დიმიტრი ჯაიანი

ქართველი მსახიობი და რეჟისორი
(გადამისამართდა გვერდიდან დიმა ჯაიანი)

დიმიტრი (დიმა) ჯაიანი (დ. 20 აგვისტო, 1950, სენაკი, საქართველოს სსრ — გ. 9 დეკემბერი, 2017, იზმირი, თურქეთი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი. სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფო „პრესტიჟის“ ორდენის კავალერი.

დიმიტრი ჯაიანი
დიმიტრი ჯაიანი
დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტზე (25 ივნისი, 2017)
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2013 – 9 დეკემბერი, 2017
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

დაბადებული20 აგვისტო, 1950
სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი9 დეკემბერი, 2017 (67 წლის)
იზმირი, თურქეთი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
პროფესიამსახიობი
ჯილდოებიღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.

1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი (კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი (ჰენრიკ იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“), ელიზბარ ერისთვი (გურამ ბათიაშვილის „1832“) და სხვ. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირ “. 2013 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად.

გარდაიცვალა 2017 წლის 9 დეკემბერს, ონკოლოგიური დაავადების შედეგად. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1987საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
  • 1989 — აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი
  • 1989 — საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1995 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1998 — ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემია
  • უკრაინის სახელმწიფოს „პრესტიჟის“ ორდენი

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები 1987. №2. გვ. 13.