ბიაფრის ყურე (ინგლ. Bight of Biafra; ფრანგ. Golfe du Biafra) — ყურე ატლანტის ოკეანეში, გვინეის ყურის ნაწილი. ყურის დასახელება წარმოიქმნა ევროპელების მიერ ეთნონიმ „მაფრას“ დამახინჯებით. გადაჭიმულია მდინარე ნიგერის შესართავიდან ლოპესის კონცხამდე (გაბონი).[1] ჩაედინება მდინარე სანაგა. ბიაფრის ყურის წყლები გარს ერტყმის ნიგერიის, კამერუნის, ეკვატორული გვინეის და გაბონის სანაპიროებს. ყველაზე დიდი კუნძულიაბიოკო. გამოიყოფა კამერუნის ყურე, რომელშიც ჩაედინებიან მდინარეები: კამერუნი, ვური, მუნგო, მუნგაზი.

ბიაფრის ყურე (Bight of Bonny) გვინეის ყურის რუკაზე

1972 წელს ნიგერიის სამოქალაქო ომის შემდეგ ბიაფრის სახელმწიფოს გამოყოფის გამო ნიგერიის ხელისუფლებამ ყურეს სახელი შეუცვალა და უწოდა ბონის ყურე (სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბონის სახელის გამო) სეპარატისტული ტოპონიმის ლიკვიდაციის მიზნით.

  1. "Benin, Bight of." Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online Library Edition. Encyclopædia Britannica, Inc., 2013. Retrieved 2 November 2013.