დიდიე დროგბა
დიდიე ივ დროგბა ტებილი (ფრანგ. Didier Yves Drogba Tébily; დ. 11 მარტი, 1978, აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის კლუბ „მონრეალ იმპაქტის“ თავდამსხმელი და კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. გოლების საერთო რაოდენობით დროგბა „ჩელსიში“ მე-4 ადგილზეა. ის პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელსაც 100 გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიდიე ივ დროგბა ტებილი | ||
დაბადების თარიღი | 11 მარტი, 1978 | ||
დაბადების ადგილი | აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი | ||
სიმაღლე | 188 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მონრეალ იმპაქტი | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1989–1991 | აბვილი | ||
1991–1993 | ვანი | ||
1993–1997 | ლევალოისი | ||
1997–1998 | ლე-მანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2002 | ლე-მანი | 64 | (12) |
2002–2003 | გენგამი | 45 | (20) |
2003–2004 | მარსელი | 35 | (19) |
2004–2012 | ჩელსი | 226 | (100) |
2012–2013 | შანხაი შენხუა | 11 | (8) |
2013-2014 | გალათასარაი | 37 | (15) |
2014-2015 | ჩელსი | 28 | (4) |
2015- | მონრეალ იმპაქტი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2002- | კოტ-დ’ივუარი | 104 | (65) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 ივლისი, 2015 |
ბავშვობაში დროგბა საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში. მან თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო კლუბ ლევალუაში. შემდეგ თამაშობდა ლე-მანში, სწორედ ამ გუნდში თამაშის დროს შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიოზიონში. 21 წლის ასაკში მან პირველად გააფორმა პროფესიული კონტრაქტი. 2002-2003 წლის სეზონზე დროგბამ 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა, შემდეგ უკვე ის გადავიდა კლუბ გენგამში. ამავე სეზონში იგი პირველად გამოვიდა კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში. 2003 წელს დროგბა 3,3 მლნ ფუნტად შეიძინა კლუბმა მარსელმა.
2004 წელს ჩელსიმ დროგბა 24 მლნ ფუნტად შეიძინა, ამით ის კოტ-დ’ივუარის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 2005 წელს დროგბამ შეძლო და თავის გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო. მომდევნო წელს ისევ მოიგო დროგბამ ინგლისის პრემიერ ლიგა და თან ის კოტ-დ’ივუარის ნაკრების კაპიტანი გახდა. ამავე წელს დროგბამ კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე და გახდა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი. 2007 და 2010 წლებში დროგბა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მას გადაეცა ოქროს ბუცი.
დროგბას მეუღლე არის მალელი, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.
ბიოგრაფია
რედაქტირებადროგბა დაიბადა კოტ-დ’ივუარში. 5 წლის ასაკში ის საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, თავის ბიძასთან მიშელ გობასთან, რომელიც ფეხბურთელი იყო. ამის შემდეგ დროგბა ოჯახური მიზეზების გამო აბიჯანში დაბრუნდა, 3 წლის შემდეგ კი ისევ გამოემგზავრა საფრანგეთში. ბავშვობაში მას ბიძამ «ტიტო» დაარქვა, იუგოსლავიის პრეზიდენტის იოსიპ ბროზ ტიტოს პატივსაცემად[1] . მისი აბიჯანში დაბრუნება ხანმოკლე გამოდგა: მისმა მშობლებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები და დროგბა დაბრუნდა ბიძასთან[2]. 1991 წელს კოტ-დ’ივუარში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო[3], დროგბას მშობლებიც საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, თავიდან ვანში, შემდეგ კი პარიზის გარეუბანში. როდესაც დროგბა იყო 15 წლის, მასთან საცხოვრებლად გადავიდა მისი ძმა ენტონი. ამ პერიოდში დროგბა იწყებს ვარჯიშს ფეხბურთში, ის გამოდიოდა ადგილობრივ ახალგაზრდულ ფეხბურთის გუნდში. თავიდან მარჯვენა მცველის პოზიციაზე, შემდეგ კი ბიძის რჩევით თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა[4]. დროგბასთვის ეს პერიოდი იყო ძალიან ძნელი, რადგან მას ემუქრებოდნენ თანაგუნდელები, თუ თამაშს არ დაანებებდა თავს. დროგბამ გუნდში თავიდანვე კარგად დაიწყო,ეს ყველაფერი კი გაღიზიანებას იწვევდა თანაგუნდელებში. ხშირი გაცდენების გამო დროგბა ჩარჩა კლასში,ამის გამო კი ის დასაჯა მამამ და გარკვეული ხანი უკრძალავდა ფეხბურთის თამაშს. ამის შემდეგ ბიძამისმა თამაში დაიწყო კლუბ ლევალუაში. კარგი თამაშის გამო დროგბამ მოწვევა მიიღო, ლევალუას ახალგაზრდულ გუნდში. აქ დროგბა მწვრთნელს ვერ შეეწყო,რის გამოც მალე დატოვა გუნდი.
