დამასკო

დამასკო
(გადამისამართდა გვერდიდან დამასკი)

დამასკო (არაბ. دمشق الشام) — სირიის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი; მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი. დამასკო არის ლევანტისა და არაბული სამყაროს ძირითადი კულტურული ცენტრი. 2009 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 1 711 000 ადამიანი.[1] დამასკო სამხრეთ-დასავლეთ სირიაში მდებარეობს. ქალაქის მთლიანი ფართობი 105 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო ურბანული ზონა 77 კვადრატულ კილომეტრს.

ქალაქი
დამასკო
دمشق
დროშა

ქვეყანა სირიის დროშა სირია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 33°30′47″ ჩ. გ. 36°17′31″ ა. გ. / 33.51306° ჩ. გ. 36.29194° ა. გ. / 33.51306; 36.29194
გუბერნატორი ბიშრ ალ საბანი
პირველი ხსენება 2500 BCE
ფართობი 573 კმ²
ცენტრის სიმაღლე 600
ოფიციალური ენა არაბული ენა
მოსახლეობა 4 000 000 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +963 11
ოფიციალური საიტი http://www.damascus.gov.sy/
დამასკო — სირია
დამასკო

პირველად დასახლდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში, იგი იყო ომაიანთა სახალიფოს დედაქალაქი 661 წლიდან 750 წლამდე. აბასიანთა დინასტიის გამარჯვების შემდეგ, ისლამური ძალაუფლების ადგილს ბაღდადი წარმოადგენდა. დღეს, ქალაქი არის ცენტრალური მთავრობისა და მთავრობის ყველა სამინისტროს სახლი. 2019 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდან 8 წლის შემდეგ, დამასკო მსოფლიოში ეკონომისტთა სადაზვერვო განყოფილების მიერ დასახელდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად მისაღები ქალაქი.[2]

პირველი ცნობები დამასკს შესახებ მიეკუთნება ძვ. წ. XVI საუკუნეს, როდესაც დამასკოს ტერიტორია ეგვიპტის ფარაონების მმართველობის ქვეშ იყო. დამასკო მოხსენიებულია ბიბლიაშიც. ძვ. წ. XI–ძვ. წ. X საუკუნეების მიჯნიდან ძვ. წ. 732 წლამდე იყო დამასკოს სამეფოს დედაქალაქი, შემდეგ შედიოდა ასურეთის, ახალბაბილონური სამეფოს, აქემენიდების, ალექსანდრე მაკედონელის, სელევკიდების სახელმწიფოებისა და რომის იმპერიის შემადგენლობაში. 635 წელს დაიპყრეს არაბებმა. 661-750 წლებში ომაიანთა სახალიფოს დედაქალაქი იყო. ამ პერიოდში დამასკო მნიშვნელოვნად გაიზარდა და ადრეული მუსლიმანური კულტურისა და აღმოსავლეთ ქრისტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აბასიანთა სახალიფოში დამასკო ამავე სახელწოდების პროვინციის მთავარი ქალაქი იყო. IX საუკუნეში ემორჩილებოდა ტულუნიდებს, ხოლო X–XI საუკუნის შუა წლებში კი ფატიმიდებს. XI საუკუნის II ნახევარში - სელჩუკებს, XII-XIII საუკუნეებში - აიუბიდებს. ჯვაროსნებმა სამჯერ (შესაბამისად 1125, 1129, 1148 წლები) უშედეგოდ სცადეს მისი აღება. 1260 წელს დამასკო მიიტაცეს მამლუქებმა, 1401 წელს აიღო თემურლენგმა. 1516 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1920-1943 წლებში იყო საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიის - სირიის ადმინისტრაციული ცენტრი. 1943 წლიდან სირიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქია.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

შემორჩენილია ძველი და შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები. ზოგ კვარტალს სელევკიდების (ძვ. წ. 312-64 წწ.) დროინდელი ქუჩების სწორკუთხოვანი დაგეგმარება აქვს. რომის ბატონობის პერიოდიდან შემორჩენილია ქალაქის გალავანი, ჭიშკარი, მონუმენტური თაღის ნანგრევები და მაღალი კორინთული კოლონადით შემკული დამასკოს იუპიტერის საკურთხევლის ნაშთი.

