კალეიდოსკოპი (ბერძ. καλόςლამაზი, εἶδος — სახე და σκοπέω — ვუყურებ, ვაკვირდები) — 1. მილი, რომლის შიგნით (სიგრძის გასწვრივ) განლაგებულია სამი სარკული ფირფიტა ერთმანეთისადმი 60°-იანი კუთხით. მილის ერთი ბოლო დახურულია მქრქალი მინით, რომელზეც დაყრილია სხვადასხვა ფერის მინის ნამსხვრევები (ისინი მილის დანარჩენი სივრცისაგან გამოყოფილია გამჭვირვალე მინით), მეორე ბოლო კი - მრგვალხვრელიანია და სახურავი აქვს. კალეიდოსკოპი გამოიგონა ინგლისელმა ფიზიკოსმა დეივიდ ბრიუსტერმა 1817 წელს.

გამოსახულება კალეიდოსკოპში

2. გადატანითი მნიშვნელობით — მოვლენის, შთაბეჭდილებების, სახეებისა და სხვა სწრაფი ცვლილება.

ლიტერატურა

რედაქტირება