ვიკიპედია:მასწავლებელი (ფორმატირება)


მთავარი   რედაქტირება   ფორმატირება   ვიკი-ბმულები   გარე ბმულები   განხილვა   გახსოვდეთ   რეგისტრაცია   დასასრული    

ვიკიპედიის სტატების ფორმატირება ოდნავ განსხვავდება სტანდარტულ ტექსტურ პროცესორში წერისგან. მკაცრი WYSIWYG მოდგომის ნაცვლად, ვიკიპედია იყენებს ტექსტურ კოდდებს გვერდის განსაზღვრული ელემენტების შესაქმნელად (მაგ. სათაურები). ეს „ენა“ ცნობილია როგორც „ვიკიტექსტი“ და შექმნილია რედაქტირების სიადვილისთვის.

მუქი და დახრილი ტექსტი

ყველაზე ხშირად გამოყენებული ვიკი-კოდებია მუქი და დახრილი. გამუქება და დახრა ხდება სიტყვის ან ფრაზის ორივე ბოლოში რამდენიმე აპოსტროფის დასმით ('):

აკრეფთ მიიღებთ
''კურსივი'' კურსივი

'''მუქი'''

მუქი

'''''მუქი კურსივი'''''

მუქი კურსივი

სათაურები და ქვესათაურები

სათაურები და ქვესათაურები სტატიის ორგანიზაციის გაუმჯობესების მოხერხებული საშუალებაა. თუ შეამჩნევთ ორ ან მეტ განსხვავებულ თემას განხილულს სტატიაში, მაშინ შეგიძლიათ გაყოთ ისინი სათაურის ჩასმით ყოველ სექციაში.

სათაურების შექმნა შეიძლება ამგვარად:

აკრეფთ მიიღებთ

==სათაური==

სათაური

===ქვესათაური===

ქვესათაური

თუ სტატიაში მინიმუმ ოთხი სათაურია, ავტომატურად შეიქმნება სარჩევი. სცადეთ შექმნათ სექციის სათაური ამ გვერდის სავარჯიშო გვერდზე. ის ავტომატურად დაემატება იმ გვერდის სარჩევს, თუ უკვე არსებობს სამი სხვა სათაური (ქვესათაური).

ფორმატირების კონვენციები

ვიკიპედიაში მიღებული კონვენციაა მოინიშნოს მუქად სტატიის თემის სახელები, როცა ისინი პირველად არის ნახსენები სტატაიაში. მაგ. სტატია თამარ მეფე იწყება:

თამარ მეფე (* დაახ. 1160 - 1213), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის ჩამომავალი.

კიდევ ერთი მიღებული პრაქტიკაა წიგნის, ფილმის, ალბომისა და კომპიუტერული/ვიდეო თამაშის სათაურის დახრილი შრიფტით ჩვენება. თუ სტატიის თემის პირველი ხსენება ასევე წიგნი ან ფილმია, მაშინ მუქი კურსივი არის გამოყენებული. მაგ. მეგობრები (ტელესერიალი) იწყება:

მეგობრები (ინგლ. Friends) — ამერიკული სატელევიზიო კომედიური სერიალი, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები ექვსი საუკეთესო მეგობრის შესახებ მოგვითხრობს.

როგორც წესი, სასურველია, რომ კვლევების (მაგ. მეცნიერული ნაშრომები), თავების (მაგ. წიგნის), სიმღერის, ან სატელევიზიო ეპიზოდის სახელები მოხსენიებული იყო „ბრაჭყალებში“ დახრილი ტექსტის ნაცვლად. თუ სტატია იწყება ერთ-ერთი ასეთი მონაცემით, მაშინ ის „მუქად და ბრჭყალებით“ მოინიშნება.


იხ. გვერდის რედაქტირება ან შპარგალკა უფრო მეტი ინფორმაციისთვის.
სცადეთ რა ისწავლეთ სავარჯიშო გვერდზე

განაგრძეთ მეცადინეობა ვიკი-ბმულებში