ბოსფორის სახელმწიფო ან კიმერიელთა და ბოსფორელთა სამეფო (ბერძ. Βασίλειον τοῦ Κιμμερικοῦ Βοσπόρου, Basileion tou Kimmerikou Bosporou) აგრეთვე ტავრიდა — ანტიკური მონათმფლობელური სახელმწიფო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. წარმოიქმნა ძვ. წ. V საუკუნის 80-იან წლებში ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულებზე არსებული ბერძნული კოლონია-პოლისების გაერთიანების შედეგად, რაც ნაკარნახევი იყო, მათი საერთო სავაჭრო-ეკონომიკური (ხორბლეულის ექსპორტი) და სამხედრო-თავდაცვითი (ირგვლივ მცხოვრები ტომების თავდასხმათა მოგერიება). გაერთიანების მოთავე იყო ქალაქი პანტიკაპეონი (ახლანდელი ქერჩი), რომელიც ბოსფორის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა.[1] ეს იყო პირვლი რეალური შემთხვევა, როდესაც ბერძნებმა შეძლეს ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის მქონე, კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში პოლიტიკური შეღწევა და იქ ერთგვარი ბერძნულ-ნომადური კულტურის ჩამოყალიბება. ამ პერიოდიდან ეწოდა ყირიმს შავი ზღვის ციტადელი, რადგან რეგიონის მდებარეობა საშუალებას აძლევდა მის მმართვლებს ფაქტობრივად მთლიანად ეკონტროლებინათ ყველა საზღვაო გზა, რომლითაც შავიზღვისპირეთის კოლონიები, ბერძნები და მცირე აზიელი ტომების ნაწილი სარგებლობდნენ. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს ბოსფორის სამეფო დაიპყრო პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორმა, რითაც დაასრულდა სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ძვ.წ. 63 - ახ.წ 370 წწ.ში კი ბოსფორი რომის იმპერიის მოკავშირე და მეგობარ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის მმართველებიც ატარებდნენ გარკვეულ ავტონომიურ ნიშნებს რომის იმპერიის პროტექტორატის ქვეშ.

კიმერია ბოსფორის სამეფო
ტავრიდა

 

ძვ.წ. 438–ახ.წ. 370
 

 

დედაქალაქი პანტიკაპეონი
უდიდესი ქალაქები ნიმფეონი, თეოდოსია, ტანაისი, კირკეონი, ქერსონესი, ჰემონასა. ფანაგორია
ენები ბერძნული

სკვითური

რელიგია ბერძნული პოლითეიზმი

ნომადური კულტები

მთავრობა მონარქია
ბასილევსი
 -  ძვ.წ. 438-433 სპარტოკ I
 -  ძვ.წ. 433-389 სატირუს I
 -  ძვ.წ. 389-349 ლეუკონ I
 -  ძვ.წ. 349-311 პერსიდეს I
 -  ძვ.წ. 304-284 სპარტოკ III
 -  ძვ.წ. 284-245 პერსიდეს II
 -  ძვ.წ. 240-220 ლეუკონ II
 -  ძვ.წ. 125-108 პერსიდეს V
ისტორიული ერა ანტიკური ეპოქა
 -  შეიქმნა ძვ.წ. 438
 -  დამოუკიდებელი სამეფო ძვ.წ. 480-108
 -  პონტოს მმართველობა ძვ.წ. 108-63
 -  რომის მმართველობა ძვ.წ/ 63- ახ.წ. 370
 -  გოთების შემოსევა ახ.წ. 235-270
 -  გაუქმდა ახ.წ. 370
ვალუტა დრაქმა
დღეს ამ ტერიტორიაზე უკრაინა

რუსეთის ფედერაცია

ბოსფორის სამეფოს ძირითადი შემოსავალი მონების, ხორბალის და თევზის ექსპორტი იყო, მოგვიანებით კი მას დაემატა სკვითური ოქროს ნაკეთობები. ვაჭრობის სწრაფმა ზრდამ, ხელი შეუწყო სამეფოს ელიტური კლასის კეთილდღეობას, რაც გამოიხატა დიდ სიმდიდრესა და ქალაქების სწრაფ აღორძინებაში. ეს ყველაფერი ნათლად ჩანს ბოსფორის მეფეების სამეფო ყორღანებში, რომლებიც მიმოფანტულია ყირიმს სამხრეთ ტერიტორიებზე. სამარხებში მრავლადაა ნაპოვნი სკვითური ტიპის ოქროს სამკაულები, ძვირფასი ქვები, ოქროს ვაზები ათენელი ოსტატებისგან, ტერაკოტა შორეული ქვეყნებიდან, აბრეშუმის ქსოვილების ნაშთები და ბარელიეფური სტილით გაკეთებული უზარმაზარი ოქროს ქანდაკებები.