შუა საუკუნეების ძეგლთა ძირითადი წარმომადგენლებია: ომაიანთა მეჩეთი (705-715 წწ.), ნურ-ალ-დინის ჰოსპიტალი (1154 წლის შემდეგ) და მედრესე ალ-ნურია (1171 წელი), სალადინის მავზოლეუმი (XII საუკუნე), ციხესიმაგრის კოშკები და ჭიშკარი (XII-XV სს.), აზემის სასახლე (1749 წელი).

გეოგრაფია

რედაქტირება
 
იშვიათი პერიოდი, სადაც მდინარე ბარადას წყლის დონე აწეულია.

დამასკო დაარსდა სტრატეგიულ ადგილას ზღვის დონიდან 680 მეტრ სიმაღლეზე, ხმელთაშუა ზღვიდან დაახლოებით 80 კმ დაშორებით, რომელსაც ეფარებოდა ანტილიბანის მთის მასივი. ტერიტორია ხელსაყრელი იყო ვაჭრობისათვის. იყო მრავალი სავაჭრო მარშრუტი, რომელიც ქალაქს აკავშირებდა ეგვიპტესთან, მცირე აზიასთან და რომელიც ლიბანთან. ანტილიბანის მთები წარმოადგენს საზღვარს სირიასა და ლიბანს შორის. მთები აფერხებს ხმელთაშუა ზღვიდან ნალექების შემოსვლას, ასე რომ ხშირია გვალვა. ძველ დროში ამ პრობლემას ამსუბუქებდა მდინარე ბარადა, რომელიც სათავეს იღებს მთის ნაკადებიდან, რომელიც ძირითადად საზრდოობდა თოვლის დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლით.მდინარე ძლიერი გვალვის დროს წლების განმავლობაში აღარ არსებობს.[3]

თანამედროვე ქალაქს უჭირავს 105 კვადრატული კილომეტრი, აქედან 77 კვადრატული კილომეტრი არის ძირითადი ურბანული ტერიტორია. დამასკოს ძველი ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია ქალაქის გალავნით, მდინარე ბარადის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს, რომელიც ყოველთვის თითქმის დამშრალია. სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით იგი გარშემორტყმულია გარეუბნებით, რომელთა ისტორია შუა საუკუნეებიდან მოდის. XIX საუკუნეში ქალაქიდან მოშორებით მდებარე სოფლები გაფართოვდა ჯაბალ კასიუნის ფერდობზე. ეს ადგილები თავდაპირველად აითვისეს ქურთმა სამხედროებმა და მუსულმანმა ლტოლვილებმა, რომლებიც იყვნენ ოსმალეთის იმპერიის ევროპული რეგიონებიდან, რომლებიც დაექვემდებარნენ ქრისტიანულ მმართველობას. დღეს ეს ტერიტორიები ქალაქის ჩრდილოეთით 2-3 კილომეტრში მდებარეობს.

XX საუკუნეში ახალი გარეუბნები განვითარდა ბარდას ჩრდილოეთით და გარკვეულწილად სამხრეთისკენაც. ღარიბი ტერიტორიები, რომლებზეც ხშირად გაუფორმებელი საცხოვრებელი სახლები მდებარეობდა, ფართოვდებოდა ქალაქის სამხრეთით. 1956-1957 წლებში იარმოუკი გახდა დევნილი პალესტინელების ახალი სახლი.[4]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, რეგიონში არის ცივი უდაბნოს კლიმატი (BWk).[5] კლიმატზე გავლენას ახდენს ანტილიბანის მთები.[6] ზაფხულის პერიოდი გახანგრძლივებულია, არის მშრალი და ცხელი, გამოირჩევა ნაკლები ტენიანობით. ზამთარი ცივი და გარკვეულწილად წვიმიანია, იშვიათად მოდის თოვლი. შემოდგომა ხანმოკლე და თბილია, მაგრამ ტემპერტურა ყველაზე მკვეთრად იცვლება, განსხვავებით გაზაფხულისგან, როდესაც ზამთრიდან ზაფხულამდე პერიოდის გარდამავალი ტემპერატურა სტაბილურია. წლიური ნალექის მაჩვენებელი დაახლოებით 130 მმ-ია, რომელიც ძირითადად მოდის ოქტომბრიდან მაისამდე პერიოდში.

