ვიკიპედია:მასწავლებელი (რედაქტირება)


მთავარი   რედაქტირება   ფორმატირება   ვიკი-ბმულები   გარე ბმულები   განხილვა   გახსოვდეთ   რეგისტრაცია   დასასრული    
დააწკაპუნეთ რედაქტირებას სტატიის შესაცვლელად
დააწკაპუნეთ რედაქტირებას სტატიის შესაცვლელად

ვიკის ყველაზე მარტივი თვისება არის: გვერდის რედაქტირება! სულ მცირე დაცული გვერდების გამონაკლისის გარდა, ყველა გვერდს აქვს ბმული სახელით „რედაქტირება“. ეს ბმული საშუალებას გაძლევთ სწორედ ეს გააკეთოთ: არედაქტიროთ გვერდი, რომელსაც თქვენ უყურებთ. ამგვარ საიტებს, სადაც ყველას შეუძლია ყველაფერი შეასწოროს, ცნობილია როგორც „ვიკი“. გადადით სავარჯიშო გვერდზე და დააწკაპუნეთ ბმულზე „რედაქტირება“. თქვენ იხილავთ ვიკი-კოდს ამ გვერდისთვის. ჩაამატეთ რაიმე სახალისო, მაგ. „გამარჯობა მსოფლიო!“, შემდეგ კი შეინახეთ იგი და ნახეთ შედეგი! (შენიშვნა: მხოლოდ არა ამ გვერდზე)

წინასწარ გადახედვა

ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის გამოყენება ახლავე უნდა დაიწყოთ არის წინასწარ გადახედვის ღილაკი. სცადეთ რაიმეს ჩაწერა სავარჯიშო გვერდზე, შემდეგ დააწკაპუნეთ სავარჯიშოს ღილაკს წინასწარ გადახედვა ნაცვლად გვერდის შენახვისა. ეს საშუალებას მოგცემთ შეხედოთ როგორი სახე ექნება გვერდს თქვენი რედაქტირების შემდეგ, სანამ თქვენ მას შეინახავდეთ. შეცდომებს ყველა ვუშვებთ; ეს ფუნქცია კი საშუალებას გვაძლევს დავიჭიროთ ისინი. ამ ღილაკის გამოყენება ასევე საშუალებას გაძლევთ სცადოთ შეცვალოთ ფორმატი გვერდის ისტორიის უსაშველოდ გაზრდის გარეშე. თუმცა ნუ დაივიწყებთ თქვენი რედაქტირების შენახვას წინასწარ გადახედვის შემდეგ!

რედაქტირების რეზიუმე

Edit summary text box
Edit summary text box

სანამ შენახვას დააწკაპუნებთ, ვიკიპედიელები კარგ ტონად („ვიკიკეტი“) თვლიან თუ თქვენი ცვლილებების თავაზიან განმარტებას ჩაწერთ რეზიუმეს ველში, რომელიც მდებარეობს რედაქტირების ფანჯრის ქვეშ. ეს შეიძლება ძალიან მოკლე იყოს; მაგ. თუ თქვენ მხოლოდ ჩაწერთ “typo”, ხალხი მიხვდება, რომ თქვენ მცირე მართლწერის ან პუნქტუაციური ჩასწორება გააკეთეთ. ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ მონიშნოთ 'ჩეკბოქსი' „მცირე შესწორება“ (ის ჩანს მხოლოდ თუ დარეგისტრირებული ხართ).


ჩაატარეთ სახალისო ექსპერიმენტები სავარჯიშო გვერდზე
გააგრძელეთ მეცადინეობა ფორმატირებაში