ვიკიპედია:მასწავლებელი (განხილვა)

მთავარი   რედაქტირება   ფორმატირება   ვიკი-ბმულები   გარე ბმულები   განხილვა   გახსოვდეთ   რეგისტრაცია   დასასრული    

განხილვის გვერდები არის ვიკიპედიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სტატიები და სხვა საკითხები განიხილონ.

თუ სტატიის ან რაიმე სხვა საკითხის შესახებ შეკითხვა ან მოსაზრება გაგიჩნდათ, შეგიძლიათ ჩასვათ შეტყობინება სტატიის განხილვის გვერდზე. ეს კეთდება გვერდის თავში მდებარე ყუაზე „განხილვა“ დაწკაპუნებით. არაუშავს თუ ბმული წითელია — ეს ნიშნავს, რომ ამ თემაზე განხილვა ჯერ არ დაწყებულა და თქვენ ხართ პირველი.

ახალი შეტყობინების დაწერისას, დატოვეთ იგი განხილვის გვერდის ბოლოს. გამონაკლისია, როცა თქვენ ვინმეს შენიშვნას პასუხობთ, მაშინ თქვენი პასუხი იმ შენიშვნის შემდეგ უნდა ჩასვათ. აბზაცის გამოყოფა შეგიძლიათ ორწერტილის (:) დასმით ხაზის დასაწყისში.

თქვენი შეტყობინება უნდა დაასრულოთ ხელმოწერით: ~~~ მხოლოდ თქვენს მომხ. სახელს დაწერს, ან ~~~~ თქვენს მომხ. სახელსა და დროს. ამგვარად, როცა გვერდს შეინახავთ, თქვენი ხელმოწერა ავტომატურად დაფიქსირდება. სხვაგვარად თქვენს შეტყობინებას თქვენი სახელი არ ექნება. მოხერხებულობისთვის, რედაქტირების ფანჯრის თავზე არის ღილაკი, რომელიც ავტომატურად ჩასვამს კოდს „--~~~~“.

თქვენი მომხმარებლის სახელი შექმნა შეგიძლიათ ანგარიშის გახსნით (ეს უფასოა). თუ ანგარიში არ გაქვთ, ან სისტემაში არ შესულხართ, ხელმოწერით დაიწერება თქვენი კომპიუტერის გარე IP მისამართი.

მომხმარებლების განხილვის გვერდები

ყველა ვიკიპედიელს აქვს განხილვის გვერდი, რომელზეც სხვა ვიკიპედიელები ტოვებენ შეტყობინებებს. თუ ვინმემ შეტყობინება დაგიტოვათ, თქვენ მიიღებთ ცნობას „თქვენ გაქვთ ახალი შეტყობინება“, ბმულით თქვენს განხილვის გვერდზე.

პასუხის გაცემის ორი გზა არსებობს. ერთია შეტყობინების დატოვება მომხმარებლის განხილვის გვერდზე. მეორე — პასუხის დაწერა თქვენსავე განხილვის გვერდზე საწყისი შეტყობინების ქვეშ. ორივე წესი მიღებულია ვიკიპედიაში; თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს გვერდზე პასუხის გაცემისას ალბათობა იმისა, რომ მას ადრესატი იხილავს ნაკლებია, თუ მან თქვენი გვერდი ხელმეორედ არ შეამოწმა. თუ ძირითადად ამ მეთოდით ხელმძღვანელობთ, მაშინ სასურველია გაფრთხილება ჩასვათ თქვენი გვერდის დასაწყისში ყველას საყურადღებოდ.

წაწევები

წაწევები დისკუსიის გაშლას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ვინაიდან უფრო ადვილი ხდება მისი წაკითხვა. სტანდარტული პრაქტიკაა თქვენი პასუხის ერთი დონით წაწევა თქვენამდე არსებულ შეტყობინებასთან მიმართებაში.

წაწევის რამდენიმე გზა არსებობს ვიკიპედიაში:

მარტივი წაწევები

წაწევის უმარტივესი გზაა ორწერტილის დასმა (:) ხაზის დასაწყისში. რაც უფრო მეტ ორწერტილს დასვამთ, მით უფრო წაიწევს თქვენი ტექსტი მარჯვნივ. აბზაცზე გადასვლა (enter ან „return“-ზე დაჭერა) ასრულებს წაწეულ პარაგრაფს.

მაგალითად:

ეს ხაზი გასწორებულია მარცხნივ.
: ეს ხაზი ოდნავ წაწეულია.
:: ეს ხაზი კიდევ უფროა წაწეული.

ასე გამოიყურება:

ეს ხაზი გასწორებულია მარცხნივ.
ეს ხაზი ოდნავ წაწეულია.
ეს ხაზი კიდევ უფროა წაწეული.

ჩამონათვალი

წაწევების გაკეთება შეიძლება ჩამონათვალის სახითაც (როგორც წესი სიებში). უნომრო ჩამონათვალის სტილის შესაქმნელად გამოიყენეთ ვარსკვლავი (*). ზემოთ განხილული წაწევების მეთოდის მსგავსად, რაც მეტ ვარსკვლავს დასვამთ პარაგრაფის წინ, მით უფრო მარჯვნივ გაიწევს ტექსტი.

