ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება/არქივები/2

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

გაქართულება

მაინტერესებს, როგორ იქნება ესენი ქართულად: Островская луда, Кривое колено და Уткина Заводь. უკეთ გარკვევისთვის იხილეთ თარგი:ნევა--გიორგი / მომწერე 15:36, 4 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

Заводь, როგორც მახსოვს, გეოგრაფიული ტერმინივით არის და საგუბარია. საინტერესო სახელებია ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 15:40, 4 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

Заводь – ყურე (მდინარის ან ტბისა) (რუსულ-ქართული ლექსიკონი, თბ. 1983 წ.). და Уткина Заводь რა გამოდის იხვების ყურე? --ჯაბა ლაბაძე 15:48, 4 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

Кривое колено — ეს მრუდე მუხლი გამოდის? ვიკრიჭები --შოთა [UT] 17:27, 4 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

კრივოე კოლენო ხომ არაა ისე, სტანდარტულად? აბა კრივოი როგი კრივოი როგია. --H.McC. (მომწერეთ) 17:31, 4 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გრამატიკა

    გთხოვთ მიპასუხოთ ქართულად   წერის დროს პირველ რიგში გვარი იწერება თუ სახელი?
სახელი და შემდეგ გვარი. ვიკიპედიაში ასეა მიღებული. გადახედეთ სტატიებს პიროვნებების შესახებ. ხელმოწერა ნუ დაგავიწყდებათ.--Gio89 განხილვაწვლილი 19:42, 6 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

უფლების მინიჭება

გამარჯობა

მაინტერესებს როგორ შეიძლება მოვიპოვო, ჩემს მიერ რედაქტირებულ კონკრეტულ გვერდებზე ავტომატური დადასტურების უფლება? კვირეებია გასული და არავინ ამოწმებს ჩემს რედაქტირებებს რამდენიმე გვერდზე. გეგა გეგაწვლილი 21:07, 7 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გადავხედე თქვენს წვლილს და კარგად მუშაობთ, შესაბამისად, სანდო მომხმარებლის სტატუსი ჩაგირთეთ — დღეიდან თქვენი წვფლილი ავტომატურად შემოწმებული იქნება, თუმცა ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებთ, წარმატებები! განხილვებში მონაწილეობისას ხელის მოწერა აღარ დაგავიწყდეთ. --მიხეილ მიწერა 20:04, 7 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა!

ხელმოწერაც ამ წუთას ვისწავლე :) გეგა განხილვაწვლილი 21:00, 7 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სხვადასხვა ენოვან გვერდებზე ქართული გვერდის ლინკი

გამარჯობა მაინტერესებს, სხვადსხვა ენოვან გვერდებზე ჩემით უნდა ჩავასწორო ქართული გვერდის ლინკი? თუ ავტომატურად ჩაემატება ანდა სხვა ჩაამატებს?--გეგა განხილვაწვლილი 22:25, 9 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

საკმარისია ერთ-ერთ რომელიმე ენოვან ვიკიპედიაში მაგ. ინგლისურში ჩასვათ ხოლმე ქართული ბმული და ანალოგიურად ინგლისურის ქართულში დანარჩენს ბოტი ჩაამატებს ავტომატურად-დათო1010 22:46, 9 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი. მადლობა!--გეგა განხილვაწვლილი 11:39, 10 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

მართლწერა

ერთი კითხვა მაქვს, აბრევიატურების ნათესაობით ბრუნვაში ჩასმისას სწორი რომელი ფორმაა? აი მაგალითებს მოვიყვან: თსუ-ს თუ თსუ-ის, ნატო-ს თუ ნატო-ის, გაერო-ს თუ გაერო-ის, დსთ-ს თუ დსთ-ის, სსრკ-ს თუ სსრკ-ის ? ეს კითხვა იმის მერე გამიჩნდა, რაც ვიკიპედიის „ფეისბუქ“ გვერდზე „თსუ-ს“ ჩაანაცვლევს „თსუ-ის“-ით. მე უფრო მართებულად პირველი ფორმა "-ს" მიმაჩნია.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 23:49, 16 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