ნახშირბად-14-ის დათარიღების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ ტერიტორიაზე ადამიანები დასახლდნენ ძვ.წ. მეშვიდე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, ძვ.წ. 6300 წლამდე.[7] ამასთან, ბარათას დასახლების მტკიცებულება არსებობს და თარიღდება ძვ.წ 9000 წლით, თუმცა ეს არ იყო მასშტაბური დასახლება.[8]

ყველაზე ადრეული ეგვიპტური ჩანაწერები ძველი წელთაღრიცხვის 1350 წლით თარიღდება, როდესაც დამასკოს მეფე ბირავაზა მართავდა. დამასკოს რეგიონი, ისევე როგორც დღევანდელი სირიის დანარჩენი ტერიტორია, საბრძოლო მოედნად იქცა ძვ.წ 1260 წლიდან, საფრთხეს ჩრდილოეთით ხეთები წარმოადგენდნენ, ხოლო სამხრეთით ეგვიპტელები, რომელთა შორისაც იყო მოქცეული ეს ტერიტორია.[9] დამასკო ნახსენებია დაბადების 14:15-ში.[10] პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის თანახმად, დამასკო (ტრაქონიტთან ერთად) დაარსდა უამის, არამის ვაჟის მიერ,[11] ანტიკურ ხანაში.[12]

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
ალ-ჰაჯაზის სადგური.

ქალაქის მთავარი აეროპორტია დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 20 კილომეტრით არის დაშორებული. სირიის სამოქალაქო ომის დაწყებამდე აეროპორტს კავშირი ჰქონდა აზიის, ევროპის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის მრავალ ქალაქთან. ქუჩები დამასკოში ხშირად ვიწროა, განსაკუთრებით ქალაქის ძველ ნაწილებში.

დამასკოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდად არის დამოკიდებული მიკროავტობუსებზე. დაახლოებით ასი ხაზია, რომლებიც მოძრაობენ ქალაქის შიგნით და მათი სამგზავრო ხაზი ვრცელდება ქალაქის ცენტრიდან მიმდებარე გარეუბნებამდე. ხაზების განრიგი არ არის, ხოლო ოფიციალური ავტობუსის გაჩერებების შეზღუდული რაოდენობის გამო, ავტობუსები ჩვეულებრივ ჩერდება იქ, სადაც მგზავრი ითხოვს ჩასვლას ან ამოსვლას.

2008 წელს, მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმადაც უნდა აშენდეს დამასკოს მეტრო.[13] ოთხ ხაზიანი მეტროს ქსელის შექმნა სავარაუდოდ დაგეგმილია 2050 წლისთვის.

დემოგრაფია

რედაქტირება

2011 წელს ქალაქ დამასკოს სავარაუდო მოსახლეობა 1 711 000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქში მოსახლეობის ზრდის ტემპი ბევრად მეტია სირიის სხვა რეგიონებზე, პირველ რიგში ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანები რეგიონებიდან ჩამოდიან, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ან სამუშაოს ეძებენ, ან განათლების მიღება სურთ.[14] ახალგაზრდების ქალაქისკენ მიგრაციამ ქალაქში საშუალო ასაკის მაჩვენებელი შეამცირა.[14] მიუხედავად ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ დამასკოს მოსახლეობა ბოლო წლებში შემცირდა სირიაში სამოქალაქო ომის მიმდინარეობის გამო.