საკლუბო კარიერა
რედაქტირებალე-მანი
რედაქტირებასკოლის დამთავრების შემდეგ, დროგბა საცხოვრებლად პარიზიდან ლე-მანში გადავიდა. ის ადგილობრიბ კოლეჯში ბუღალტერიას სწავლობდა. ამასთან ერთად ის ლე-მანის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. პირველი ორი წლის განმავლობაში დროგბა მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო, დატვირთული რეჟიმით ვარჯიშობდა[2].. ლე-მანის მწვრთნელის აზრით, დროგბას ოთხწლიანი ვარჯიში დასჭირდებოდა ფორმაში მოსასვლელად. ამ ყველაფერს, თან სდევდა დაძაბულობა ოჯახში, დროგბამ მხოლოდ ზრდასრულ ასაკში შეძლო, დაეწყო სერიოზული ვარჯიში ფეხბურთში[5].
21 წლის ასაკში დროგბა მიხვდა, რომ თუ სერიოზულად არ მოეკიდებოდა ვარჯიშს, ის ვეღარასდროს დადგებოდა პროფესიონალი ფეხბურთელი[6]. სულ მალე, დროგბას დებიუტი შედგა ლე-მანის ძირითად გუნდში. ამის შემდეგ, 1999 წელს, დროგბამ ხელი მოაწერა თავის პირველ პროფესიულ კონტრაქტს.
გენგამი
რედაქტირება2001-2002 წლების სეზონის პირველი ნახევრის მიმდინარეობისას დროგბათი გენგამი დაინტერესდა. დროგბამ დატოვა ლე-მანი და გენგამში გადაბარგდა, ტრანსფერის ღირებულებამ 80 000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. სეზონის მეორე ნახევარში დროგბამ გენგამის რიგებში 11 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა. დროგბას თამაშმა გუნდი დაქვეითებას გადაარჩინა, თუმცა სამწვრთნელო შტატში მის მიმართ დამოკიდებულება კვლავ არ იყო კარგი.[7]
შემდეგ სეზონში დროგბამ მოახერხა მწვრთნელების ნდობის მოპოვება, 34 თამაშში 17 გოლი გაიტანა და გენგამს დააკავებინა მეშვიდე ადგილი ლიგაში, რაც კლუბის რეკორდია. დროგბას თამაში ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ დიდ კლუბებს. სეზონის დასასრულს იგი მარსელის ოლიმპიკში გადავიდა სათამაშოდ, 3.3 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ.
მარსელი
რედაქტირებაჩელსი
რედაქტირებადიდიე დროგბა 2004 წელს გადავიდა ლონდოლის ჩელსიში. მან 2004 და 2005 წლებში მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა. 2007 და 2010 იგი იყო პრემიერლიგის საუკეთესო გამტანი. მან ჩელსისთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2012 წელს. 2012 წლის 13 ივლისს დიდიე დროგბა ოფიციალურად შეუერთდა ჩინურ კლუბ შანჰაი შენჰუას თავისუფალი აგენტის სახით. ამის შემდეგ ის ჩელსიდან წავიდა და თურქულ კლუბ გალათასარაიში გადაბარგდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მას ჩელსიდან კვლავ მოუვიდა შემოთავაზება და ისევ ჩელსიში დაბრუნდა.
სტატისტიკა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- განახლდა: 14 March 2012.[8]
კლუბი | სეზონი | II ლიგა | საფრანგეთის თასი | საკლუბო ჩემპიონატი |
ევროპა | სხვა | ჯამში | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | ||
ლე-მანი | 1998–99 | 2 | 0 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 2 | 0 | - |
1999–2000 | 30 | 7 | - | 0 | 0 | - | 2 | 0 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 32 | 7 | - | |
2000–01 | 11 | 0 | - | 3 | 1 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 14 | 1 | - | |
2001–02 | 21 | 5 | - | 1 | 1 | - | 2 | 1 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 24 | 7 | - | |
სულ | 64 | 12 | – | 4 | 2 | – | 4 | 1 | – | 0 | 0 | – | 0 | 0 | – | 72 | 15 | – | |
კლუბი | სეზონი | I ლიგა | საფრანგეთის თასი | საკლუბო ჩემპიონატი |
ევროპა | სხვა | ჯამში | ||||||||||||
თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | ||
გენგამი | 2001–02 | 11 | 3 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 11 | 3 | - |
2002–03 | 34 | 17 | - | 3 | 4 | - | 2 | 0 | - | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 39 | 21 | - | |
სულ | 45 | 20 | 0 | 3 | 4 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 50 | 24 | 0 | |