მართებულია თსუ-ის, სსრკ-ის, აშშ-ის, დსთ-ის, რაც შეეხება გაეროსა და ნატოს, მაგათზე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი, როგორც ჩვეულებრივი სიტყვები, ისე იბრუნვის (დეფიზის გარეშე). — G.G. 06:21, 17 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
გაეროს შემთხვევაში ნამდვილად ასეა. — G.G. 06:31, 17 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ძალიან საშინელი წარმოსათქმელი და მოსასმენია, რამე განსაკუთრებული წესი ხომ არ არის ასეთ შემთხვევებში? თსუზე ძალიან მაეჭვებს, ხმოვანთან ისევ „-ის“ ? უ-ზე რომ მთავრდება ეგეთი სიტყვა ვერ მოვიფიქრე მაგრამ ერთი ქალაქი ვიცი „ორდუ“ და ეს მაშინ ორდუის უნდა გახდეს ნათესაობითში ?--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 15:19, 17 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
მემგონი გიო ეს მხოლოდ აბრევიატურებზე ვრცელდება.--Γεώργιος / - 15:31, 17 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
გიორგების თავყრილობაა? ვიღიმი აქ საქმე რაშია ახლა. არსებობს ორი სახის აბრევიატურა: 1. სიტყვების პირველი ასოებით ან სიტყვის ნაწილებით შედგენილი ახალი სიტყვა, რომელიც დამოუკიდებელ ლექსიკურ ერთეულს წარმოადგენს მეტყველებაშიც. ასეთებია, მაგალითად, გაერო, ცესკო, ექთანი (ექიმის თანაშემწე), შინსახკომი, იუნესკო. ასეთი სიტყვები ჩვეულებრივად იბრუნვის, როგორც დამოუკიდებელი სიტყვები, ყოველგვარი დეფისის გარეშე; თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ იმდენად აღქმულია დამოუკიდებელ სიტყვად, რომ იკუმშება კიდევაც: ექთანი - ექთნის. 2. ამისაგან განსხვავებულია ის აბრევიატურები, რომლებიც მხოლოდ წერილობით ენაში გამოიყენება, მეტყველებაში კი მათი გამოყენება არის შეცდომა, თუმცა მაინც იყენებენ წერილობითი ენის გავლენით. ასეთებია თსუ, სსრკ, დსთ და სხვა. ასეთი სიტყვების ბრუნებისას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბოლო ასოთი შემოკლებულ სიტყვას და ამ სიტყვის ბრუნვის ნიშნები მივუწეროთ: თსუ, უ = უნივერსიტეტი. იბრუნვის ამგვარად: თსუ, თსუ-მა (უნივერსიტეტმა), თსუ-ს (უნივერსიტეტ), თსუ-ის (უნივერსიტეტის), თსუ-ით (უნივერსიტეტით), თსუ-ად (უნივერსიტეტად), თსუ-ო (უნივერსიტეტ). არაა გამორიცხული, ბოლო სიტყვა ბოლოვდებოდეს ო ან უ ხმოვანზე - ასეთ შემთხვევაში ბრუნვის ნიშნები შესაბამისად შეიცვლება და და მიცემით-ნათესაობითში მხოლოდ ს გვექნება. იმედია, გასაგებია ყველაფერი ვიღიმი. Deu. 16:35, 17 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
კი, გასაგებია დავით, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება წყაროც დაგვიწერე რომ დამტკიცების შემთხვევაში გამოვიყენოთ. ისე ერთმა რამ შეიძლება გამოიწვიოს შედავება „სიტყვების პირველი ასოებით“-ო წერია, თსუ-ც ხომ პირველი ასოებისგან შედგება ?! ანუ იმის თქმა მინდა, რომ სადაო მაინც რჩება თან აბრევიატურების ამომწურავ რაოდენობას ხომ ვერასდროს მივუთითებთ, რომ ვიცოდეთ რომელნი ჩვეულებრივ იბრუნებიან, რომელნი კი არა ? --Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 18:59, 17 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
გარჩევა ხდება იმის მიხედვით, ეს სიტყვა გამოიყენება მეტყველებაში, როგორც სიტყვა თუ მხოლოდ წერილობით ენაში, როგორც აბრევიატურა. თსუ-ის შემთხვევაში, მაგალითად ტელევიზიაში ან რადიოში ვერსად გაიგონებ სიტყვა „თსუ-ს“ ან „აშშ-ს“, ეს შეიძლება გაზეთში ამოიკითხო - მეტყველებაში კი მას ყოველთვის სრულად წარმოთქვამენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამაგიეროდ მედიასაშუალებები ხშირად იყენებენ სიტყვებს: იუნესკო, გაერო... აქედან ხდება გარჩევაც, თუმცა ზოგჯერ გარჩევა რთულია, ცალკეულ შემთხვევებში საჭიროა ინდივიდუალური განხილვა. თსუ-ის შემთხვევაში აშკარაა, რომ ეს მეორე ტიპის აბრევიატურაა. რაც შეეხება წყაროს, ძალიან ელემენტარულ რამეზე ითხოვ წყაროს - ამისათვის წყარო არ მაქვს, თუმცა ზუსტად ვიცი. ეს აქამდე პრობლემა არ ყოფილა ვიკიპედიაში, შენ თუ ხარ დაინტერესებული ან სხვებს თუ რაიმე პრობლემად მიაჩნიათ, შეიძლება წყაროც მოვიძიოთ. Deu. 19:26, 17 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
წყარო რისთვისაც გამოგვადგება მეთქი ზემოთ უკვე დავწერე, ვინმე რომ შემედაოს ან შეგვედაოს დეუ-მ თქვა მეთქი ესე ხომ არ ვეტყვი?! ვიკრიჭები--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 19:43, 17 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
არ მაქვს წონა თუ? ვიკრიჭები არ შეგედავება. თუ შეგედავება, მითხარი და მერე მოვძებნი წყაროს. ისეთ ხალხში მიწევს საქმიანობა, რომ, ეშველება მაგასაც, თუ გაჭირდა საქმე ;). Deu. 19:46, 17 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

თორიუმი

21 თებერვალს ჩემს მიერ შექმნილ გვრედზე "თორიუმი" რომელსაც ვთაგმნიდი რუსულიდან, მიანიშნეს - ვანდალი 2. თუმცა მიზეზი თუ რის გულისათვის იყო ასეთი მინიშნება, არ ეწერა ხომ ვერ ამიხსნით რა მიზეზია და რატომ ასე კატეგორიულად

http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98&diff=2331075&oldid=2326722

--Ninoshvili 16:48, 22 თებერვალი 2013 (UTC)

გამარჯობა. ეგ თარგი თქვენივე ჩასმულია დასაწყისშივე. თუნდაც ისტორიას გადახედეთ. ეგ თარგი გამოიყენება მომხმარებლის გვერდებზე და არა სტატიებში. ალბათ, შემთხვევით დაგეჭირათ ხელი :) — G.G. 17:03, 22 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა --Ninoshvili 17:15, 22 თებერვალი 2013 (UTC)

წერილი Facebook-ზე

სულ ახლახანს მომდის ეს წერილი ფეისბუკზე ერთ-ერთი მომხმარებლისგან, რომელიც წეღან რაღაცას არედაქტირებდა, შევეცდები ავუხსნა ყველაფერი.