ადრეული ბერძნული კოლონიებირედაქტირება

რეგიონში არსებული ბერძნული კოლონიებიდან აღსაღნიშნავია: პანტიკაპეონი (დღევ. ქერჩი) — რეგიონის ყველაზე დიდი, მდიდარი და ცნობილი ქალაქი. ქერსონესი, ნიმფეონი და ნირმეკიონი; ფანაგორია (პანტიკაპეიონის აღოსავლეთით, ტამანის ნახევარკუნძულის დას, სანაპიროზე), რომელიც ბოსფორის ქალაქებს შორის დიდიდთ მეორე იყო. კეპოი, ჰერმონასი, პორტუს სინდიკა და გორგიპეა.

ამ კოლონიების უმრავლესობა დაარსეს მილეტელებმა ძვ.წ. VII-V სს-ში. ფანაგორია დაარსეს თეოსელებმა ძვ.წ. 540 წელს, ხოლო ნიმფეონი - ათენელებმა.ეს კოლონიები ძვ,წ, V საუკუნის მანძილზე შედიოდნენ დელოსის ლიგაში.

ყველაზე გვიან რეგიონში დაარსდა ქალაქი ტანაისი (ძვ,წ, IIIს), რომელიც მალევე იქცა სამეფოს ძირითად ქალაქად და პლაცდარმად აზოვის ზღვის რეგიონში.

ძვ.წ. IV ს-ში ასევე დაარსდა სკვითიის ნეაპოლისი - ბოსფორის სამეფოში მცხოვრები სკვითების მთავარი ქალაქი.

გეორგრაფიარედაქტირება

სახელმწიფოს ტერიტორია ძირითადად მოიცავდა ყირიმის ტერიტორიის ძირითად ნაწილს, ტამანის ნახევარკუნძულს და აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს.

სამეფო დინასტიებირედაქტირება

არქაენაქტიდების დინასტიარედაქტირება

არქაენაქტიდები (ბერძ. Αρχαιανακτίδαι) იყვნენ თრაკიული წარმოშობის მეფეები ბოსფორის სამეფოში. ბერძენი ისტორიკოსის დიოდორე სიცილიელის გადმოცემით ეს დინასტია ბოსფორს მართავდა ძვ.წ. 480-438 წწ-ში. მათ ჩაანაცხვლეს ნახევრადლეგენდარული კიმერიელი მეფეების დინასტია. დინასტიის დამფუძნებელი არქაენაქსი იყო ქალაქ-სახელმწიფოთა ლიგის სტრატეგოსი, რომელიც მეთაურობდა პოლისების გაერთიანებსა საერთო საფრთხის წინაამღდეგ სკვითების და მეოტების თვდახმებისაგან. მათთან გამარჯვებებში მოხვეჭილი სახელი არქაენაქსმა გამოიყენა ძალაუფლების მოსაპოვლებლად და დაისაკუთრა ქალაქი პანტიკაპეონი, ეკურთხა მეფედ და თავი ბოსფორის მმართველად გამოაცხადა, არქაენაქტიდების მმართველობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი ერთიან მონარქიულ სახელმწიფოს ბოსფორში და გაიზარდა მისი საერთაშორისო პრესტიჟი. აიგო ახალი სავაჭრო ფაქტორიები და ტაძრები, ასევე რეგიონის ცენტრად საბოლოოდ იქცა ქალაქი პანტიკაპეონი. დინასტიის უკანასკნელი მმართველი საურგუსი ტახტიდან ჩამოაგდო ტირანმა სპარტოკმა, რომელიც იყო თრაკის სამეფო დინასტიის სპარტოკიდებს წარმომადგენელი.