ნიმუში:

* სიაში პირველი ხაზი
* სიაში მეორე ხაზი
** მეორე ხაზის ქვე-ხაზი
* სიის მესამე ხაზი

რომელიც ასე გამოიყურება:

  • სიაში პირველი ხაზი
  • სიაში მეორე ხაზი
    • მეორე ხაზის ქვე-ხაზი
  • სიის მესამე ხაზი

დანომრილი სიები

შეგიძლიათ შექმნათ დანომრილი სიებიც. ამისთვის გამოიყენეთ ნომრის ნიშანი ან ოქტოტორფი (#). ეს როგორც წესი გამოიყენება კენჭისყრებში ავტომატური ნუმერაციისთვის. აქაც შეგიძლიათ წაწევები გამოიყენოთ იმის მიხედვით თუ რამდენ #-ს გამოიყენებთ ხაზის დასაწყისში.

ნიმუში:

# პირველი ხაზი
# მეორე ხაზი
## მეორე ხაზის ქვე-ხაზი
# მესამე ხაზი

გამოიყურება ასე:

  1. პირველი ხაზი
  2. მეორე ხაზი
    1. მეორე ხაზის ქვე-ხაზი
  3. მესამე ხაზი

დისკუსიის ნიმუშები

აქ მოყვანილია კარგად ფორმატირებული დისკუსიის ნიმუში:

გაუ. ერთი კითხვა მაქვს ამ სტატიაზე. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ვარდისფერი სპილოები მხოლოდ ნიუ-იორკში ცხოვრობენ! JayRandumWikiUser 02:49, 10 Dec 2003 (UTC)

ჰმმ, ბოლოს ნიუ-იორკში რომ ვიყავი, რაც სპილოები ვნახე, ყველა მწვანე იყო. — try2BEEhelpful 17:28, 11 Dec 2003 (UTC)
მე მგონი შენი მტკიცებისთვის გადამოწმებადი წყარო უნდა ნახო. Living × Skepticism 20:53, 11 Dec 2003 (UTC)
ოკ, აი ეს სპილოების ჟურნალები მეთანხმება:
* სპილოების ყოველთვიური
* სპილოების მსოფლიო
try2BEEhelpful 19:09, 12 Dec 2003 (UTC)
მე ავსტრალიაში ვცხოვრობ, სადაც სპილოები კენგურუებს გვანან! ქვემოთ მოყვანილი ხალხიც მეთანხმება: -DontGdayMateMe 17:28, 14 Dec 2003 (UTC)
# ElefantLuvr 01:22, 15 Dec 2003 (UTC)
# AisleVoteOnAnything 05:41, 15 Dec 2003 (UTC)
# alittlebehindthetimes 18:39, 27 Jan 2004 (UTC)

შენიშნეთ, თუ თქვენი კომენტარისთვის სიის დამატება გსურთ, ჩასვით ორწერტილი სიის ყოველი ახალი ხაზისთვის, მაგ.:

::: ოკ, სპილოების ეს ჟურნალები მეთანხმება:
::: * ''სპილოების ყოველთვიური''
::: * ''სპილოების მსოფლიო''
::: — [[ვიკიპედია:მომხმარებლის გვერდი|try2BEEhelpful]] 19:09, 12 Dec 2003 (UTC)

ასევე, თქვენი შეტყობინებისთვის ხელმოწერა ასე ხდება:

  • დაწერეთ ~~~ მხოლოდ სახელისთვის (try2BEEhelpful), ან
  • დაწერეთ ~~~~ სახელისა და თარიღისთვის (try2BEEhelpful 19:09, 12 Dec 2003 (UTC)), ან
  • დაწერეთ ~~~~~ მხოლოდ თარიღისთვის (19:09, 12 Dec 2003 (UTC)).

ზოგადად ყოველთვის სახელითა და თარიღით უნდა მოაწეროთ, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ სახელი საკმარისია.

ცდა

ცდა! ამჯერად, სავარჯიშოში რედაქტირების ნაცვლად დატოვეთ შეტყობინება განხილვის გვერდზე "გვერდის განხილვა"-ზე დაწკაპუნებით. არ დაგავიწყდეთ ხელის მოწერა. ალბათ სასურველია ვინმეს კომენტარს გასცეთ პასუხი. გახსოვდეთ, ჯერ წინასწარ გადახედვა გამოიყენეთ, რათა დაწმუნდეთ, რომ თქვენი ფორმატირება ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ გსურდათ.

სცადეთ სანიმუშო დისკუსიის გამართვა ამ გვერდის განხილვის გვერდზე

სხვა პროექტების გვერდები

განხილვის გვერდების გარდა არსებობს კულისებს მიღმა არსებული გვერდების რამდენიმე სხვა კატეგორია, რომლებიც ვიკიპედიელებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში ეხმარება და სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ამ გვერდებს როგორც წესი "სახელთა სივრცეებს" უწოდებენ — როგორც მაგალითად, "განხილვის სახელთა სივრცე".

გვერდები სახელთა სივრცეში ვიკიპედია (ასევე ცნობილი როგორც პროექტის სახელთა სივრცე) იძლევა ინფორმაციას ვიკიპედიის შესახებ და მის გამოყენებაში გვეხმარება.

შიგთავსი ჩაწერილი თარგის გვერდზე, გამოჩნდება სტატიებში, რომლებშიც ეს თარგია ჩასმული. მაგ. შიგთავსი ჩაწერილი თარგში თარგი:დაცული გამოჩნდება ნებისმიერ სტატიაში, რომეშიც ჩასმულია {{დაცული}} კოდი. გადახედეთ გვერდს ვიკიპედია:თარგები უკვე არსებული თარგების სიისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს თარგები თქვენს სტატიებშიც. ასევე შეგიძლიათ ახალი თარგების შექმნა.

ყველა ამ პროექტის გვერდს ასევე საკუთარი განხილვის გვერდი აქვს.

სახელთა სივრცეებზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვიკიპედია:სახელთა სივრცე

განაგრძეთ მეცადინეობა სამახსოვროზე