„Fiqria Sidamonize

mikheil gamarjoba, rogor xar? bodishi magram sayveduri unda gamovtqva... humaions vwerdi wikishi, nawili davwere, gavcherdi ragac saqmis gamo gavcherdi da mere biografiidan gavagrzele wera, roca movrchi yvelaers tanac sauketesod wina nawili ukve shecvlili tu ragac damxvda.. rogor sheizleba ase uceb, damtavrebuli ar maqvs da ukve mishlian ragacas, erti-ori dge mainc daacadet adamians da mere washalet tu ar aris srulyoili. guli damwyda da entuzizmi damekarga. amdeni vishrome, mteli ori saati vtargmne da vaswore... magas xom me agar mivubrundebi?.... didi sayveduri zogiert wevrs, zalian didi. me ar vici xma vis da rogor mivawvdino. amitom tqven gadmogcemt.... bodishi.“ — მიხეილ მიწერა 19:54, 26 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ნუ რა უნდა გააკეთო... ან რა ბრაუზერს იყენებს ასეთს...ექსპლორერის წინა ვერსიებში ყველაფერი იკარგებოდა, უკან რომ წასულიყავი, ახალში არ ვიცი. მაგრამ chrome-ში, firefox-ში და opera-შიც (როგორც ვიცი), თუ ამასობაში ვინმემ რამე შეცვალა, უკან დაბრუნება შეიძლება და დაკოპირება იმის, რაც ეწერა. გარდა ამისა, 2 საათის ნაშრომი თუ არის, უნდა დააკოპიროს და შეინახოს დროებით მეხსიერებაში მაინც - ამხელა ნაწერებს მე ისე უბრალოდ არ ვტოვებ, ვინაიდან ბრაუზერს არ ვენდობი.

1 და 2 დღით ნამდვილად ვერ გავაჩერებთ ასეთ რამეს. შესაძლოა, 1-2 საათით გაჩერება. თანაც არსად ჩანს, რომ ის ადამიანი შესულია და იმ წამს არედაქტირებს. ყველას მუშაობის საკუთარი სტილი გვაქვს. გარდა ამისა - ყველა სტატია უკატეგორიო აქვს, რასაც ახალ აკეთებს. ან რა შუაშია „mere washalet tu ar aris srulyoili“? არავინ არაფერს უშლის, უბრალოდ ამასობაში (შესაძლოა, 1 საათის შემდეგ) ვიღაც შევიდეს და შეცვალოს, რაც არასწორია. --H.McC. განხილვაწვლილი 20:02, 26 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

დასანანია...ვერაფერს გააწყობ...ამიტომაა საჭირო {{subst:L}} თარგის გამოყენება..მეც მომსვლია რამდენიმეჯერ, თავიდან ხელახლა ვწერდი ხოლმე, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ გვერდის უკან დაბრუნებით ჩემი ნაწერი ღდგება, ვაკოპირებდი და სხვის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ვსვამდი ხელახლა. დარწმუნებული ვარ, ბევრს მოსვლია ასე. აჰა, ჰენრიმ დამასწრო ვიღიმი --შოთა [UT] 20:04, 26 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები ჰენრი, თუმცა მაინც დამენანა, ძნელია. 2-3 დღე გამორიცხულია. ავუხსენი ეს ყველაფერი, რაც ახლა შენ თქვი, {{subst:L}}-ის შესახებაც ვუთხარი. — მიხეილ მიწერა 20:06, 26 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

მიშა შენ რა უპასუხე მერე? --ჯაბა ლაბაძე 20:08, 26 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

რა უპასუხე გავიგე, მაგრამ რა მიზანს ემსახურება ამის აქ დაწერა ამას ვეღარ მივხვდი. --ჯაბა ლაბაძე 20:12, 26 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ალბათ, რომ გავითვალისწინოთ. მეორე წუთს არავინ შევარდნილა მაგ სტატიაში, მგონი, კაი ხანი გავიდა. მაგრამ მაინც უნდა მივიღოთ და გავითვალისწინოთ. თუმცა, საკმაოდ დიდი ხანია, აქ მუშაობს და ჩვენი მუშაობის სტილიც უნდა იცოდეს. 1-2 დღე ასეთ ინფორმაციას ვერ დავტოვებთ, სამწუხაროდ. ძველი სტატიებია მისახედი და ახლებში მაინც ვცდილობთ, ელემენტარული სტანდარტები დავიცვათ. --H.McC. განხილვაწვლილი 20:17, 26 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად საათი და 58 წუთის შემდეგ მოხდა მაგ სტატიის რედაქტირება ჩემგან და ნამდვილად ვერ დაველოდებოდი კიდევ ამდენსაც. თუ მუშაობა უნდა ვიკიპედიის წესებსაც უნდა გასცნობოდა და ფეისბუკზე დამთავრებულიყო ეს ამბავი. --ჯაბა ლაბაძე 04:20, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. იქნებ ყველა მომხმარებელს მივაწოდოთ ინფომაცია იმის შესახებ რომ შესაძლებელია გამოვიყენოთ თარგი რომელიც სხვა მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას რომ ამ სტატიას ვიღაც არედაქტირებს და შესაბამისად თავს შევიკავებთ ჩარევისაგან. --Gio89 განხილვაწვლილი 04:31, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. ზოგადად ვიკიპედიაში დამკვიდრებული წესია, რომ არ ვარედაქტირებთ ახალ სტატიებს გარკვეული პერიოდი, მაგრამ 2 საათი უკვე მეტისმეტია. მეც ვფიქრობ ინფორმირებულნი უნდა იყვნონ მომხმარებლები ამ თარგების შესახებ თარგი:მუშავდება/თარგი:L როგორც ჩანს მიშას მიუთიუთებია და იმედია სხვა დროს გაითვალისწინებს. --ჯაბა ლაბაძე 04:36, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ხო, ხო, ხო, ხო, რა გაცხარებული კამათია?.. მე ვიყავი მაგის დამწერი. გასაგებია, რომ წესები არსებობს, მაგრამ ვერ ვგებულობ ბევრ რამეს რასაც პრაქტიკულად ვერ ვნახულობ. მაშ, რა გავაკეთო? დიახ, გული დამწყდა ძალიან! ჯერ ძლივს გავუგე თავი და ბოლო იმდენი ხლართებია აქ. იცით რამდენჯერ შევედი თავიდან წესების გასაცნობად? მაგრამ დღესაც არ ვიცი ბევრი რამ, სანამ მიხეილი არ დამეხმარა ვერაფერიც ვერ გავიგე. მუშაობის საკუთარი სტილი უკვე გამოცდილ ადამიანებს აქვთ. ახლა კი მითხრეს და გავიგე რაც უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ რამე აკლია ჩემს ნამუშევარს, არა იმიტომ რომ მეზარება ან უპასუხისმგებლო ადამიანი ვარ, არამედ იმიტომ რომ ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო. უღრმესი ბოდიში, რომ გაწუხებთ. სტატიების წერა კი იმიტომ დავიწყე, რომ ჩემმა ბავშვებმა აღარ მითხრან, მასწავლებელო არაფერი იყო ამ თემაზე ვიკიშიო და არა იმიტომ, რომ მოცლილი ვარ და მეხალისება ძალიან...... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 15:28, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰოდა კიდევ ვაპირებთ გითხრათ და თქვენ ამან არ უნდა გაგაღიზიანოთ. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ასე გააგრძელეთ. შეცდომებზე ვისწავლეთ და ვსწავლობთ აქ ყველა. ასე რომ ეგ სირცხვილი არაა. რადგან ერთი მიზნები გვაქვს (მეც მასწავლებელი ვარ და მეც სწორედ მაგიტომ ვწერ ეს ბოლო პერიოდია) მომმართე თუ რამე ვერ გაარკვიე. --ჯაბა ლაბაძე 15:37, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სექციების თანამიმდევრობა