სპარტოკიდებირედაქტირება

დინასტია დაარსა თრაკიული სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა წამომადგენელმა ტირანმა სპარტოკ I - მა, თუმცა აჯანტების დეტალების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, დინასტია ბოსფორის სამეფოს მართავდა ძვ.438-110 წწ-ში და წარმოადგენს ყველაზე ცნობილ და ძლევამოსილ დინასტიას სამეფოს ისტორიაში. სწორედ ამ დინასტიის ადრეულმა წარმომადგენლებმა მიიღეს პირველად ბასილევსის ტიტული. ასევე ბოსფორის ყველა ქალაქის არქონტი-ს ტიტული და ადგილობრივი ტომების მეფის ტიტულები სინდების, სკვითების და მეოტების მეფე. არქეოლოგიურად აღმოჩენილი მატერიალური(მონეტები, ტექსტები, წარწერები ძეგლებსა და სამარხებში) არ გვაწვდის სრულ ინფორმაციას რეგიონის მმართველების სრული და ზუსტი ქრონოლოგიისთვის.

 
ბოსფორული ოქროს ფიალა. ძვ,წ, IV საუკუნე
 
ბერძნული კოლონიები შავი ზღვის სანაპიროებზე.

სატირუსმა (ძვ.წ. 431-387წწ), სპარტოკის მემკვიდრემ, გააფართოვა დინასტიის გავლენა რეგიონში. ბრძოლით დაიკავა ქალაქი ნიმფეონი, ალყა შემოარტყა თეოდოსიას, რომელიც რეგიონში მეორე იყო სიმდიდრით და ქონდა ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობის მქონე პორტი რეგიონში. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით მისი აკვატორია მთელი წლის განმავლობაში არ იყინებოდა. სატირუსმა დაამარცხა სკვითები და აჯანყებული სინდები. გააფართოვა ვაჭრობა საბერძნეთის მსხვილ მეტროპოლიებთან, თუმცა თეოდოსიის აღებას ვერ მოესწრო.

სატირუსის ვაჟმა ლეუკონ I -მა (ძვ,წ, 387-347წწ) დაასრულა მამის დაწყებული საქმე და ხანგრძლივი ალყის შემდეგ დაიკავა ქალაქი თეოდოსია. გაიმყარა პოზიციები ყირიმში. დაიკავა დასავლეთ ყირიმი და ტამანის დაპყრობის შემდეგ დაიწყო სამხედრო ექსპედიციები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე, ლეუკონის დროს სამეფომ მაღწია თავისი ადრეული პერიოდის განვითარების პიკს. სიმდიდრისა და კეთილდღეობის მწვერვალს. ამ დროს მოიჭრა პირველად ბოსფორული ვერცხლის მონეტები სამეფო ინიციალებით. ლეუკონი ითვლება ბოსფორის სამეგოს აპრტოკიდების დინასტიის უდიდეს მმართველად.

 
ქალღმერთ აფროდიტეს ბიუსტი. ათენური სტილი. აღმოჩენილია ფანაგორიაში, ტამანის ნახევარკუნძულზე. ძვ,წ, IV საუკუნე. დაცულია ერმიტაჟიში,

ლეუკონის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ლეუკონის უფროსმა ვაჟმა სპარტოკ II-მ დაიკავა, თუმცა იგი 342 წელს გარდაიცვალა და ტახტზე ავიდია მისი უმცროსი ძმა პერსიდესი, რომელმაც იმეფა ძვ.წ. 310 წლამდე, პერსიდესის მმართველობის პერიოდში დადგა ელინისტური ეპოქა, რამაც ძირფესვიანად შეცვალა რეგიონის კულტურული და ეკონომიკური ასპექტები. შავი ზღვის ქალაქები და სახელმწიფოები განიცდიდნენ ეკონომიკურ კრიზისს, რაც აისახა ბოსფორის სამეფოზეც, ამ პერიოდში იწყება ხორბლის დეფიციტიც, რაც ძირითადად გამოწვეული უნდა ყოფილიყო ბოსფორში მიმდინარე კრიზისით. სამეფოში შექმნილ კრიზისს ცხადყოფს ასევე სამოქალაქო ომი, რომელიც დაიწყო მეფე პერსიდესის გარდაცვალებისთანავე. პერსიდესის ორმა ვაჟმა ევმელიუსმა და სატირუსმა ტახტისთვის სამოქალაქო ომი წამოიწყეს. საბოლოოდ ევმელიუსმა მოიშველია სარმატული კავალერია მეფე არიფარნესის მეთაურობით, რითაც რიცხობრივი უპირატესობა მოპოვა ძმაზე, თუმცა მდინარე თეტისთან გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში უპირატესობა ვერ მოიპოვა და დამარცხდა. ევმელიუსი გარდაუვალ სიკვდილს გადარჩა, რადგან სატირუსი ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა და მიუხედავად დამარცხებისა ტახტზე ევმელიუსი ავიდა.

