მარია შერიფოვიჩი
(გადამისამართდა გვერდიდან მარია სერიფოვიჩი)
მარია შერიფოვიჩი (სერბ. Марија Шерифовић) — 2007 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული, ჰელსინკიში. მან პირველი ადგილი დაიკავა სიმღერით: Molitva. სერბეთმა 2007 წელს ევროვიზიაზე პირველად მიიღო მონაწილება როგორც დამოუკიდებელმა ქავეყანამ. მარიმ სერბ ხალხს დიდი ზეიმი მოუტანა მისი ევროვიზიაზე გამარჯვებით, ასევე მარიას დამსახურებით 2008 წელს ევროვიზიის მასპინძელი ქალაქი ბელგრადი გახდა.
მარია შერიფოვიჩი | |
---|---|
მარია სერიფოვიჩი ევროვიზიაზე ჰელსინკიში 2007 წელს | |
დაბადების სახელი | მარია შერიფოვიჩი |
დაბადების თარიღი |
14 ნოემბერი, 1984 კრაგიუევაჩი, სერბეთი, იუგოსლავია |
რეზიდენცია | ბელგრადი |
აქტიური | 2003 — დღემდე |
საიტი | marija-serifovic.com |
მარია სერიფოვიჩი ვერიცა შერიფოვიჩის შვილია. ვერიცა ფოლკლორული რეპერტუარების შემსრულებელია. მარია პირველი კლასიდან მღერის. ის თავიდან ხალხურ სიმღერებს მღეროდა, შემდეგ კი — პოპს. ერთ-ერთ საბავშვო რეგიონულ კონკურსზე მარიამ უიტნი ჰიუსტონის რეპერტუარიდან შეასრულა სიმღერა.
ალბომები
რედაქტირება- 2003 «Нај, најбоља»
- 2006 «Без љубави»
- 2008 «Нисам аднео»
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-06-17 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: Lordi |
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულები 2007 |
შემდეგი: დიმა ბილანი |