გამარჯობათ. იცით, რა მაინტერესებს? სტატიის თავების ჩამონათვალში პირველად რომელი უნდა დავწერო - ჯერ ლიტერატურა და მერე რესურსები ინტერნეტში თუ პირიქით? თუ მნიშვნელობა არ აქვს თანმიმდევრობას? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:55, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. იხილეთ ეს გვერდი.— G.G. 13:51, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბეღელაურები

გამარჯობა. გვარი ბეღელაურთან დაკავშირებით სხვადასხვა ერთმანეთისგან ძალიან შორს მდგარი ორი ინფორმაციაა. კერძოდ [აქ] წერია რომ მათი საერთო რაოდენობაა 230 კაცია. [აქ] კი მხოლოდ ერთს გვიჩვენებს. ჩემი აზრით მეორე უფრო სანდო წყაროა, თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ გვარის წარმოშობა ალბათ მთას უკავშირდება და რადგან იუსტიციის სახლის მონაცემები ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ივსება, როგორიცაა პირადობის დამადასტურებული დოკუმენტები და ასეთი სახის მონაცემები, ვფიქრობ მთაში ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით. ასაკოვანთ არ გააჩნიათ დოკუმენტები... როგორ მოვიქცე? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gio89 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მგონი, უნდა მიეთითოს სტატიაში ორივე მონაცემი შესაბამისი წყაროებით --შოთა [UT] 14:04, 1 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
ხელმოწერა დამავიწყდა. :) --გოგბერაშვილი(განხილვა) 14:08, 1 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ალუმინი

მაინტერესებს სად მოვძებნო ალუმინის ჩამოსხმის ტექნოლოგია კუსტარულ პირობებში წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ილიაშერე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ინტერნეტ სივრცეში --ვაროსანი 12:33, 16 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ლექსები

ალექსანდრე ლორთქიფანიძის ლექსი მინდა გალაკტიონზე რომ არის. გადაცემაში - რა სად როდის - იყო 9 მარტს.

გავეცი პასუხი პირად განხილვაში --H.McC. განხილვაწვლილი 21:13, 9 მარტი 2013 (UTC) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 77.92.237.41 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - . [უპასუხე]

ცნობათა ბიურო არ ვართ. — მიხეილ მიწერა 21:14, 9 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვალუტა

ღილაკები

გამარჯობათ!!! მაქვს ერთი შეკითხვა: ვიკიპედიაში ავტორიზაციისა და შესვლის შემდეგ სტატიის რედაქტირებისას გამოდის ფანჯარა რომელიც უცხო მომხმარებლის დროს გამოდის ხოლმე (ანუ ღილაკების მოკლე ვერსია და მოუხერხებელი გამოდის). ხომ ვერ ამიხსნით როგორ შევიდე სწორად ვიკიპედიაში? --ForwarderL განხილვაწვლილი 15:22, 23 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

თუ სწორად მიგიხვდი, ეს უშველის: კონფიგურაცია > რედაქტირება > დაბლა მონიშნე ჩართეთ რედაქტირების გაუმჯობესებული პანელი > შეინახე --შოთა [UT] 18:54, 23 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

HotCat

კატეგორიების ჩასასმელად HotCat-ს ვერ ვიყენებ და იქნებ დამეხმაროთ?--ვაროსანი 19:53, 26 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

კონფიგურაციაში ჩართე დამატებითი ხელსაწყოებიდან. --H.McC. განხილვაწვლილი 19:55, 26 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ოკ, მადლობა, თვალში უნდა გამეხედა, ტყუილა შეგაწუხე--ვაროსანი 20:01, 26 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

არა, რა შეწუხება ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 20:15, 26 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

მინდა დავწერო სტატია დიმის მე-2 საჯარო სკოლა

მაქვს ინფორმაცია, სპეციალური ისტორიული არქივი და მინდა რომ დავწერო, და დაწერის სემდეგ გამოქვეყნდება

დაწერეთ. გაგვიხარდება. მოგეხმარებით. გელოდებით --Pirts განხილვაწვლილი 19:05, 4 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მომსახურების სფერო

მომსახურების სფეროს მენეჯმენტზე სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია ანდა თუა რაიმე სახის ქართული გამოცემა ხომ არ იცის ვინმემ დამეხმარეთ რა?