ევმელიუსის მემკვიდრე იყო სპარტოკ III (ძვ,წ, 303-284წწ), ხოლო მის შემდეგ პერსიდეს II (ძვ.წ. 284-245წწ) გამეფდა. მათი მმართველობის პერიოდში ბოსფორი ინარჩუნებს მოპოვებულ გავლენას და სიმდიდრეს რეგიონში., მათი მმართველობის პერიოდის შემდეგ კი იწყება მომთაბარე ტომების მომძლავრება და დინასტიის ძალაუფლების დაცემა. მონათმფლობელი ზედაფენა, რომელიც განუზომელ სიმდიდრეს ფლობდა აღმოჩნდა მეთემეთა აჯანყებების ზღვარზე. სამეფოში დაიწყო სოციალური კრიზისიუკანასკნელი მეფეების პერდში მომძლავრებულმა სკვითებმა, მეოტტებმა და აზოვის განაპირა ტომებმა ნელ-ნელა შეავიწროვეს ბოსფორის სამეფო, სპარტოკიდების დინასტიის უკანასკნელი მმართველი პერსიდეს V (ძვ.წ. 125-108წწ) დაუკავშირდა პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს და სთხოვა ნომადურ ტომებთან ბრძლაში დახმარება, რადგან ისინი უკვე მთავარ ქალაქებს ესხმოდნენ თავს. მითრიდატემ ბოსფორში გაგზავნა გენერალი დიოფანტე, რომელიც ჩავიდა პანტიკაპეონში და პერსიდესს ტახტის დათმობა მოსთხოვა მითრიდატეს სასარგებლოდ. უკიდურეს რიზისში ჩავარდნილი ბოსფორის ელიტარული წრეების ხელშეუხებლობის გაანტიითდათანხმდნენ ძალაუფლების გადაცემაზე, რამაც აღაშფოთა ადგილობრივი სკვითი მეთაურები. მათმა ბელადმა სავმაკმა პერსიდესის და მისი მომხრე დიდებულების წინააღმდეგ წამოიწყო აჯანყება. სავმაკმა დაიპყრო ქალაქი პანტიკაპეონი და თავი ბოსფორის ახალ მეფედ გამოაცხადა ძვ,წ, 108 წელს პერსიდესი გაიქცა და ამით დასრულდა ბოსფროში სპარტოკიდების დინასტიის მმართველობა.

სპარტოკიდების დინასტია ძველ სამყაროში ცნობილი იყო როგორც ერთ ერთი ყველაზე ძლევამოსილი დინასტია ბერძნულ სამყაროში, რომლებიც ცნობილი იყვნენ სკაუთარი სიბრძნითა და ავანტიურიზმით. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული წყაროები ვერ უარყოფენ მათი მმართველობის ტირანულ სახეს, მაინც ისინი მოხსენიებულები არიან როგორც ძლიერ დინასტებად და მმართველებად. მათ შეძლებ ნახევრად ველური რეგიონის სამხედრო-პოლიტიკურ ძალად გადაქცევა, მჭიდრო კავშირები შეინარჩნეს ათენთან, რომელიც ბოსფორული ხორბლის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო; მეფე ლეუკონ I - მა მიანიჭა პრივილეგიები ათენურ ხომალდებს ბოსფორის პორტებში, ამის საპასუხოდ ათენელებმა მოქალაქეობა მიანიჭეს ლეუკონს და დიდი შეღავათები დაუწესესმასაც და მის შვილებსაც ატიკაში.

მითრიდატიდებირედაქტირება

 
პონტოს სამეფო ძლიერების ზენიტში. მეფე მითრიდატე VI ევპატორის მმართველობის დასაწყისში.

სავმაკის აჯანყების შემდეგ მითრიდატე VI-მ ხანგრძლივი მზადება დაიწყო ყირიმის სამხედრო გზით დასაპყრობად. ძვ,წ, 108 წელს მან გაგზავნა დიდი დამსჯელი ექსპედიცია, დიოფანტეს მეთაურობით, მათ დაიკავეს ფეოდოსია, პანტიკაპეონი. აჯანყება ჩაახშეს, სავმაკი დაატყვევეს, ხოლო ბოსფორის სახელმწიფო მითრიდატე VI-ის ძალაუფლების ქვეშ მოექცა.

