გურჯაანის ქვაშვეთის ეკლესია

გურჯაანის ქვაშვეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ გურჯაანის სამხრეთით განაპირას, სასაფლაოზე, ყველაწმინდის ეკლესიისკენ მიმავალი გზის პირას. აგებულია XVIII საუკუნის მიწურულს ან XIX საუკუნის დასაწყისში. 2009 წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის დაფინანსებით ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა გუმბათის სახურავის წვერი კედლების მონგრეული ნაწილები და ლავგარდანი; ეკლესია დაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ეკლესია ეგრედწოდებულ კუპოელჰალეს გვიანდელ ვარიაციას წარმოადგენს. ნაგებია აგურით და რიყის ქვით. კედლების ძირითადი ნაწილი რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობითაა ნაგები. აგურით გამოყვანილია გუმბათი, საბჯენი თაღები, კამარა, პილასტრები, კარსარკმლების წირთხლები და დეკორატიული ელემენტები ფასადებზე.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა (15.1-7.7 მეტრზე), აქვს ორი შესასვლელი- დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი სწორკუთხაა და ორივე მხრიდან თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. ეკლესიის შიდა სივრცეს შეადგენს საკურთხევლის ღრმა, ნახევარწრიული აფსიდი დამოგრძო დარბაზი. აფსიდში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომელიც გვერდებზე სამ-სამი სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის სამხრეთით მდებარე ნიშა გეგმით წრეს უახლოვდება და სხვებთან შედარებით უფრო მაღალია. თითო პატარა სწორკუთხა ნიშა გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ ხუთი სარკმელი აშუქებს, ორ-ორი მათგანი გრძივ კედლებშია, ხოლო ერთი თარაზულად გადახურული-დასავლეთ კედელშიყველა სარკმლის ღიობი შიგნიდანაც და გარედანაც კედლის გულისკენ თანდათან ვიწროვდება.

ეკლესიის დარბაზი ორ-ორი მძლავრი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღებით გაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად. პილასტერებს შორის კედლები საფეხურითაა შეღრმავებული და ნახევარწრიულლი თაღებით. თაღების ქუსლებთანსამსაფეხურიანი იმპოსტებია. მსგავსი პროფილის იმპოსტებია გამოყოფილი საბჯენი თაღების ქუსლებთანაც.

დარბაზის შუა ნაწილში, რომელიც დანარჩენებზე ოდნავ უფრო მოზრდილია, აღმართულია შიგნიდან წრიული, ხოლო გარედან რვაწახნაგოვანი გუმბათი. გუმბათის ყელი ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. იგი ნავზე ბევრად უფრო ვიწროა, ამოტომ მისი საყრდენი სისტემა რამდენამდმე თავსისებურადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთითა და დასავლეთით გუმბათი პილასტრებზე გადაყვანიულ საბჯენ თაღებზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრეთით და ჩრდილოეთით- კამარის მრუდში გამოყვანილ, ცენტრისკენ გადმოხრილ თაღებზე. გუმბათის საყრდენ თაღებს შორის პანდანტივებია, რომელშიც ამოჭრილია ტრომპები. გუმბათის ყელში გაჭრილია რვა ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელი.

შიდა სივრცის ერთნავიანობის მიუხედავად გარედან ეკლეისას ჯვარ-გუმბათოვანი შენობის აღნაგობა აქვს. ეკლესიის ოთხივე ფასადზე შუა ნაწილი გუმბათქვეშა „მკლავების“ შესაბამისად შემაღლებულია და დასრულებულია ორფრდა სახურავით. ფასადები საკმაოდ მატრივადაა დამუშავებული. მორთულობის ძირითადი ელემენტებია შეღრმავებული რომბები და ჯვრები. გრძივი ფასადების შემაღლებულ ნაწილებზე, თითქმის მთელ სიგანეზე, გამოყვანილია საფეხურით შეღრმავებული თაღოვანი არე. იგი სიმაღლეში გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. ქვედა ნაწილში ერთიმეორის თვზე განლაგებულია სამ-სამი რომბი, ზედა ნაწილის შუაში კი-პილასტრისმაგვარი შვერილი რომლის ზემოთ წყობიდან შვერილი აგურებითგამოყვანილია პატარა ფრონტონი.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის სიბრტყე, გუმბათოვანი ტაძრების მსგავსა, ჩვეულებისამებრ ერთიანი კი არაა, არამედ ორ ნაწილადაა დაყოფილი. ფასადის ზედა „ჯვრის მკლავის“ ფრონტონით დასრულებული ნაწილი, ქვედა ნაწილის მიმართრამდენადმე უკანაა წაწეული (დაახლოებით 1 მეტრით) ისე, რომ მათ საზღვარზე საფეხური იქმნება. ფასადის ქვედა ნაწილი სრულიად გლუვია - მოურთველი. ზედა ნაწილზე კი აგურის წყობის შეღმავებით გამოსახულია ორსაფეხურიან ბაზისზე დადგმული ჯვარი.