თარგი

იქნებ ვინმემ ეს თარგი გაასწოროთ, მონაცემები არ გამოაქვს სრულად.--გიორგი () 06:50, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვნახე გვერდი inch, რაც ქართულად უნდა იყო დუიმი, თქვენთან კი წერია დიუმი! ნახეთ უცხო სიტყვათა ლექსიკონი (1989), და ორთოგრაფიული ლექსიკონი (1998). ორივეგან ერთმნიშვნელოვნად არის დუიმი (ეს ჰოლანდიური სიტყვაა და ასევე იწერება). წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნინო ბელთაძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

რას გვედავებიან?

ამაში ცოტა ვერ გავერკვიე, რეკლამირება არ შეიძლებოდა?

ვიკიციტატა
„ეს არის ყველაზე ხმაურიანი აგიტაცია (ხმების მოგროვება), რაც მე მინახავს?“
--გიორგი 19:33, 3 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
კი მსგავსი რამ აკრძალულია და ყოველთვის ამოწმებენ როდესაც ხდება რაღაცაზე ხმის მიცემა ისეთი მომხმარებლების მიერ ვისაც იმ ვიკიში მცირე ან საერთოდ ნულოვანი წვლილი აქვს--დათო1010 20:02, 3 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა!!! და ეგება ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ დობილ და უცხოენოვან პროექტებში მომუშავე კოლეგების პატივისცემა. შეურაცხმყოფელია, როცა ერთი პროექტის ხალხი ხმას აძლევს მეორე პროექტში მიმდინარე კენჭისყრაში და ამ დროს წვლილი საერთოდ არ აქვს. Deu. 19:06, 8 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

უზუსტობები, უცხო სიტყვები: გუთები, ჰოროსი, მითოლოგია, ა. შ.

გამარჯობათ, მაინერესებს როდესაც ლათინური და უმეტესად უცხოური ენებიდან იხმარება სიტყვა "გოთები", რატომ წერია ქართულად "გუთები"? არამგონია რამე დაშავდეს თუ ჩვეულებრივად ვიხმართ გოთებს, ესეც სწორი ფორმაა!

ძალიან ბევრი შეცდომაა ქართულ სიტყვებში, უმეტესად რუსულიდანაა გადმოთარგმნილი, მაგალითად "თემიდა" და "ისიდა", რატომ უნდა იყოს ასე? ჩვენ შეგვიძლია ორიგინალური ვარიანტით ვიხმაროთ "თემისი" და "იზისი", არ არის საჭირო რომ რუსულს დავამსგავსოთ.

თუ ნებას მომცემთ, არასწორ სიტყვებს სწორად გადავკეთებ სადაც ვიპოვი, არ მინდა მკითხველებმა არასწორი ვარიანტი წაიკითხონ, ეს ცუდი იქნება. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Neweditor26 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ჩვენ ვეყრდნობით აკადემიურ, ავტორიტეტულ წყაროებს, თქვენ? განხილვებში მონაწილეობისას გთხოვთ, ხელი მოაწეროთ. — მიხეილ მიწერა 18:40, 8 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
თუკი ვიკიპედიის რომელიმე სტატიის სათაურზე იფიქრეთ, რომ არასწორია, ეს დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ სიტყვის ორთოგრაფია თავად იცით არასწორად ვაპაჭუნებ. სხვათა შორის, ქართული ენა ერთადერთია, რომელშიც გუთების სახელწოდება უშუალოდ გუთური ენიდანაა შემოსული, თავის თავს ისინი Gutan-ს უწოდებდნენ. Deu. 18:58, 8 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
კარგია თუ ქართულ სიტყვებს ხმარობთ, ამიტომ გადავწყვიტე ზოგი სიტყვე შევასწორო, მაგალითად "ხალიოპეს" ქართული ვარიანტია "ქალციოპე", ისევე როგორც "ცერბერი" და არა "კერბერი", იმედია მაქვს ამ უზუსტობების შესწორების უფლება.

მომხმარებელი:Neweditor26 მომხმარებელი განხილვა:Neweditor26 1:06, 8 ივლისი 2013 (UTC)

უფლება გაქვთ მხოლოდ წყაროზე დაყრდნობის და არა პირადი მოსაზრებების საფუძველზე. ხელმოწერისათვის დააწექით რედაქტირების ზედა პანელში გამოსახულ ფანქარს. — მიხეილ მიწერა 20:13, 8 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ფაილი?

ფაილის დამატება როგორაა შესაძლებელი? :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Yacker (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

როგორც ვიცით დღეს დარეგისტრირდით, ფაილის ატვირთვა ტექნიკური საკითხია, რომელიც დარეგისტრირებიდან ორ-სამ დღეში შეგეძლებათ ამ გვერდიდან. --ჯაბა ლაბაძე 15:00, 12 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

დასამთავრებელი

მაინტერესებს, გარდა ესკიზისა ვიკიპედიაში გვაქვს ისეთი თარგი, რომელიც მიუთითებს, რომ ეს სტატია არ არის დასრულებული და მისი მხოლოდ ნაწილია მოცემული? მაგალითად, ამ სტატიაში (რომლის მხოლოდ პატარა ნაწილია დაწერილი) ჩასასმელად.--SALINER 19:08, 22 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ადრე შევქმენი მაგდაგვარი თარგი, ოღონდ ეგ გულისხმობს, რომ კონკრეტული სექცია არის დასაწერი სტატიაში. ნახე აბა, იქნებ გამოგადგეს ვიღიმი--შოთა [UT] 19:21, 22 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
მადლობა შოთა, მაგრამ ეგ სექციისთვისაა, მე კიდევ სხვა რამე მინდა, სტატიის თავში რომ ჩაჯდეს და მიუთითოს, რომ ტექსტის მხოლოდ ნაწილია დაწერილი. ანუ ისეთი, მაგალითად, აქ და აქ რომ გამოვიყენო.--SALINER 19:39, 22 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
ქართულ ვიკიპედიაში იმდენი გამოუყენებელი თარგია, შეიძლება იყოს კიდევაც, მაგრამ მე არსად შემხვედრია მაგდაგვარი თარგი. თუმცა, არამგონია ეს პრობლემას წარმოადგენდეს, ახალი თარგის შექმნა ყოველთვის შეიძლება ვიღიმი--შოთა [UT] 19:42, 22 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