 
მარმარილოს სტელა. აღმოჩენილია ტამანის ნახევარკუნძულზე. ელინური კულტურისთვის დამახასიათებელი მეომრები ბოსფორის ამეფოდან. ძვ.წ. IV საუკუნე.

მითრიდატეს მმართველობის პერიოდში ყირიმში სტაბილურობა აღსდგა, მან სკითებთან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო და ყირიმის სამხედრო ელიტის ძირითადი ნაწილი სწორედ მათი ბელადებით დააკომპლექტა, ასევე შეამჩინა მონათმფლობელთა გავლენა რეგიონში, დაიბრუნა ქალაქი ტანაისი და ასეთივე სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო აზოვის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომების ბელადებთან, მათ შორის ყვლაზე ცნობილია ოლთაკე, რომელიც შემდგომში კოლხეთის სატრაპიც გახდა,

მითრიდატემ აღადგინა სამოქალაქო ომის და აჯანყებების შედეგად დაკნინებული პანტიკაპეონი და აქ საკუთარი სასახლეც ააგო. მან სკვითებისაგან შექმნა ძლიერი კავალერია და რომთან ომების პერიოდში სწორედ ყირიმიდან გადმოყავდა ნომადური საომარი რესურსების უმრავლესი ნაწილი. ასევე აქედან მარაგდებოდა პონტოს სამეფო ფლოტის დიდი ნაწილი, მითრიდატემ შექმნა პერეცენდენტი ბოსფორის და კოლხეთის სატრაპიების საერთო მმართველობითი სისტემის, რომელიც ამ ორ რეგიონს შორის ბევრად არეულ მჭიდრო კავშირებს უნდა უკავშირდებოდეს. მითრიდატეს ოცნებას შავი ზღვის გარშემო შექმნა იმპერია მთავარ როლს სწორედ ბოსფორის სამეფო ასრულებდა,

რომთან დამარცხებული მითრიდატე ძვ.წ. 66 წელს მცირე მხედრობით, ჯერ კოლხეთში გადავიდა, სადაც ქალაქ დიოსკურიაში საკუთარ რეზიდენციაში გამოიზამთრა, ხოლო აქედან კოლხეთ-მეოტიდას გზით გადავიდა პანტიკაპეონში, სადაც ისევ შეუდგა მზადებას რომზე კიდევ ერთი თავდასხმის განსახორციელებლად. ყირიმის მმართველს მაქარესს არ სურდა მამის დახმარება და რომთან ახალი ომის წამოწყება, რის გამოც მითრიდატემ მოკლა შვილი და თვითონ გახდა ყირიმის ერთპიროვნული მმართველი. ამის შემდეგ გააძლიერა სამხედრო მზადება და მოიხმო მოკავშირე მომთაბარე ტომების ბელადები, ასევე დაიწყო ადგილობრივი სამხედრო გაწვევა, ძვ,წ, 63 წელს მითრიდატეს უფროსმა ვაჟმა ფარნაკემ რომაელთა დახმარებით მითრიდატეს წინააღმდეგ მოასწყო აჯანყება. მან მოულოდნელი თავდასხმით მარტივად დაამარცხა სამზადისში მყოფი მამის სამხედრო ძალები. მითრიდატე პანტიკაპეონს შეეფარა, დამარცხებისთვის განწირულმა მეფემ თავი მოიკლა. ერთ ერთი ვერსიით მითრიდატე ბოსფორის მეფეთა ყორღანშია დარკძალული.