კლუბი | სეზონი | I ლიგა | საფრანგეთის თასი | საკლუბო ჩემპიონატი |
ევროპა | სხვა | ჯამში | ||||||||||||
თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | ||
მარსელი | 2003–04 | 35 | 19 | - | 2 | 1 | - | 2 | 1 | - | 16 | 11 | - | 0 | 0 | 0 | 55 | 32 | - |
სულ | 35 | 19 | 0 | 2 | 1 | 0 | 2 | 1 | 0 | 16 | 11 | 0 | 0 | 0 | 0 | 55 | 32 | 0 | |
კლუბი | სეზონი | პრემიერ ლიგა | ლიგის ჩემპიონატი | ლიგის თასი | ევროპა | სხვა | ჯამში | ||||||||||||
თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | თ | გ | ს.პ | ||
ჩელსი | 2004–05 | 26 | 10 | 5 | 2 | 0 | 0 | 4 | 1 | 0 | 9 | 5 | 0 | 0 | 0 | 0 | 41 | 16 | 5 |
2005–06 | 29 | 12 | 11 | 3 | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 7 | 1 | 0 | 1 | 2 | 0 | 41 | 16 | 11 | |
2006–07 | 36 | 20 | 4 | 6 | 3 | 2 | 5 | 4 | 2 | 12 | 6 | 1 | 1 | 0 | 0 | 60 | 33 | 9 | |
2007–08 | 19 | 8 | 6 | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 0 | 11 | 6 | 2 | 0 | 0 | 0 | 32 | 15 | 8 | |
2008–09 | 24 | 5 | 4 | 6 | 3 | 0 | 2 | 1 | 0 | 10 | 5 | 1 | 0 | 0 | 0 | 42 | 14 | 5 | |
2009–10 | 32 | 29 | 10 | 4 | 3 | 1 | 2 | 2 | 0 | 5 | 3 | 0 | 1 | 0 | 1 | 44 | 37 | 12 | |
2010–11 | 36 | 11 | 13 | 2 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 7 | 2 | 2 | 1 | 0 | 0 | 46 | 13 | 17 | |
2011–12 | 24 | 5 | 1 | 3 | 2 | 1 | 0 | 0 | 0 | 8 | 6 | 2 | 0 | 0 | 0 | 35 | 13 | 4 | |
სულ | 226 | 100 | 54 | 27 | 12 | 6 | 15 | 9 | 2 | 69 | 34 | 8 | 4 | 2 | 1 | 341 | 157 | 71 | |
მთლიანად კარიერაში |
370 | 151 | 54 | 36 | 19 | 6 | 23 | 11 | 2 | 85 | 45 | 8 | 4 | 2 | 1 | 518 | 228 | 71 |
|
|
|
საერთაშორისო
რედაქტირებაეროვნული ნაკრები |
წელი | ამხანაგური | საერთაშორისო თამაშები |
ჯამში | |||
---|---|---|---|---|---|---|---|
თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
კოტ-დ’ივუარი | |||||||
2002 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | |
2003 | 4 | 1 | 3 | 3 | 7 | 4 | |
2004 | 3 | 3 | 4 | 3 | 7 | 6 | |
2005 | 3 | 1 | 5 | 6 | 8 | 7 | |
2006 | 7 | 4 | 7 | 4 | 14 | 8 | |
2007 | 6 | 3 | 2 | 1 | 8 | 4 | |
2008 | 2 | 1 | 6 | 3 | 8 | 4 | |
2009 | 2 | 2 | 5 | 6 | 7 | 8 | |
2010 | 5 | 2 | 5 | 2 | 10 | 4 | |
2011 | 2 | 1 | 3 | 4 | 5 | 5 | |
2012 | 2 | 1 | 7 | 4 | 9 | 5 | |
სულ | 36 | 19 | 49 | 36 | 85 | 55 |
სანაკრებო გოლები
რედაქტირებასრული სტატისტიკა
რედაქტირებაკარიერის განმავლობაში | |||
---|---|---|---|
გუნდი | შეხვედრა | გოლი | შეფარდება |
კლუბები | 508 | 226 | 0,44 |
კოტ-დ’ივუარი | 85 | 55 | 0,65 |
სულ | 593 | 281 | 0,47 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (ფრანგული)
- ინფორმაცია მოთამაშეზე დაარქივებული 2011-11-28 საიტზე Wayback Machine. Chelsea-fc.ru-ზე (რუსული)
- ინფორმაცია მოთამაშეზე Chelseafc.com-ზე
- ინფორმაცია მოთამაშეზე დაარქივებული 2012-05-13 საიტზე Wayback Machine. Fifa.com-ზე
- ინფორმაცია მოთამაშეზე დაარქივებული 2012-04-01 საიტზე Wayback Machine. Carling.com-ზე
- ინფორმაცია მოთამაშეზე Worldfootball.net-ზე
- ინფორმაცია მოთამაშეზე Football-lineups.com-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Whose my TITO?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-18. ციტირების თარიღი: 2012-06-07.
- ↑ 2.0 2.1 I love England. If only my son wouldn’t wear an Arsenal shirt
- ↑ Звезда. Дидье Дрогба
- ↑ Новичок «Челси» — африканский Илья Муромец
- ↑ Rough diamond Drogba adds the polish
- ↑ In English football people don’t like it sometimes when you tell the truth. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-30. ციტირების თარიღი: 2012-06-09.
- ↑ didierdrogba.com
- ↑ Didier Drogba Profile. ESPN Soccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-05. ციტირების თარიღი: 2011-10-03.