ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007


ევროვიზის სიმღერის კონკურსი 2007ევროვიზიის 52-ე სიმღერის კონკურსი. კონკურსში სერბეთმა გაიმარჯვა და ის ჰარტვოლ არენაში ჰელსინკი, ფინეთი ჩატარდა 10 მაისიდან (ნახევარფინალი) 12 მაისამდე (ფინალი). კონკურსის მასპინძელი ტრანსლატორი იყო YLE. ფინეთმა კონკურსის მასპინძლობის უფლება მძიმე მეტალ ჯგუფის ლორდის წყალობით მოიპოვა, რომელმაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2006 მოიგო ფინეთის წარმომადგენლის სახით. ეს ნიშნავდა, რომ ფინეთი პირველად გახდებოდა ევროვიზიის ჩატარების ადგილი. მასპინძლები პოპულარული ფინელი ტელეწამყვანი იანა პელკონენი და ფინელი მუსიკოსი და მსახიობი მიკო ლეპილამპი იყვნენ, ხოლო კრისე სალმინენი მწვანე ოთახიდან ერთვებოდა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007
Helsinki ESC 2007.svg
თარიღ(ებ)ი 12 მაისი 2007 ფინალი
10 მაისი 2007 ნახევარ-ფინალი
წამყვან(ებ)ი იანა პელკონენი
მიკო ლეპილამპი
კრისე სალმინენი (მწვანე ოთახში)
გამართვის ადგილი ჰარტვოლ არენა, ჰელსინკი, ფინეთი
გამარჯვებული სიმღერა სერბეთის დროშა სერბეთი
მარია სერიფოვიჩი "Molitva"
ხმის მიცემის სისტემა ხმის მიცემა ხდება ზარით ან ესემესით. ქვეყანა 10 ფავორიტს აძლევს 12, 10 და 8-დან 1 ქულამდე. ქულების ყველა ქვეყნიდან დასახელების შემდეგ ვლინდება გამარჯვებული
მონაწილეთა რაოდენობა სულ 42 ქვეყანა, 28 ნახევარ-ფინალში და 24 ფინალში (რომელთაგან 10 ნახევარ-ფინალიდანაა)
ქვეყნების დებიუტი ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
საქართველოს დროშა საქართველო
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
სერბეთის დროშა სერბეთი
დაბრუნებული ქვეყნები ავსტრიის დროშა ავსტრია
უნგრეთის დროშა უნგრეთი
გასული ქვეყნები მონაკოს დროშა მონაკო
ნული ქულა არც ერთი
შუალედური წარმოდგენა აპოკალიპტიკა
გამხსნელი წარმოდგენა Lordi
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007
2006     Wiki Eurovision Heart (Infobox).svg    2008

კონკურსის ოფიციალური ლოგო უცვლელი დარჩა, მასპინძელი ქვეყნის, ფინეთის, დროშით შუაგულში. ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ და YLE-მ გამოაცხადეს, რომ 2007 წლის კონკურსის თემა იქნებოდა "True Fantasy" (ნამდვილი ფანტაზია), რომელმაც ფინელების და ფინეთის კულტურის პოლარულობა მოიცვა. კონკურსის ვიზუალური თემის გასაფორმებლად დიზაინ-სააგენტო "Dog Design"-მა იზრუნა, კალეიდოსკოპური მონახაზების შექმნით, რომლებიც მრავალგვარი სიმბოლოებისგან გაკეთდა, მათ შორის ძახილის ნიშენებისგან და ასო "F"-ისგან. 2007 წლის 20 თებერვალს კონკურსის გადამუშავებული ოფიციალური საიტი გაეშვა, რომელმაც პირველად გააკეთა იმ წლის თემატური მონახაზები. გამოვიდა ოფიციალური CD და DVD.

ჰარტვოლ არენა, ფინეთის უდიდესი ყინული ოკეის არენა, თავიდანვე ფავორიტი იყო კონკურსის გასამართი ადგილების არჩევისას. არენა თვითონ YLE-ს ოპერაციულ ცენტრთანაა განლაგებული, რაც ლოჯისტიკას აადვილებდა. ასევე, გაკეთდა კონკურსის 13 მილიონ ევროიანი ბიუჯეტის პრეზენტაცია. კონკურსის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს ფინურმა ქალაქებმა ესპოომ, ტურკუმ და ტამპერემ.

მონაწილეობას იღებდა რეკორდული რაოდენობის - 42 ქვეყანა. ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ (ემგ) თავისი შეზღუდვა 40 ქვეყნამდე აღარ გამოიყენა, რაც ზოგიერთი ქვეყნის კონკურსს გარეთ დარჩენას გამოიწვევდა.

2007 წლის 12 მარტს ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა ნახევარფინალში, ფინალში და ხმების გამოცხადებისას ქვეყნების რიგითობაზე.

კონკურსის გამარჯვებული - მარია შერიფოვიჩი

შედეგებირედაქტირება

ნახევარ–ფინალირედაქტირება

ნახევარ–ფინალი გაიმართა 2007 წლის 10 მაისს. 28 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეასრულეს სიმღერები და 42–მა ქვეყანამ მისცა ხმა.

