www.kerchrada.gov.ua
ფეოდოსია — უკრაინა
ფეოდოსია

დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის 80-იანი წლებიდან ბოსფორის სახელმწიფოს შემადგენლობაშია. ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში გაანადგურეს ჰუნებმა, VI საუკუნის დასასრულს დაიმორჩილეს ხაზარებმა, XIII საუკუნის დამდეგს — მონღოლებმა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში გენუელებმა ფეოდოსიაში დააარსეს სავაჭრო დასახლება კაფა. XV საუკუნიდან ყირიმის სახანოს ტერიტორიაზე მონათვაჭრობის მსხვილი ცენტრია. 1783 წელს ყირიმის მთელ ტერიტორიასთან ერთად შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა ჯარების მიერ. გაათავისუფლა საბჭოთა არმიამ 1944 წლის 13 აპრილს. ქალაქი დაჯილდოებულია სამამულო ომის I ხარისხის ორდენით (1982).

კლიმატურ-ბალნეოლოგიური, ტალახით სამკურნალო კურორტია. იცის თბილი ზაფხული და რბილი ზამთარი. ნალექები 360 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალება: ზღვაში ბანაობა, ქლორიდულ-სულფატურ-ნატრიუმიანი მინერალური სასმელი წყალი („ფეოდოსია“), აჯიგოლის ტბის შლამის ტალახი. სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის ორგანოთა, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი; წყალტალახსამკურნალო, დასასვენებელი სახლები, წვრილქვიშიანი პლაჟი.

ლიტერატურარედაქტირება