???

gardenias tbilisshi aivanze gautetrda fotlebi. wavige imeretshi da gruntshi chavrge. fotlebi isev tetria. yvavilobs. romeli sasuqit davexmaro?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 95.104.5.49 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

უკაცრავად აქ ცნობათა ბიურო არაა. --JABA 1977 15:12, 28 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვაყენებდი windows 7 ფლეშკით ფაილების ჩატვირთვის მერე გადარესტარტდა და ისევ თავიდან დაიწყო windowsis დაყენება,ბევრჯერ ვცადე მაგრამ უშედეგოდ,ხომ ვერ მეტყვით რა პრობლემა აქვს კომპს?დისკის წამკითხველი არ მუშაობდა და ამიტომ ფლეშკით მინდოდა დაყენება.

სამწუხაროდ, ვიკიპედიაში ამის პასუხს ვერ ნახავთ. ბოდიში, მაგრამ ეს იგივეა, ყასაბთან შეხვიდეთ და ნამცხვრები იკითხოთ. მომავალში უნდა იცოდეთ, რა არ არის ვიკიპედია. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:48, 14 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

არსებობს თუ არა ორალური სექსით გადამდები დაავადებები?

წაიკითხეთ რა არ არის ვიკიპედია. ეს თემა ვიკიპედიაში ჯერ არ არის სრულად აღწერილი, ამიტომ მიმართეთ სამედიცინო საიტებს. იქ პასუხს პირდაპირ გაგცემენ, აქ კითხვა-პასუხების საიტი არ არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:00, 15 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი,რამდენადაც ვიცი,ამ გზით ძალიან ბევრი ვენერიული დაავადება გადადის. — მიხეილ მიწერა 11:17, 15 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, მაინტერესებს სარეკლამო ბილბორდი არის თუ არა ნაგებობა?

ინგლისური ვიკიპედია მას განმარტავს, როგორც სარეკლამო სტრუქტურას. სიტყვა ბილბორდი შეტანილია ქუჩის მოწყობილობათა სიაში'. სიტყვის ნაგებობა მცირე განმარტება გვაქვს სტატიის ნაგებობა სახით. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:20, 15 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

როგორ გადავთარგმნო უცხოური სტატია ქართულად?

მინდა ინგლისური სტატიის გადათარგმნა ქართულად, ანუ როცა გადავთარგმნი, ენების ჩამონათვალში ქართულიც რომ იყოს. ხომ ხვდებით რას ვამბობ.

როგორ გადავთარგმნო? მარტივი მეთოდებით, ისე რომ კომპიუტერული, პროგრამირების სკრიპტების, კოდების და ეგეთი რამეების სწავლა არ მომიხდეს?

მადლობთ...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა LeoKac (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

პირველ რიგში, მოძებნეთ ქართულ ვიკიპედიაში, ხომ არ არსებობს უკვე ამგვარი სათაურის სტატია (თუ ინგლისურენოვან სტატიაში არ არის მითითებული ქართული ბმული, სავარაუდოდ, არც იარსებებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამორჩენილია ან არასწორადაა ჩასმული, ამიტომ აჯობებს ჯერ გადაამოწმოთ). თუ ამ სათაურზე არ დაგხვდათ სტატია, შექმენით იგი (ამისთვის საკმარისია ამავე სახელწოდების წითელ ბმულს დააჭიროთ, როცა ძებნაში ვერ იპოვით). შემდეგ უკვე გადახვალთ რედაქტირების გვერდზე, სადაც უნდა ჩაწეროთ სტატიის ტექსტი. შეგიძლიათ ინგლისურიდან გადმოაკოპიროთ და მანდვე დაიწყოთ თარგმნა, ან უკვე გადმოთარგმნილი ტექსტი ჩასვათ. არანაირი პროგრამირების სკრიპტების სწავლა არ არის საჭირო, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიკიპედიას აქვს გარკვეული რედაქტირების კოდები, რომლებითაც ხდება სტატიის ვიკიფიცირება. შეგიძლიათ ისინი თქვენ თვითონ ჩასვათ (წაიკითხეთ დახმარება:ტექსტის რედაქტირება (მარტივი), ვიკიპედია:მასწავლებელი (ფორმატირება), ვიკიპედია:ვიკიფიცირება), თუმცა თუ ვერ აითვისებთ, არც ეგაა პრობლემა, უკვე შექმნილი სტატიის ვიკიფიცირებაში სხვა რედაქტორები დაგეხმარებიან. როცა სტატია მზად იქნება, დააჭირეთ გვერდის შენახვას. თუ გინდათ, რომ ქართული სტატიის ბმული უცხოენოვანი სტატიის ენების ჩამონათვალში გამოჩნდეს, გამოიყენეთ ვიკიპედია:საერთაშორისო ბმულები. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ თამამად მოგვმართეთ ვიღიმი--შოთა [UT] 09:18, 17 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

სტატიას ვთარგმნიდი, ერთი დღით დავტოვე და ახლა წაიშალა

წაშლა რა საჭირო იყო, არ შეიძლებოდა უბრალოდ დამალულიყო სხვა მომხმარებლებისთვის.

1 დღით დავტოვე და გაქრა.