ეთნიკურობა

რედაქტირება

ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სირიელი არაბებისგან შედგება. ქურთები ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობაა, დაახლოებით 300 000 მოსახლე.[15][16][17] სხვა უმცირესობებში შედიან სირიელი თურქმენები, სომხები, ასურელები, ჩერქეზები და ბერძნების მცირე რაოდენობა. ქალაქის უმცირესობათა შორის ასევე არიან პალესტინელები.[14]

ქალაქში ისლამი ყველაზე გავრცელებული და დომინანტი რელიგიაა. მუსლიმთა უმრავლესობა სუნიტი არის, ხოლო შიიტები მნიშვნელოვან უმცირესობებს წარმოადგენს. ითვლება, რომ დამასკოში 200-ზე მეტი მეჩეთია, მათ შორის ყველაზე ცნობილი ომაიანთა მეჩეთია.[18] ქრისტიანები მოსახლეობის დაახლოებით 15%-20% -ს შეადგენენ. ქალაქში მდებარეობს სირიული მართლმადიდებლური ეკლესია, სირიული კათოლიკური ეკლესია და ანტიოქიის საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ქალაქში ქრისტიანული უბნებია ბაბ ტუმა, ქასა და ღასანი. თითოეულ მათგანში მდებარეობს მრავალი ეკლესია.[19] სირიული მართლმადიდებლური საპატრიარქო სალოცავი დაფუძნებულია დამასკოში, ბაბ-ტომაშში. ეს ეკლესია დამოუკიდებელია შუა აღმოსავლეთში დაფუძნებული სირიული მართლმადიდებლური ეკლესიისგან და ჰყავს საკუთარი ხელმძღვანელობა ინდოეთში. სირიაში ანტიოქიის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის 700 000 წარმომადგენელია, რომლებიც ქრისტიანული მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ 400 000 ასურელ-სირიელს, 30 000-100 000 სომეხია და 350 000 სხვა კათოლიკეები.

სუფიზმი XX საუკუნის მეორე ნახევარში გავლენიანი რელიგიური მიმდინარეობა იყო ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დამასკოში. სირიის სუფიზმს ჰყავს თავისი წარმომადგენლების განსხვავებული რაოდენობა სხვადასხვა ურბანული რეგიონებში. დამასკოში სუფიზმის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს ისეთი პოლიტიკური მოძრაობა, როგორიცაა ზაიდი.[20]

დამასკოში პოპულარული სპორტის სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ცურვა, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, დოღი და ჭადრაკი. დამასკოში მრავალი საფეხბურთო კლუბია, რომლებიც სირიის პრემიერ ლიგაში მონაწილეობენ, მათ შორის: „ალ-ჯაიში“, „ალ-შორტა“, „ალ-ვადა“ და „ალ-მაჯდი“.

ქალაქში 1976 და 1992 წლებში შესაბამისად მეხუთე და მეშვიდე პან-არაბული თამაშები ჩატარდა.

ქალაქს ასევე აქვს თანამედროვე გოლფის მოედანი, რომელიც მდებარეობს სასტუმროს „Ebla Cham Palace“- ის მახლობლად, დამასკოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

დამასკოში საკმაოდ დატვირთული ღამეებია. ბანქოსა და ჭადრაკის კაფეებში თითქმის სულ ღიაა.[21] ამ კაფეებს ადრეულ პერიოდში ჰქონდათ საერთაშორისო რეპუტაცია. თანამედროვე ფილმების ნახვა შესაძლებელია ადგილობრივ კინოთეატრში, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც „Cinema Dimashq“.

