ჰერმონი
ჰერმონი (ივრ. הר חרמון, არაბ. جبل الشيخ ) — უმაღლესი მთა ანტილიბანის მთათა ჯაჭვში. მისი სიმაღლეა 2814 მ. მდებარეობს სირიის, ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე, სირიის მიერ კონტროლირებად მხარეს. მისი სამხრეთი კალთები თანდათანობით დადაბლების კვალობაზე გადადიან ისრაელის კონტროლქვეშ მყოფ გოლანის მაღლობებში. ჰერმონის მთიანი მასივის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 60 კმ-ს. ისრაელს ეკუთვნის მთის მასივის დაახლოებით 7%. აქ მდებარეობს ისრაელის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან — 2236 მ.
ჰერმონი | |
---|---|
ჰერმონის მთა ზამთარში | |
კოორდინატები: 33°24′58″ ჩ. გ. 35°51′27″ ა. გ. / 33.41611° ჩ. გ. 35.85750° ა. გ. | |
ქვეყანა | სირია ლიბანი ისრაელი |
სიმაღლე | 2814 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰერმონის მთა — www.bibleplaces.com დაარქივებული 2010-11-20 საიტზე Wayback Machine.