აუცილებლად დასრულებული ფორმით უნდა შევინახო სტატია რომ არ წაიშალოს?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎LeoKac (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

არ წაშლილა, უბრალოდ სათაური შეეცვალა ნაწილობრივ, აი თქვენი სტატია: ქრისტეს ვნებანი.-- George-09  07:31, 18 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]


თხოვნა

ეს თარგი გადმოვაქართულოთ რა, ძალიან საჭიროა ... მადლობა წინასწარ — გიორგი 18:54, 5 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

რომელი უპრო დიდ გავლენას ახდენს ბავშშშვის ჩამოყალიბებაზე ოჯახი თუ მეგობრები? რატომ? გთხოვთ გამეცით პასუხი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.123.146.80 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

არისტოტელესა და დიოგენეს თეორიების თანახმად, ორივე მათგანი. თუმცა, უფრო მეტად ოჯახი. გააჩნია ოჯახსაც და მეგობრებსაც. — მიხეილ მიწერა 11:52, 18 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფის პრობლემა

ხომ არ იცით როგორ უნდა დავუმატო რაიმე არსებულ ინფოდაფას კოდში დამატებითი სტრიქონები, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ჩავწერო ამა თუ იმ საიტის თუ პროგრამის თუ რაც იქნება იმის შესახებ? ჩვეულებრივად როცა ვამატებ, არაფერს არ შვება, არ აჩენს.

სულო ბოროტო

ბარათასშვილის "სულო ბოროტო" რომელ ოპერაშა გამოყენებული?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.180.218 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ასეთი ტიპის კითხვები აქ არ ისმევა. ისე, თუ არ ვცდები, „დაისშია“ გამოყენებული--შოთა [UT] 11:17, 4 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მცირეოდენი დახმარება სტატიის გაუმჯობესების მიზნით

მოგესალმებით კეთილო ხალხო,

დავრეგისტრირდი დააახლოებით 1 წლის წინ, მაგრამ რეალურად რამოდენიმე დღეა ჩავუჯექი. წავიკითხე ინსტრუქციები, მაგრამ ხომ იცით, სანამ საქმე საქმეზე არ მიდგება რთულია ბოლომდე დარწმუნებული იყო რამეში. მინდა დავდო სტატიები იმ სფეროსი შესახებ, რომელშიც მრავალი წელია ვარ მე თვითონ, მაგრამ ქართულენოვან ვიკიპედიაში არაფერია საერთოდ ამ საკითზე. ამიტომ თქვენი რჩევა პირველივე ეტაპზე ძლიერ დამეხმარებოდა მომავალში რომ ნაკლები შეცდომა დავუშვა.

ეხლახან დავამატე სტატია https://ka.wikipedia.org/wiki/ბიზნეს_სიმულაცია_bstrat მინდა გთხოვოთ იქნებ რომელიმემ გადახედოთ და მირჩიოთ ის, რაც დამეხმარება, რომ შემდგომი სტატიები უკეთესი იყოს.

გმადლობთ

მიჰყევით ამას. --MEDGEORGIA  განხილვა  18:17, 4 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

წყარო

ეხლა ვსწავლობ თემების წერას , ხოდა წყაროების ჩასმა მინდოდა სქოლიოში და არ გამომივიდა ეს დავწერე და მერე ლინკი და ისე არ ჩაჯდა როგორც მინდოდა. ეხლა მაინც მიწერს გადაუმოწმებელი არის თემაო . როგორ ჩავსვა ლინკი ?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aikevich (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

batonebi

ძალაინ გტხოვთ მომწეროთ განმარტება და ელესიის დამოკიდებულება ბატონებს ტაობაზე ( წიტელა ჩუთყვავილი ) და აე შემდეგ თემბზე


რედაქტირება

მოგესალმებით, როგორ შეიძლება ჩემი შექმნილი გვერდის რედაქტირება მომხმარებლისთვის შეზღუდული იყოს? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა LevaniPapidze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა და ამა თუ იმ სტატიაზე რედაქტირების შეზღუდვა მის მთავარ პრინციპს ეწინააღმდეგება. თუმცა, შეზღუდვა წესდება იმ სტატიებზე, რომლებზეც განსაკუთრებით ხშირად ხორციელდება ვანდალიზმი. — მიხეილ მიწერა 19:40, 3 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

romel sasaato zolshia londoni

'romeმუქი ტექსტი'


Article in English Wikipedia

https://en.wikipedia.org/wiki/Russian-occupied_territories ეს სტატია ინგლისურ ვიკიპედიაშია, მაგრამ საქართველოს ეხება. სამწუხაროდ ვიღაცეები აქტიურობენ და წაშლას ითხოვენ. იაქტიურეთ განხილვის გვერდზე და არ წააშლევინოთ.

სამწუხაროდ დაბლოკილი ვარ სომხების გამო ინგლისურ ვიკიში, სხვებს კი მოგიწოდებთ აქტიურობისკენ --MEDGEORGIA  განხილვა  19:10, 28 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ქამა სოკოს მიცელიუმი

ეგებ დამეხმაროთ რომ მოვიძიო ინფორმაცია თუ როგორ ხდება ქამა სოკოს მიცელიუმის გამრავლება. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.88.121 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თუ შეგიძლიათ რო მომაწოდოთ ვრცელი იმფორმაცია "აკვნის" შესახებ ისტორია. გმადლობთ წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 85.238.42.6 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

შეგიძლიათ იხილოთ სტატიები: აკვანი და ქამასოკო. - ოთოჯი განხილვა 17:15, 7 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
ან უკეთესი იქნება თუ შეიძენთ სამეცნიერო ხასიათის წიგნებს.)) მადლობა. - ოთოჯი განხილვა 17:17, 7 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

$

რამდენი უნდა იყოს დაშორება ელექტრო ანძიდან და კომპას შორის, რომ კომპასმა ზუსტი მიმართულება აჩვენოს?

ვიკიპედია არ არის განკუთვნილი ასეთი კითხვებისთვის. წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია--შოთა [UT] 17:10, 23 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

შეზღუდვები სტატიის ატვირთვასთან დაკავშირებით

მოგესალმებით,

მაინტერესებს თემატურად არსებობს თუ არა შეზღუდვები სტატიის ატვირთვასთან დაკავშირებით, მაგ: შემიძლია თუ არა საქართველოში ლოგისტიკური კომპანიის ისტორია და საქმიანობა განვათავსო?

წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისათვის.

პატივისცემით,

გამარჯობა, გააჩნია კომპანიასა და მის ენციკლპედიურ მნიშვნელობას. მაგალითისთვის - ZIM-ის შესახებ სტატია არსებობს, რადგანაც ეს არის მსოფლიოს ტოპ10-ეულის წევრი. ქართულ კომპანიებს რაც შეეხება, თითოეული კერძო შემთხვევა უნდა იყოს განხილული ენციკლოპედიურობასთან შესაბამისობაში.--Melberg; 08:11, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ხალხო დამეხმარეთ

სომხები და რუსები გადამეკიდნენ: ჩემს პირად გვერდზე ამის დაწერას მიკრძალავანე გამარჯობა! მე გიორგი ვარ თბილისიდან, (საქართველო).

Абхазия и Самачабло (южная осетия) это грузинская земля!
Я считаю, что Карабах это Азербайджанская земля!

აქვთ უფლება რომ ჩემს პირად გვერდზე მომთხოვონ ამის წაშლა? --MEDGEORGIA  განხილვა  15:43, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

უნდა გვესმოდეს, რომ ვიკიპედიის გვერდები აპოლიტიკური უნდა იყოს. არანაირი პოლიტიკური ფრაზები და მისთ. ვიკიპედია არ უნდა გახდეს რაიმე პროტესტის გამოხატულების ადგილი. რაც შეეხება თქვენს გვერდს, თუ გთხოვენ რამის წაშლას, მოითხოვეთ ბმული. - ოთოჯი განხილვა 17:13, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ უნდა წაიშალოს ეს რუკები. მიზეზი? თუ რუსულ ვიკიპედიაში მოღვაწეობ და აკეთებ ქართულ საქმეს, დაბლოკვა არააა სასურველი. ოთოს დავეთანხმები, ვიკიპედია არაა პოლიტიკური მოსაზრებების გამოსახატი ადგილი. --JABA 1977 17:17, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ზოგადად, თუკი უცხოურ ვიკიპედიაში მუშაობა გვსურს ვინმეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი უცხოელისათვის გამაღიზიანებელია რადიკალიზმის ნებისმიერი სახე. პატრიოტული მიზნები თუ გვაქვს, უმჯობესია რაციონალური და ზომიერი მიდგომა საკითხისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბივიღებთ ბლოკს (ხშირად სამართლიანადაც კი!) და ამით პირიქით, სახელს ვუტეხავთ საქართველოს ნაცვლად დასახული პროქართული პროპაგანდისა. Deu. 17:31, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
რუსული ვიკიპედიის წესში ნათქვამია რეკომენდაციის შესახებ. პირდაპირი მოთხოვნა არ წერია. P.S. არამგონია უცხოენოვანი ვიკიპედიის წესები ქართული ვიკიპედიის ფორუმზე განსახილველი იყოს.--Melberg; 19:43, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეროვნებით სომხების სიმრავლეა რუსულ ვიკიპედიაში და არამარტო რუსულში. ქართულ სოფლებზე, მუნიციპალიტეტებზე პირველ რიგში მითითებულია სომხური დასახელება, აგრეთვე სომხურენოვანი რუკები, სომხური ტაძრები. დავამატე რამდენიმე ილუსტრაცია რომ კონკრეტულ სოფელისა და მუნიციპალიტეტის ქართულენოვანი რუკები, ქართული ტაძრები, რათქმაუნდა ამ ილუსტრაციებს ჯერ სომხების ტაძრები წაუმძღვარეს, მერე საერთოდ წაშალეს და გვერდიც დაბლოკეს რედაქტირებისგან. მერე ადმინისტრატორებთან მიჩივლეს და გაფრთხილებაც მომცეს ზემოთხსენებულ რუკებთან დაკავშირებით. ერთმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკაზე თქვა „საიდან მოვიდა ეს სამარცხვინო რუკაო”.

--MEDGEORGIA  განხილვა  20:04, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მიკრონაწიკები

რამდენად მცირეა მოლეკულა მმ–თან, ასევე ატომი მმ–თან, ელექტრონი მმ–თან, ნეიტრონები და პროტონებიც, მაინტერესებს, ასევე კვარკების შედარება მმ–თან ანუ მილიმეტრთან, მოკლედ გლეხურ ენაზე, მადლობთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎31.146.49.190 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

პირველ რიგში, გირჩევდით, წაიკითხოთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. შემდეგ თავად მოლეკულაზე, ატომზე, ელექტრონზე, ნეიტრონზე და პროტონზე იხილოთ სტატიები. თუ მოცემულ სტატიებში არ აღმოჩნდება სასურველი ინფო და თქვენ იცით, შეგიძლიათ, თავად ჩაამატოთ. მხოლოდ ამის გათვალისწინებით. აქ ყველა მოხალისე ვართ :) — G.G. 10:57, 1 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

რუსული ვიკიპედია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

გამარჯობა. არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვწერ ამას, მაგრამ რუსული ვიკიპედიის ამ სტატიაში, რომელიც მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალს ეხება, ცალსახად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ეჭვქვეშ არის დაყენებული. „სამხრეთ ოსეთი“ მოხსენიებულია როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. შეგვიძლია თუ არა რაიმე მოვიმოქმედოდ გამოსასწორებლად? --Waiper 11:11, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

davit agmasheneblis simagle

vin icit ra simagle hqonda davit agmashenebels? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 93.177.155.38 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ჰკითხეთ რუსუდან ბაგრატუნს ან მოიძიეთ თავად. ვიკიპედია ცნობათა ბიურო არაა! — Mikheil მიწერა 21:31, 9 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ავტობიოგრაფიის დაწერა

გამარჯობათ! მაინტერესებს როგორ დავწერო ავტობიოგრაფია ისე რომ არ მოხდეს გასუფთავება ნაწერის.