ტიშრეენის პარკი დამასკოს ერთ-ერთი უდიდესი პარკია. სხვა პარკებში შედის: „ალ-ჯაჰიზი“, „ალ-ზიბკი“, „ალ-ტიჰარა“, „ალ-ვადა“ და ა.შ.. ქალაქში მოქმედებს მრავალი სარეკრეაციო ცენტრი, მათ შორის სპორტული კლუბები, საცურაო აუზები და გოლფის მოედნები. დამასკოში „სირიის არაბთა ცხენთა ასოციაცია“ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს ცხენთა სელექციონერებსა და მხედრებს.[22]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Aharoni, Yohanan; Avi-Yonah, Michael (1977) The MacMillan Bible Atlas. Carta Ltd.. ISBN 978-0-7318-1071-0. 
  • Burns, Ross (2005) Damascus: A History. Routledge. ISBN 978-0-415-27105-9. 
  • Cammelli, Stefano (2006). „Il Minareto di Gesù“. Il Mulino. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Hamilton, Jill, Duchess of (2002) First to Damascus: The story of the Australian Light Horse and Lawrence of Arabia. ISBN 978-0-7318-1071-0. 
  • Burns, Ross (2005). «Damascus: A History». Routledge. ISBN 978-0-415-27105-9..
  • Jill, Duchess of Hamilton (2002). First to Damascus: The story of the Australian Light Horse and Lawrence of Arabia. ISBN 0-7318-1071-6..
  • Aharoni, Yohanan; Avi-Yonah, Michael (1977). «The MacMillan Bible Atlas». Carta Ltd. ISBN 0-7318-1071-6..
  • Cammelli, Stefano (2006). «Il Minareto di Gesù». Il Mulino.
  • Immanuel Benzinger: Damaskos 1. In: Paulys Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft (RE). Band IV,2, Stuttgart 1901, Sp. 2042–2048.
  • Klaus Dettmann: Damaskus. Eine orientalische Stadt zwischen Tradition und Moderne. Erlanger Geographische Arbeiten Heft 26, Erlangen 1969.
  • Klaus Stefan Freyberger: Das kaiserzeitliche Damaskus. Schauplatz lokaler Tradition und auswärtiger Einflüsse. In: Damaszener Mitteilungen, Bd. 11, 1999, S. 123–138.
  • Brigid Keenan: Damaskus. Verborgene Schätze im Orient. Stuttgart 2001. ISBN 3-7630-2384-4
  • Hugh Kennedy: The Prophet and the age of the Caliphates. The Islamic Near East from the sixth to the eleventh century. London 1986, ISBN 0-582-49312-9 (englisch)
  • Carmella Pfaffenbach: Damaskus: Von der traditionellen orientalischen Stadt zur kulturell globalisierten Metropole des Südens. In: Günter Meyer (Hrsg.): Die arabische Welt im Spiegel der Kulturgeographie. Veröffentlichungen des Zentrums für Forschung zur arabischen Welt (ZEFAW) Bd. 1, Mainz 2004, S. 62–69
  • Wayne T. Pitard: Ancient Damaskus. A historical study of the Syrian city-state from earliest times until its fall to the Assyrians in 732 BC. Winona Lake 1995, ISBN 0-931464-29-3 (englisch)
  • Louis Pouzet: Damas au VIIe/XIIIe s. Vie et structures religieuses dans une métropole islamique. Beyrouth 1988.
  • Christian Reder, Simonetta Ferfoglia (Hrsg.): Transferprojekt Damaskus. urban orient-ation (Recherchen, Gespräche, Essays, deutsch/arabisch), Edition Transfer bei Springer Wien-New York 2003, ISBN 3-211-00460-2
  • Dorothée Sack: Damaskus. Entwicklung und Struktur einer orientalisch-islamischen Stadt. (Damaszener Forschungen, Bd. 1) Philipp von Zabern, Mainz 1989, ISBN 3-8053-0977-5
  • Jean Sauvaget: Les monuments historiques de Damas. Beirut 1932
  • Frank Rainer Scheck, Johannes Odenthal: Syrien. Hochkulturen zwischen Mittelmeer und Arabischer Wüste. 5. Auflage, DuMont, Ostfildern 2011, S. 124–171, ISBN 978-3-7701-3978-1
  • Michael Teupel: Damaskus – Syrien. International Travel Books, Hamburg 2008, ISBN 978-3-00-024099-7
  • Theodor Wiegand (Hrsg.): Damaskus. Die antike Stadt (Wissenschaftliche Veröffentlichungen des deutsch-türkischen Denkmalschutz-Kommandos, Heft 4), Berlin 1921
  • Theodor Wiegand (Hrsg.): Damaskus: Die islamische Stadt (Wissenschaftliche Veröffentlichungen des deutsch-türkischen Denkmalschutz-Kommandos, Heft 5), Berlin 1924
  • Nicola Ziadeh: Damascus under the Mamluks. Oklahoma 1964

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 20
ინგლ.რუს.ფრ.
  1. Central Bureau of Statistics in Syria: Chapter 2: Population & Demographic Indicators დაარქივებული 13 February 2011 საიტზე Wayback Machine. Table 3: Estimates of Population actually living in Syria on 31 December 2011 by Mohafazat and six (in thousands)
  2. Buckley, Julia. (2019-09-04) World's most livable city revealed en. ციტირების თარიღი: 2019-09-23
  3. romeartlover, "Damascus: the ancient town" დაარქივებული 8 October 2015 საიტზე Wayback Machine.
  4. The Palestinian refugees in Syria. Their past, present and future. Dr. Hamad Said al-Mawed, 1999
  5. M. Kottek; J. Grieser; C. Beck; B. Rudolf; F. Rubel (2006). „World Map of the Köppen-Geiger climate classification updated“. Meteorol. Z. 15 (3): 259–263. Bibcode:2006MetZe..15..259K. doi:10.1127/0941-2948/2006/0130. ISSN 0941-2948. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 November 2011. ციტირების თარიღი: 1 August 2013.
  6. Tyson, Patrick J.. (2010)SUNSHINE GUIDE TO THE DAMASCUS AREA, SYRIA. www.climates.com. ციტირების თარიღი: 26 November 2010.
  7. Moore, A.M.T. The Neolithic of the Levant. Oxford, UK: Oxford University, 1978. 192–198. Print.
  8. Burns, Ross (2005). Damascus: A History. Routledge. p. 2. ISBN 978-0-415-27105-9.
  9. Burns, Ross (2005). Damascus: A History. Routledge. p. 5–6. ISBN 978-0-415-27105-9.
  10. „Genesis 14:15 (New International Version)“. Bible Gateway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 August 2010. ციტირების თარიღი: 25 November 2009. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  11. The Antiquities of the Jews, by Flavius Josephus, Book 1, Ch. 6, Sect. 4. Project Gutenberg. ციტირების თარიღი: 19 September 2014.
  12. The Antiquities of the Jews, by Flavius Josephus, Book 1, Ch. 7, Sect. 2. Project Gutenberg. ციტირების თარიღი: 19 September 2014.
  13. damascus-metro.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-11. ციტირების თარიღი: 2021-01-20.
  14. 14.0 14.1 14.2 Damascus | National Capital, Syria. ციტირების თარიღი: 31 January 2018
  15. Chatty, Dawn (2010). Displacement and Dispossession in the Modern Middle East. Cambridge University Press, გვ. 267. ISBN 978-0-521-52104-8. 
  16. Kurds of Damascus: Trapped between Secession and Integration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2020.
  17. As Fighting Rages in Damascus, Kurds Flee Their Neighborhoods (May 2013). ციტირების თარიღი: 24 May 2016
  18. Flood, Finbarr Barry (2001). The Great Mosque of Damascus: studies on the makings of an Umayyad visual culture. BRILL, გვ. 12. ISBN 978-90-04-11638-2. ციტირების თარიღი: 26 November 2009. 
  19. Sbalchiero in: Laurentin/ Sbalchiero (2007), p. 1093–1097.
  20. Syrian Sufis Divided As Salafist Influence Grows (3 October 2013). ციტირების თარიღი: 6 October 2015
  21. Beatties and Pepper, 2001, p. 102.
  22. Syrian Arab Horse Association. Saha-sy.org. ციტირების თარიღი: 20 June 2010.