დასავლეთ ფასადიც მარტივადაა მორთული. შესასვლელისზემოთ, გვერდით ნაწილებში თითო რელიეფური ჯვარია, ერთი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული ფასადის ზედა ნაწილში, ფრონტონის არეში.

სამხრეთ შესასვლელის ტიმპანში და ანაყოლებში ჩასმულია საფლავის ქვები წარწერებით. აღმოსავლეთით მდებარე ანაყოლზე გაკეთებული წარწერიდან ირკვევა, რომ ქვა საფლავზე დადებულია 1792 წელს, აშკარაა, რომ ეკლესია ამ თარიღის შემდგომაა აგებული.

ფასადები დასრულებულია აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად ნაწყობი და კუთხით შვერილი აგურის რიგების მონაცვლეობითააგამოყვანილი.

გუმბათის ყელი ლეკალური აგურის ლილვებით, თაღებითა და ჯვრებითაა დანაწევრებული. სარკმელებს ქვემოთ გუმბათქვეშა კვადრატამდე ყელი მრგვალია. ეს ნაწილი მოქცეულია ორ ჰორიზონტ ლილვს შორის და მორთულია შეღმავებული რომბების მწკრივი. ზემოთ თითოეული წახნაგის შუაში. ლილვებშემოვლებული ვიწრო და მაღალი სარკმელია, რომელიც ჩასმულია ლილვითვე განმოყვანილ თაღში. თაღებს შორის ვიწრო არეებია დარჩენილი, რომელთა ზემოთ ლილვის ფორმის სარტყელზე აგურის რელიეფური ჯვრებია „ჩამოკიდებული“. ზემოთ ყელი საფეხურით ვიწროვდება და ლილვისებრი სარტყელითაან დასრულებული, რომელიც საფეხუროვან ლავგარდანს ებჯინება. გუმბათი გადახურულია პირამიდული ფორმის სახურავით.

ეკლესიის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე. დგას გვიანდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (5.1 X 3 მეტრზე). იგი ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გარედან გრძივი კედლების ქვედა ნაწილში შირიმის რამდენიმე გათლილი ქვაა ჩართული.

ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ ნაწილი, მონგრეულია გარე კუთხეები, მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედელი, ფასადებზე საპირე ქვები აქაქ-იქ ამოცვენილია, სამხრეთ და ჩრდილოეთკედლების დასავლეთით ნახევარი დაახლოებით 1.5-2 მეტრ სიმაღლეზე დგანან.

ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდან ყოფილა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში დაბალი და ვიწრო, თარაზულად გადახურული სარკმელია, რომლიოს ორივე მხარეს თიტო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვიტკირის ტრაპეზია მიშენებული (შემორჩენილია ნაწილი). მსგავსი ნაგებობაა მიდგმული აფსიდის ჩრდილოეთ გვერდზეც რომელიც ალბათ სამსხვერპლოდ გამოიყენება. გრძივ კედლებზე შემორჩენილია მოწითალო ფერის საღებავით გამოყვანილი ორ-ორი ზოლი. აფსიდი წესიერ ფორმის კონქცითაა გადახურული, რომლის თაღ ნახევრწრიულია.

სასაფლაოს დასავლეთით დაახლოებით 400 მეტრზე, ყველადწმიდის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, შემორჩდენილია რიყის ქვით ნაშენი შენიობის ნანგრევი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ნაეკლესიარად მიიჩნევს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება