ვიკიპედია:გადამოწმებადობა

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:გდ)

ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს.

მინიმალური მოთხოვნა ვიკიპედიაში ინფორმაციის დამატებაზე არის გადამოწმებადობა და არა ჭეშმარიტება. გადამოწმებადი ამ კონტექსტში ნიშნავს, რომ ნებისმიერ მკითხველს უნდა შეეძლოს შემოწმება, რომ ვიკიპედიაში მითითებული მასალა უკვე გამოქვეყნებული იყო სანდო წყაროების მიერ, რადგან ვიკიპედია არ აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებებს ან ორიგინალურ კვლევებს.

ვიკიპედია:გადამოწმებადობა ერთ-ერთია ვიკიპედიის შიგთავსის სახელმძღვანელოს სამი ძირითადი პრინციპიდან. დანარჩენი ორი პრინციპია ვიკიპედია:არაორიგინალური კვლევა და ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი. ერთობლივად, ეს პოლიტიკა განსაზღვრავს იმ მასალის ხასიათსა და ხარისხს, რომელიც მისაღებია ვიკიპედიის მთავარ სახელთა სივრცეში. მათი ინტერპრეტაცია ერთმანეთისგან გამიჯნულად არ უნდა მოხდეს და, შესაბამისად, რედაქტორები უნდა გაეცნონ სამივე მათგანს.

პოლიტიკა, რომელსაც ეს სამი პრინციპი ემყარება განხილვას ექვემდებარება მხოლოდ ფონდის დონეზე, და არა ქართული ან რომელიმე სხვაენოვანი ვიკიპედიის დონეზე.

პოლიტიკა

  1. სტატიები უნდა შეიცავდეს მასალას, გამოქვეყნებულს სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ.
  2. რედაქტორებმა სტატიაში ახალი მასალის დამატებისას უნდა მიუთითონ სანდო წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ დააყენებენ და წაშლიან.
  3. სანდო წყაროს მითითების ვალდებულება აკისრია რედაქტორს, რომელსაც მასალის დამატება სურს, და არა მას, ვინც ამ მასალას შლის.