ნომერი ქვეყანა ენა შემსრულებელი სიმღერა ადგილი ქულა
01   ბულგარეთი ბულგარული Elitsa Todorova
და Stoyan Yankoulov
"Water" 6 146
02   ისრაელი ინგლისური, ფრანგული, ივრითი Teapacks "Push the Button" 24 17
03   კვიპროსი ფრანგული Evridiki "Comme Ci, Comme Ça" 15 65
04   ბელარუსი ინგლისური დიმიტრი კოლდუნი "Work Your Magic" 4 176
05   ისლანდია ინგლისური Eiríkur Hauksson "Valentine Lost" 13 77
06   საქართველო ინგლისური სოფო ხალვაში "Visionary Dream" 8 123
07   მონტენეგრო მონტენეგრული [1] Stevan Faddy "'Ajde, kroči" 22 33
08   შვეიცარია ინგლისური DJ Bobo "Vampires Are Alive" 20 40
09   მოლდოვა ინგლისური Natalia Barbu "Fight" 10 91
10   ნიდერლანდი ინგლისური Edsilia Rombley "On Top of the World" 21 38
11   ალბანეთი ინგლისური, ალბანური Frederik Ndoci "Hear My Plea" 17 49
12   დანია ინგლისური DQ "Drama Queen" 19 45
13   ხორვატია ხორვატული, ინგლისური Dragonfly და Dado Topić "Vjerujem u ljubav" 16 54
14   პოლონეთი ინგლისური The Jet Set "Time To Party" 14 75
15   სერბეთი სერბული მარია შერიფოვიჩი "Molitva" (Молитва) 1 298
16   ჩეხეთი ჩეხური Kabát "Malá dáma" 28 1
17   პორტუგალია პორტუგალიური, ინგლისური, ესპანური, ფრანგული Sabrina "Dança comigo" 11 88
18   მაკედონია მაკედონური, ინგლისური Karolina "Mojot svet" (Мојот свет) 9 97
19   ნორვეგია ინგლისური, ესპანური Guri Schanke "Ven a bailar conmigo" 18 48
20   მალტა ინგლისური Olivia Lewis "Vertigo" 25 15
21   ანდორა კატალონური, ინგლისური Anonymous "Salvem el món" 12 80
22   უნგრეთი ინგლისური Magdi Rúzsa "Unsubstantial Blues" 2 224
23   ესტონეთი ინგლისური Gerli Padar "Partners in Crime" 22 33
24   ბელგია ინგლისური The KMG's "Love Power" 26 14
25   სლოვენია სლოვენიური Alenka Gotar "Cvet z juga" 7 140
26   თურქეთი ინგლისური Kenan Doğulu "Shake It Up Şekerim" 3 197
27   ავსტრია ინგლისური Eric Papilaya "Get a Life - Get Alive" 27 4
28   ლატვია იტალიური Bonaparti.lv "Questa notte" 5 168

ფინალირედაქტირება

ფინალისტები იყვნენ:

ფინალი გაიმართა 2006 წლის 12 მაისს. სერბეთმა გაიმარჯვა.

ნომერი ქვეყანა ენა შემსრულებელი სიმღერა ადგილი ქულა
01   ბოსნია და ჰერცეგოვინა სერბული[2] Marija "Rijeka bez imena"
(Ријека без имена)
11 106
02   ესპანეთი ესპანური, ინგლისური D'NASH "I Love You Mi Vida" 20 43
03   ბელარუსი ინგლისური დიმიტრი კოლდუნი "Work Your Magic" 6 145
04   ირლანდია ინგლისური Dervish "They Can't Stop The Spring" 24 5
05   ფინეთი ინგლისური Hanna Pakarinen "Leave Me Alone" 17 53
06   მაკედონია მაკედონური, ინგლისური Karolina "Mojot svet" (Мојот свет) 14 73
07   სლოვენია სლოვენიური Alenka Gotar "Cvet z juga" 15 66
08   უნგრეთი ინგლისური Magdi Rúzsa "Unsubstantial Blues" 9 128
09   ლიტვა ინგლისური 4Fun "Love or Leave" 21 28
10   საბერძნეთი ინგლისური სარბელი "Yassou Maria" 7 139
11   საქართველო ინგლისური სოფო ხალვაში "Visionary Dream" 12 97
12   შვედეთი ინგლისური The Ark "The Worrying Kind" 18 51
13   საფრანგეთი ფრანგული, ინგლისური Les Fatals Picards "L'amour à la française" 22[3] 19
14   ლატვია იტალიური Bonaparti.lv "Questa Notte" 16 54
15   რუსეთი ინგლისური Serebro "Song #1" 3 207
16   გერმანია გერმანული, ინგლისური Roger Cicero "Frauen regier'n die Welt" 19 49
17   სერბეთი სერბული მარია შერიფოვიჩი "Molitva" (Молитва) 1 268
18   უკრაინა უკრაინული, გერმანული, ინგლისური ვერკა სერდუჩკა "Dancing Lasha Tumbai"
(Dancing Лаша Тумбай)
2 235
19   გაერთიანებული სამეფო ინგლისური Scooch "Flying the Flag" 22 19
20   რუმინეთი ინგლისური, იტალიური, ესპანური,
რუსული, ფრანგული, რუმინული
Todomondo "Liubi, Liubi, I Love You" 13 84
21   ბულგარეთი ბულგარული Elitsa Todorova
და Stoyan Yankoulov
"Water" 5 157
22   თურქეთი ინგლისური Kenan Doğulu "Shake It Up Şekerim" 4 163
23   სომხეთი ინგლისური, სომხური ჰაიკო "Anytime You Need" 8 138
24   მოლდოვა ინგლისური Natalia Barbu "Fight" 10 109

ხმის მიცემა ფინალშირედაქტირება

ფინალში მიცემული ხმები ქვეყნებმა შემდეგი თანმიმდევრობით გაგვაცნეს:


სქოლიორედაქტირება

  1. 'Ajde, kroči - info Montenegrin. Diggiloo Thrush. ციტირების თარიღი: 2009-05-30.
  2. Rijeka bez imena - info. Diggiloo Thrush. ციტირების თარიღი: 2009-03-29.
  3. Eurovision Song Contest 2007. EBU. ციტირების თარიღი: 2009-07-30.