დავით დვალიშვილი
ქართველი მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან დათო დვალიშვილი)
დავით (დათო) დვალიშვილი (დ. 1 მაისი, 1948, ტყიბული, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1980).
დავით დვალიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | დავით დვალიშვილი |
დაბადების თარიღი |
1 მაისი, 1948 ტყიბული, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1980) |
დაიბადა 1948 წლის 1 მაისს ტყიბულში. 1966 წელს დაამთავრა სამტრედიის რკინიგზის მე-13 საშუალო სკოლა. 1970 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. 1980 წლიდან მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში მოღვაწეობს. 1982 წლიდან პარალელურად მოღვაწეობს კონოსტუდია „ქართულ ფილმში“.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1983: „წიგნი ფიცისა“ რეჟისორები: ამირან დარსაველიძე. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე.
- 1984: „მონანიება“ რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1984: „ზოგი ჭირი მარგებელია“ (მიხო) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1985: „ნეილონის ნაძვის ხე“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1985: „ერთ პატარა ქალაქში“ (გაიოზ ირემაშვილი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 1989: „ხსოვნა“ (ანზორი) რეჟ. გივი ვეფხვაძე
- 1990: „თეთრი ბაირაღები“ (გაგუა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 1990: „ცეცხლთან თამაში“ (აფციაური) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1994: „თბილისი ჩემი სახლია“ (დათიკო) რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
- 1994: „გრანტუსი“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1998: „აქ თენდება“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (კაკაურიძე) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 2000: „ნუცას სკოლა“ (კაკო) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 2001: „უჩინარი“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
- 2003: „ვარიაცია „ოტელოს“ თემაზე“ რეჟ. მერან კოკოჩაშვილი
- 2003: „არის ასეთი ქვეყანა“ (რაზმეს III) რეჟ. ლევან ანჯაფარიძე
- 2003: „ცხელი ძაღლი" (გივი ინწკირველი) რეჯ. ზაზა ურუშაძე
- 2009: „კონფლიქტის ზონა“ (გასეირნება ყარაბახში 2) (გენერალი) რეჟ. ვანო ბურდული
- 2010: „ომი და ქორწილი“ რეჟ. ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი
- 2012: „ლითონი“ რეჟ. გიორგი ქობალია
- 2012: „ყველა წავიდა“ საქართველო, რუსეთი, ჩეხეთი, რეჟისორი: გიორგი ფარაჯანოვი
- 2015: „ქერჩი“ რეჟ. ლევან დაბრუნდაშვილი
- 2019: „ჩემი ცოლის დაქალები“ რეჟ. გიორგი ლიფონავა
- 2023: „ბოლო სეზონი“ რეჟ. ნოდარ მარშანიშვილი
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- ვაცლავ ჰაველი „წასვლა“ (დოქტორი ვილემ რიგერი, ყოფილი კანცლერი) რეჟოსორები ლევან წულაძე, დათო ჩხარტიშვილი
- დავით ტურაშვილი „დოდოს მოლოდინში“ (მამა), რეჟ. ვატო ჯუღელი
- გურამ ქართველიშვილი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, (ნოე ჟორდანია), რეჟ. ლევან წულაძე
- ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“, (გულოიანი), რეჟ. თამაზ მესხი
- ჟან ბატისტ მოლიერი „ძალად ექიმი“, (სგანარელი), რეჟ. შოთა კობიძე
- მიხეილ მრევლიშვილი „ზვავი“, (იანქო), რეჟ. ლილი იოსელიანი
- მიხეილ შატროვი „6 ივლისი“, (ლენინი ), რეჟ. გოგი ქავთარაძე
- ნოდარ დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, (ილარიონი), რეჟ. გოგი ქავთარაძე
- დავით კლდიაშვილი „ქამუშაძის გაჭირვება“, (ბეგლარი), რეჟ. შოთა კობიძე
- იონა ვაკელი „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, (აპრაკუნე ჭიმჭიმელი), რეჟ. ლერი პაქსაშვილი
- მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები“, (ივანე, მღვდელყოფილი), რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ლუის ბერლანგა, რაფაელ ასკონა, ენიო ფლაიანო „გაროტა“, (ხოსე), რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ოტია იოსელიანი „ადამიანი იბადება ერთხელ“, (ფრონტელი), რეჟისორები თემურ ჩხეიძე, გოგი თოდაძე
- ედუარდო დე ფილიპო „მილიონერი ნეაპოლი“, (ჩაპა, კარაბინერების ბრიგადირი), რეჟ. გოგი თოდაძე
- მიხეილ ჯავახიშვილი „ბედი მდევარი“, (ყაშა ლაზარე, ასურელი მღვდელი ), რეჟ. თემურ ჩხეიძე
- გიორგი ნახუცრიშვილი „ნაცარქექია“, (ნაცარქექია), რეჟ. გოგი თოდაძე
- პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“, (ყვარყვარე თუთაბერი), რეჟ. ლევან წულაძე
- დავით კლდიაშვილი „სოლომონ მორბელაძე“, (სოლომონი), რეჟ. ანდრო ენუქიძე
- ალექსანდრე აფინოგენოვი „შიში“, (კიმბაევი), რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ლალი როსება „სახლის ანგელოზები“, (ფუფუა), რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- კიტა ბუაჩიძე „მოვიგონოთ ჩვენი ახალგაზრდობა“, (ექვთიმე ქათამაძე), რეჟ. გოგი თოდაძე
- ბერტოლტ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“, (სმითი), რეჟ. გიზო ჟორდანია
- თორთონ უაილდერი „ჩვენი პატარა ქალაქი“, (დავით ალავიძე), რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ანუი ჟან „ანტიგონე“ , (ჟონა), რეჟ. თემურ ჩხეიძე
- უილიამ შექსპირი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ , (თეზევსი), რეჟ. ლევან წულაძე
- ილია ჭავჭავაძე „ლუარსაბ თათქარიძე“, (ლუარსაბი), რეჟ. გიზო ჟორდანია
- ილია ჭავჭავაძე „მგზავრის წერილები“, (ოფიცერი), რეჟისორები თემურ ჩხეიძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
- ნიკოლოზ გოგოლი „რევიზორი“, (ანტონ ანტონის ძე სკვოზნიკ დმუხანოვსკი), რეჟ. გიზო ჟორდანია
- გიზო ჟორდანია, ნანა ჟორდანია „თეთრი იასამანი“, (იანპოლსკი), რეჟ. გიზო ჟორდანია
- ლუიჯი პირანდელო „მთის გოლიათები“ (კრონო სახასიათო როლის მსახიობი), რეჟისორები ენცო ვეტრანო და სტეფანო რანდიზი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1980. №4. გვ. 24