რომაელთა მხარდაჭერით ტახტზე ასული ფარნაკე რომის მეგოვარი და მოკავშირე ქვეყნის სტატუსით დაჯდა ბოსფორის ტახტზე. ამ პერიოდიდან რეგიონი საბოლოოდ ხდება რომაელთა პოლიტიკური ინტერესის საგანი. ფარნაკე II (ძვ.წ. 63-47წწ) მალე განუდგა პომპეუსს. იულიუს კეისრის სამოქალაქო ომისას სცადა მამისეული სამფლბელოების დაბრუნება და ყირიმიდან უზარმაზარი ნომადური არმიით დაიძრა სამხრეთისკენ. გაანადგურა კოლხეთის რომაული პროვინცია და მოკლა მისი მმართველი არისტარქე. შემდეგ კი შეიჭრა პონტოში, თუმცა იულიუს კეისარმა ელვისებური დარტყმით გაანადგურა ფარნაკეს არმია პონტოში, ზილესთან. საიდანაც ფარნაკემ გაქცევით უშველა თავს. კეისარი დაუკავშირდა ფარნაკეს უახლოეს მეგობარს და ბოსფორის გუბერნატორს ასანდრე-ს, რომელიც აუჯანყდა ფარნაკეს და მოკლა იგი. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა ასანდრე,(ძვ.წ. 47-17წწ) რომელმაც ცოლად შეირთო ფარნაკეს ასული დინამია, რომელიც ცნობილი იყო თავისი სილამაზით, პოლიტიკური გამჭრიახობით და ხასიათის სიმტკიცით. კეისრის მმართველობის პერიოდში ასანდრე და დინამიას თანამმართველობისას შეიქმნა ბოსფორ-კოლხეთის სამეფო. ამ ორი რეგიონის ერთიან პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანება განპირობებული იყო არამარტო პოლიტიკური ნებით, არამედ ამ ორ რეგიონს შორის ადრეული პერიოდიდან არსებული მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირებით. დინამიამ მიიღო ბოსფორისა და კოლხეთის დედოფლის ტიტული. ასანდრეს გარდაცვალების შემდეგ დინამია ძალით შერთეს ცოლად რომაელ უზურპატორს სკრიბონს, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ძვ.წ. 16 წელს იგი ცოლად გაყვა მაღალი წარმომავლობის რომაელ დიდგვაროვანს პოლემონ I-ს, რომელიც ოქტავიანეს რეფორმის წყალობით იყო ერთდროულად ყირიმის, პონტოს, კოლხეთის და კილიკიის მეფე. იგივე სამეფოების დედოფლის ტიტულები მიიღო დინამიამ ,რომელიც რეალურად მართავდა ამ პროვინციებს. პოლემონის გარდაცვალების შემდეგ (ძვ.წ. 8წ.) დინამია სიკვდილამდე (ახ.წ. 8წ) მართავდა ამ სამეფოებს. მას მეტსახელად უწოდეს Philoromaios - რომის მეგობარი. დინამიას სიკვდილით დასრულდა მითრიდატიდების მმართველობა ყირიმში.

რომაული მმართველობის პერიოდირედაქტირება

ურთიერთობები კოლხეთთანრედაქტირება

 
სავრომაკ II-ის მიერ მოჭრილი ბოსფორული მონეტა. ახ.წ. 172-211წწ.

ბოსფორის სახელმწიფოს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კოლხეთთან. პანტიკაპეონის, ნიმფეონის, მირმეკიონის, ტირიტაკეს გათხრებისას მრავლადაა ნაპოვნი ძვ. წ. VI-IV საუკუნეების კოლხური კერამიკის ფრაგმენტები, კოლხური ვერცხლის მონეტები (კოლხური თეთრი), აგრეთვე თიხის ჭრაქი, რომელზეც ამოკაწრულია სახელი „კოლხოს“. მეორე მხრით, კოლხეთში ნაპოვნია ბოსფორული ამფორები და ქალქების პანტიკაპეონისა და ნიმფეონის მონეტები.[1] რგიონებს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გამოვლინებაა ასევე ძვ.წ. 44 წელს შექმნილი პონტოს, ყირიმის და კოლხეთის ერთიანი სამეფო, რომელსაც მართავდა დედოფალი დინამია ძვ.წ. 47-ახ.წ. 8 წწ-ში).

ლიტერატურარედაქტირება

  • Ascherson, Neal (1996). Black Sea. New York: Hill and Wang
  • Fornasier, Jochen; Böttger, Burkhard (2002). Das Bosporanische Reich: der Nordosten des Schwarzen Meeres in der Antike (in German). Mainz: Philipp von Zabern.
  • Bekker-Nielsen, Tønnes (2006). Rome and the Black Sea Region. Domination, Romanisation, Resistance. Aarhus University Press.
  • Gabrielsen, Vincent & Lund, John (2007). The Black Sea in Antiquity: Regional and Interregional Economic Exchanges. Aarhus University Press.
  • Ustinova, Yulia (1998). The Supreme gods of the Bosporan Kingdom : Celestial Aphrodite and the Most High God. Leiden: Brill. ISBN 9004112316.
  • Mielczarek, Mariusz [trans. by Nicholas Sekunda] (1999). The Army of the Bosporan Kingdom. Łódź: Oficyna Naukowa MS. ISBN 978-8385874034.
  • Munk Højte, Jakob (2009). Mithridates VI and the Pontic Kingdom. Aarhus University Press.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 ლორთქიფანიძე ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 470, თბ., 1997 წელი.