ბუაკე
ბუაკე (ფრანგ. Bouaké) — სიდიდით მეორე ქალაქი კოტ-დ’ივუარში. ვალე-დუ-ბანდამის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2014 წლის აღწერის თანახმად ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 536 719 ადამიანს.[1][2] აქ მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო საკვლევ ინსტიტუტ „ბრინჯის აფრიკული ცენტრის“ შტაბ-ბინა და რომის კათოლიკური ეკლესიის ბუაკეს არქიეპარქიის ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
ბუაკე ფრანგ. Bouaké | |
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი |
ოლქი | ვალე-დუ-ბანდამა |
კოორდინატები | 7°41′00″ ჩ. გ. 5°01′00″ დ. გ. / 7.68333° ჩ. გ. 5.01667° დ. გ. |
დაარსდა | 1899 |
ფართობი | 71,788 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 312 მ |
მოსახლეობა | 536 719 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 7476,44 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
ოფიციალური საიტი | mairiebke.e-monsite.com |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, დაახლოებით 50 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კოსუს წყალსაცავიდან, 350 კმ-ში ჩრდილოეთით აბიჯანიდან, ზღვის დონიდან 312 მეტრ სიმაღლეზე[3]. ქალაქზე გადის რკინიგზა, რომელიც აბიჯანს აკავშირებს ბურკინა-ფასოსთან.
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დაარსდა 1899 წელს ფრანგული კოლონიური ძალების მიერ, როგორც სამხედრო ციხესიმაგრე[4]. 1912 წელს ქალაქში გაიყვანეს რკინიგზა. ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი მიიღო 1914 წელს.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი გარკვეულწილად დაკავშირებულია ვაჭრობასთან ან სოფლის მეურნეობასთან. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ ბამბა, თამბაქო, სიზალი, ბრინჯი, იამსი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები[4]. ქალაქში ასევე არსებობს სამრეწველო საწარმოები, განსაკუთრებით განვითარებულია საფეიქრო წარმოება.
განათლება
რედაქტირებაქალაქში ფუნქციონირებს 1994 წელს დაარსებული უნივერსიტეტი[5], ვეტერინარული ინსტიტუტი და სხვა სასწავლო დაწესებულებები[4].
ცნობილი მაცხოვრებლები
რედაქტირება- იაია ტურე — კლუბ „მანჩესტერ სიტის“, ასევე კოტ-დ’ივუარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი.
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)
- ↑ Bouake, Cote D'Ivoire (Ivory Coast) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-02-06.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Bouake. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-04. ციტირების თარიღი: 2010-11-11.
- ↑ Bienvenue à l'Université de Bouaké. Université de Bouaké. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-04. ციტირების თარიღი: 2010-11-11.
- ↑ Bouaké — Côte d’Ivoire დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine. ვილნევ-სიურ-ლოს ოფიციალური საიტი