მალაბო
მალაბო (ესპ. Malabo; 1973 წლამდე – სანტა-ისაბელი) — ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის დედაქალაქი. გაშენებულია კუნძულ ბიოკოს (ანუ ფერნანდო-პოს) ჩრდილოეთ ნაწილში, დაძირული ვულკანის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 0 მეტრ სიმაღლეზე. გარემო ტერიტორია ვრცელდება ბიაფრის ყურეზე, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს გვინეის ყურის ნაწილს.
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მალაბო ესპ. Malabo | |||||
| |||||
ქვეყანა | ეკვატორული გვინეა | ||||
პროვინცია | ჩრდილოეთ ბიოკო | ||||
კოორდინატები | 3°45′07″ ჩ. გ. 8°46′25″ ა. გ. / 3.7520639° ჩ. გ. 8.7737000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1827 | ||||
ადრეული სახელები | პორტ-კლარენსი და სანტა-ისაბელი | ||||
ფართობი | 21 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 მ | ||||
ოფიციალური ენა | Bube და ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 257 000 კაცი (2015) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
ოფიციალური საიტი | ayuntamientodemalabo.com/malabo es/index es.htm | ||||
ქალაქში მდებარეობს ეკვატორული გვინეის ეროვნული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი.
ისტორია
რედაქტირებადააარსეს ინგლისელებმა XIX საუკუნის 20-იან წლებში და უწოდეს პორტ-კლარენსი. 1843 წელს კუნძულ ბიოკოზე (ფერნანდო-პოზე) ესპანეთის გაბატონების შემდეგ დაერქვა სანტა-ისაბელი. 1968 წლამდე იყო ესპანეთის კოლონია — ესპანეთის გვინეის ადმინისტრაციული ცენტრი, 1968 წლის 12 ოქტომბრიდან — ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის დედაქალაქი. მალაბო ეწოდა 1973 წელს, ბუბის ტომის ბელადის სახელის მიხედვით, რომელიც ხელმძღვანელობდა კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას.
კლიმატი
რედაქტირებაჰავა ეკვატორულია. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 25,4 °C-ს. ატმოსფერული ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 2000 მმ-ია. მალაბო გვინეის ყურის კუნძულებზე მდებარე ერთ-ერთი ისეთი ქალაქია, რომლის კლიმატიც არასასიამოვნოა.
მოსახლეობა
რედაქტირება2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით ქალაქ მალაბოს მოსახლეობა შეადგენს 257 000 ადამიანს.[1]
ეკონომიკა
რედაქტირებამალაბო ქვეყნის მთავარი კომერციული და ფინანსური ცენტრია. ნავსადგური რეგიონში ერთ-ერთი უღრმესია, ხელსაყრელია რამდენიმე გემის სადგომად. ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა კაკაოს, მერქნისა და ყავის ექსპორტზე გატანა. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასრულებს რეისებს ეკვატორულ გვინეაში (ქალაქი ბატა), აფრიკის, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში. 1969 წლის აურზაურის და ასევე 1970-იანი წლების შუა პერიოდში ნიგერიელი დაქირავებული მუშების ნიგერიაში დაბრუნების შედეგად, ქალაქში მცხოვრები, როგორც ევროპელი, ასევე მთლიანი მოსახლეობა შეთხელდა. ქვეყანაში ნავთობის მარაგის გამოვლინებამ 1980-1990-იან წლებში ხელი შეუწყო მალაბოში ბიზნესის ზრდა-განვითარებას, საშუალოდ 90 %-ით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Malabo, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- მალაბო – ეკვატორული გვინეა დაარქივებული 2011-07-11 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- მალაბო – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)