ტულუნიდები — დინასტია ეგვიპტეში 868-905 წლებში. დააარსა აბასიანთა ნაცვალმა ეგვიპტეში აჰმედ იბნ ტულუნმა (ქვეყანას განაგებდა (868-884 წწ.). ტულუნიდების დროს ეგვიპტე აბასიანთაგან ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახდა. 878 წელს ტულუნიდებმა დაიმორჩილეს სირია. მათ რამდენადმე შეამცირეს გადასახადები, რამაც ხელი შეუწყო მეურნეობის აღმავლობას. ტულუნიდების რეზიდენცია ქ. კატაი იყო. 903 წელს ტულუნიდები დაამარცხეს კარმატებმა, 905 წელს - აბასიანებმა.

ტულუნიდების დინასტია

ტულუნიდების მმართველები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება