გურჯაანი (სოფელი)
გურჯაანი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გურჯაანი).
სოფელი | |
---|---|
გურჯაანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | გურჯაანი |
კოორდინატები | 41°43′55″ ჩ. გ. 45°48′30″ ა. გ. / 41.73194° ჩ. გ. 45.80833° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 440 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3738[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 440 მ-ზე, ქალაქ გურჯაანიდან დაშორებულია 2 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 738 ადამიანი.
ისტორია რედაქტირება
„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს.
სოფელი გურჯაანი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის (1476-1511) გუჯარში, რომლის მიხედვით კახთუბანი-გურჯაანი მეფეს გადასახადისაგან გაუთავისუფლებია (კახთუბანი ამჟამად ქალაქ გურჯაანის ერთ-ერთი უბანია). გურჯაანი მოხსენიებულია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბატონიშვილის შრომებში. ამ პერიოდში ის ვაჩნაძეებისა და ანდრონიკაშვილების სოფელია. იოჰან გიულდენშტედტის მიხედვით XVIII ს-ის 70-იან წლებში გურჯაანი გაპარტახებული ყოფილა.
კულტურული მემკვიდრეობა რედაქტირება
ოფელში არის გვიანი შუასაუკუნეების იოანე მახარებლის, კვირაცხოვლის და ღვთისმშობლის ეკლესიები, ასევე XVIII საუკუნის მიწურულის ქაშვეთისა და მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიები. სოფლის მახლობლად მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გურჯაანის ყველაწმინდა. სოფელში მოქმედებს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი.
დემოგრაფია რედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 738 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 5 213 | 2 393 | 2 820 |
2014[1] | 3 738 | 1 832 | 1 906 |
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
- გურჯაანის კვირაცხოვლის ეკლესია
- გურჯაანის მეორე ეკლესია
- გურჯაანის მეორე სამარხი
- გურჯაანის მესამე ეკლესია
- გურჯაანის მიქელ მთავარანგელოზის ეკლესია
- გურჯაანის ნათლისცემის ეკლესია
- გურჯაანის პირველი ეკლესია
- გურჯაანის სადგომი
- გურჯაანის სამების ეკლესია
- გურჯაანის საწნახელი
- გურჯაანის ქვაშვეთის ეკლესია
- გურჯაანის ყოვლადწმინდის ეკლესიის სადგომი
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 317.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 170-171, თბ., 2013 წელი.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II