ანტილიბანი
ანტილიბანი, ჯებელ-ეშ-შარკი (არაბ. جبال لبنان الشرقية) — მთის მასივი სირიასა და ლიბანში. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიმაღლე 2814 მ-მდე (მთა ჰერმონი). ამაღლებულია პლატოს სახით უახლესი ტექტონიკური მოძრაობის შედეგად. აგებულია უმეტესწილად კირქვებითა და ქვიშაქვებით. მწვერვალები პლატოსებრია. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. დასავლეთ ფერდობებსა და ხეობებში ალაგ-ალაგ მარადმწვანე მუხის ტყეებია. აღმოსავლეთ მშრალ ფერდობებზე ნახევარუდაბნოს მცენარეულობაა. ანტილიბანი მეჩხრად არის დასახლებული. განვითარებულია მესაქონლეობა. ანტილიბანზე გადის საავტომობილო და სარკინიგზო გზები (დამასკო—ბეირუთი).
ანტილიბანი | |
---|---|
ანტილიბანის სატელიტური ფოტოსურათი | |
კოორდინატები: 33°55′ ჩ. გ. 36°14′ ა. გ. / 33.917° ჩ. გ. 36.233° ა. გ. | |
ქვეყანა | სირია ლიბანი |
უმაღლესი წერტილი | ჰერმონი |
სიმაღლე | 2814 მ |
სიგრძე | 150 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანტილიბანი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ანტილიბანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)